ავტორი:

"რამდენი მსუყე წინასაარჩევნო პროექტი გაუწყალდა "ქართულ ოცნებას"... მართლმადიდებლობა გვინდა ვაქციოთ სახელმწიფო რელიგიადო... ოსებს ბოდიში მოვუხადოთო..." - იაგო კაჭკაჭიშვილი

"რამდენი მსუყე წინასაარჩევნო პროექტი გაუწყალდა "ქართულ ოცნებას"... მართლმადიდებლობა გვინდა ვაქციოთ სახელმწიფო რელიგიადო... ოსებს ბოდიში მოვუხადოთო..." -  იაგო კაჭკაჭიშვილი

ცნობილი სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

"რამდენი მსუყე წინასაარჩევნო განზრახვა და პროექტი გაუწყალდა "ქართულ ოცნებას":

1. მართლმადიდებლობა გვინდა ვაქციოთ სახელმწიფო რელიგიადო და თავად ეკლესიამ უთხრა - ეგ უარესია, რაც გვაქვს (ანუ, კონკორდატი) გაცილებით უკეთესიაო. არადა, დიდ სურპრიზად ინახავდნენ, ბონუსად.

2. ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ და ეს პროცესი ოსების მიმართ ბოდიშის მოხდით უნდა დავიწყოთო. ეს ცარიელი "ბოდიში“ მთლად კარიკატურულად გამოჩნდებოდა, ეროვნულ ტრავმებთან რომ არ ყოფილიყო დაკავშირებული, რამაც სიცილი არა, მაგრამ ამომრჩეველთა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. "აპრავეს“ მერე ბ-ნი ბიძინას ეს საბედისწერო "ბოდიში“ მისმა ხელქვეითებმა, ხან მარჯვნიდან, ხან მარცხნიდან, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მეტიც: კოკოითმა აგერ თრუსოს ხეობაც ჩვენიაო.

3. ლგბტ პროპაგანდის და ოჯახის სიწმინდის კანონი მიიღეს ზარზეიმით და ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის საპასუხოდ, ერთმა "არაენჯეოშნიკმა“ და შესანიშნავმა მოქალაქემ მიახალა პირში ხელისუფლებას: "გაიგონ დედა-დედაა და მამა-მამაას პროპაგანდისტებმა, რომ ცხოვრება სწორხაზოვანი არ არის და არც არასოდეს ყოფილა”. ამ ვიდეომ დაიპყრო სოციალური ქსელები ამ დღეებში.

4. აგენტების შესახებ კანონის გათეთრება უნდოდათ, გამჭვირვალობაზე და მის სიკეთეებზე აქცენტირებით, მაგრამ არაფერი გამოვიდა - ორგანიზაციების მხოლოდ 2 თუ 3 პროცენტი დააჯერეს.

5. მინიმუმ 60%-იან რეიტინგზე აპელირებენ და, თვეების მანძილზე, მხოლოდ ერთი კვლევითი ორგანიზაციის მონაცემს ატრიალებენ. არ აღმოჩნდა არცერთი მეტ-ნაკლებად თავმოყვარე პროფესიული ორგანიზაცია, რომელიც ამ 60%-ს ალტერნატიულად დაადასტურებდა.

6. ევროკავშირში “ჩვენები” მოდიან და ლიბერალური ძალები დასამარდებიანო და ევროპარლამენტის არჩევნებმა აჩვენა, რომ ევროპაში პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება არ შეცვლილა. 26 ოქტომბრამდე ტრამპის მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში არ ესწრება, მაგრამ კამალას წარმატება ჰაერში ტრიალებს და "ოცნებას" ხასიათს უფუჭებს. თქვენ გააგრძელეთ!

ჰოდა, "არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი”, - წერს ის.