ავტორი:

25 სექტემბერს ახალციხეში საბავშვო ავტორები ვასო გულეური და ლელა ცუცქირიძე პატარა მკითხველებს შეხვდებიან - დასწრება თავისუფალია

25 სექტემბერს ახალციხეში საბავშვო ავტორები ვასო გულეური და ლელა ცუცქირიძე პატარა მკითხველებს შეხვდებიან - დასწრება თავისუფალია

„პალიტრა L-ის“ სიურპრიზი პატარა მკითხველს - 25 სექტემბერს ყველასთვის საყვარელი საბავშვო ავტორები ვასო გულეური და ლელა ცუცქირიძე ახალციხეს ეწვევიან და ღია შეხვედრას გამართავენ. ღონისძიება ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, 14:00 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება თავისუფალია.

შეხვედრაზე მწერლები ბავშვებს თავად წაუკითხავენ წიგნებს და ყველასთვის ცნობილი პერსონაჟების ამბებს მოუყვებიან.

აქვე მოეწყობა წიგნების-გამოფენა გაყიდვაც, რომელიც 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაგრძელდება.

ვასო გულეური ცნობილი საბავშვო მწერალი და მთარგმნელია, რომელსაც არაერთი ლიტერატურული პრემია აქვს მინიჭებული, მათ შორის სამჯერ იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი გახდა. მას დაწერილი აქვს ისეთი საბავშვო წიგნები, როგორიცაა: „გუნდა და მისი მეგობრები“, „ნეტავ მალე გავიზრდები?!“, „ამბები კატა კოტოსი“, „ქარის მოყოლილი ზღაპრები“ და სხვა.

ლელა ცუცქირიძე ასევე საბავშვო მწერალი და მხატვარ-ილუსტრატორია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ლიტერატურულ და შემოქმედებით პროექტში, არის ლიტერატურული პრემიების ლაურეატი და საბავშვო სიმღერების ტექსტების ავტორი. მისი ტექსტები შესულია სასკოლო სახელმძღვანელოებში, ანთოლოგიებში, ალმანახებსა და კრებულებში, თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. ლელა ცუცქირიძეს დაწერილი აქვს ისეთი საბავშვო წიგნები, როგორიცაა: „ფისო ფიო-ფიო და სხვები“, „მართიკოს ვაშლის ხე“, „ღრუბელი, რომელსაც გაქრობა უნდოდა“, „ვუუ და ემოციების გალაქტიკა და სხვა“.

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, შეხვდეთ საყვარელ ავტორებს და თქვენს პატარებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყოთ.

R