მეცნიერება
საზოგადოება
მსოფლიო

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა: "მათზე შეზღუდვები უნდა გავრცელდეს" - რა მოხდება თუ ეს გადაწყვეტილება არ აღსრულდება?
ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა: "მათზე შეზღუდვები უნდა გავრცელდეს" - რა მოხდება თუ ეს გადაწყვეტილება არ აღსრულდება?

“ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ­მა ბი­უ­რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო“, მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი, ორ­გა­ნი­ზა­ცია “აირ­ჩიე ევ­რო­პა“, მისი დი­რექ­ტო­რი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე და თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ცნო­ბილ იქ­ნენ გა­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტე­ბად და მათ­ზე გავ­რცელ­დეს “მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის III თა­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი“, - ამის შე­სა­ხებ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელ­მა რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო" და მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის მო­წო­დე­ბებს.

"ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, ბი­უ­რომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო“, მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი, “აირ­ჩიე ევ­რო­პა“, მისი დი­რექ­ტო­რი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე და თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი: სო­ფი­კო ჭყო­ნია, ნი­კო­ლოზ შურ­ღა­ია, გი­ორ­გი რუ­ხა­ძე, შალ­ვა ძე­ბი­საშ­ვი­ლი, გი­ორ­გი პა­პე­ლიშ­ვი­ლი, ლელა ჯე­ჯე­ლა­ვა, გი­ორ­გი თაქთა­ქიშ­ვი­ლი და ივა­ნე ჭყო­ნია ცნო­ბილ იქ­ნენ გან­ცხა­დე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნის მქო­ნე სუ­ბი­ექ­ტე­ბად და მათ­ზე გავ­რცელ­და “მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის III თა­ვით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და, რომ “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო" და მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ეკა გი­გა­უ­რი, რო­გორც უშუ­ა­ლოდ ასე­ვე კამ­პა­ნია “ჩემი ხმა ევ­რო­კავ­ში­რის“ ფარ­გლებ­ში, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ა­ში, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის, ასე­ვე კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის მხარ­და­ჭე­რის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის მო­წო­დე­ბებს. ამას­თან, კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი სხვა­დას­ხვა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი და არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ. ტარ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან, იქ­მნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რომ­ლე­ბიც ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბის ფორ­მი­რე­ბას. აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნი­ლი ვებ-გვერ­დი, აპ­ლი­კა­ცია და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად ასე­ვე გა­მოვ­ლინ­და, რომ “აირ­ჩიე ევ­რო­პა“, მისი დი­რექ­ტო­რი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე და გამ­გე­ო­ბის წევ­რე­ბი, აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში, რო­მე­ლიც ემ­სა­ხუ­რე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის ან მხარ­და­ჭე­რის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბის მი­ზანს. ამის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია რო­გორც ადა­მი­ა­ნუ­რი, ასე­ვე მა­ტე­რი­ა­ლურ- ტექ­ნი­კუ­რი რე­სურ­სე­ბი, პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რა რე­გი­ო­ნებ­ში, კონ­ცერ­ტე­ბი, ვი­დე­ორ­გო­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბა-გავ­რცე­ლე­ბა, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ფი­ნან­სურ ხარჯთან, რო­მე­ლიც შე­ად­გენს 100 000 ლარ­ზე მეტს. აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი ხმარ­დე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­წყო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ მათი აზ­რის ფორ­მი­რე­ბას.

რო­გორც “მო­ქა­ლა­ქე­თა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის, ასე­ვე სა­სა­მარ­თლო პრაქ­ტი­კის თა­ნახ­მად, გა­ცხა­დე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნის არ­სე­ბო­ბა დას­ტურ­დე­ბა არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი ფი­ზი­კუ­რი თუ იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მხრი­დან უშუ­ა­ლოდ მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის სურ­ვი­ლის და­ფიქ­სი­რე­ბა­ში, არა­მედ ასე­ვე სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა­ში და ამ გზით სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზ­რის ფორ­მი­რე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა­ში.

ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, “სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო“, მისი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი ეკა გი­გა­უ­რი, “აირ­ჩიე ევ­რო­პა“, მისი დი­რექ­ტო­რი ხა­თუ­ნა ლა­გა­ზი­ძე და თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან 5 დღის ვა­და­ში, კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით, ბი­უ­როს წა­რუდ­გი­ნონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი სა­ან­გა­რი­შო პე­რი­ო­დის შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბი. ასე­ვე გახ­სნან და წარ­მო­ად­გი­ნონ ინ­ფორ­მა­ცია იმ სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბის რეკ­ვი­ზი­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მათ სა­არ­ჩევ­ნო მიზ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი­სა და ხარ­ჯე­ბის­თვის.ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ ბი­უ­რო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­ნი­ტო­რინ­გი ყვე­ლა იმ სუ­ბი­ექ­ტის მი­მართ, რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩარ­თულ­ნი არი­ან წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის მიზ­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ამის­თვის იყე­ნე­ბენ სხვა­დას­ხვა მა­ტე­რი­ა­ლურ თუ არა­მა­ტე­რი­ა­ლურ რე­სურ­სებს. მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით ეც­ნო­ბე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა.

  • მისი გან­ცხა­დე­ბით, თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ აღ­სრულ­დე­ბა, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­რო და­მა­ტე­ბით ზო­მებს მი­მარ­თავს და აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხარ­ჯებს, მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, თა­ვად და­ით­ვლის.

"თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ აღ­სრულ­დე­ბა, ეს სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა. მე დამ­ჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა. ჩვენ და­ვით­ვლით აღ­ნიშ­ნულ ხარ­ჯებს - მო­ნი­ტო­რინ­გით. კა­ნო­ნი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გა­მო­ვი­თხო­ვოთ ყვე­ლა ის ინ­ფორ­მა­ცია, რაც ამ საქ­მეს სჭირ­დე­ბა. რო­გორც ფი­ზი­კუ­რი, ისე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის ან­გა­რი­შე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა.

კუპ­რაშ­ვი­ლის თქმით, ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მო­ცე­მუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტე­ბი, რო­მე­ლიც "უტყუ­ა­რად ადას­ტუ­რებს, რომ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან და ამის­თვის კონ­კრე­ტუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბი, საკ­მა­ოდ მო­ცუ­ლო­ბი­თი ხარ­ჯე­ბი იხარ­ჯე­ბა“.

"შეხ­ვედ­რე­ბი, რომ ევ­რო­პა რა კარ­გია, რა თქმა უნდა, ნორ­მა­ლუ­რია. ამავდრო­უ­ლად, ადა­მი­ანს აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა - მე შე­იძ­ლე­ბა მომ­წონ­დეს რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია და არ მომ­წონ­დეს სხვა. მაგ­რამ რო­დე­საც თან­ხას იხდი იმ აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რაც მი­მარ­თუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ, ამავდრო­უ­ლად კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში თა­ვის შე­კა­ვე­ბის­კენ, ამას არე­გუ­ლი­რებს კა­ნო­ნი. კა­ნო­ნი აწე­სებს, რომ თუ ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხართ, ვალ­დე­ბუ­ლი ხართ, ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­ხარ­ჯუ­ლი თან­ხე­ბი სა­ჯა­როდ გა­ხა­დოთ“,- გა­ნა­ცხა­და რაჟ­დენ კუპ­რაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
ავტორი:

ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა: "მათზე შეზღუდვები უნდა გავრცელდეს" - რა მოხდება თუ ეს გადაწყვეტილება არ აღსრულდება?

ანტიკორუფციულმა ბიურომ ეკა გიგაურისა და ხათუნა ლაგაზიძის ორგანიზაციები საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად გამოაცხადა: "მათზე შეზღუდვები უნდა გავრცელდეს" - რა მოხდება თუ ეს გადაწყვეტილება არ აღსრულდება?

“ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ცნობილ იქნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები“, - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს.

"ანტიკორუფციული ბიუროს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები: სოფიკო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელიშვილი, ლელა ჯეჯელავა, გიორგი თაქთაქიშვილი და ივანე ჭყონია ცნობილ იქნენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის III თავით გათვალისწინებული შეზღუდვები.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ ასევე კამპანია “ჩემი ხმა ევროკავშირის“ ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, რომელიც მიზნად ისახავს, როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისგან თავის შეკავების მოწოდებებს. ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური და არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ. ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოებაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედია საშუალებები. მონიტორინგის შედეგად ასევე გამოვლინდა, რომ “აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის ან მხარდაჭერისგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანური, ასევე მატერიალურ- ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრა რეგიონებში, კონცერტები, ვიდეორგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსურ ხარჯთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. აღნიშნული რესურსი ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას.

როგორც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის, ასევე სასამართლო პრაქტიკის თანახმად, გაცხადებული პოლიტიკური მიზნის არსებობა დასტურდება არა მხოლოდ კონკრეტული ფიზიკური თუ იურიდიული პირის მხრიდან უშუალოდ მისი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილის დაფიქსირებაში, არამედ ასევე სხვა პოლიტიკური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის წარმოებაში და ამ გზით საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენაში.

ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებით, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, “აირჩიე ევროპა“, მისი დირექტორი ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები ვალდებულნი არიან 5 დღის ვადაში, კანონით დადგენილი წესით, ბიუროს წარუდგინონ გადაწყვეტილებით დადგენილი საანგარიშო პერიოდის შესაბამისი ფინანსური ანგარიშები. ასევე გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშების რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათ საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისთვის.ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარეობს მონიტორინგი ყველა იმ სუბიექტის მიმართ, რომლებიც, სავარაუდოდ, ჩართულნი არიან წინასაარჩევნოდ კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ საქმიანობაში და ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მატერიალურ თუ არამატერიალურ რესურსებს. მონიტორინგის შედეგების შესახებ, საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

  • მისი განცხადებით, თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ანტიკორუფციული ბიურო დამატებით ზომებს მიმართავს და აღნიშნული ორგანიზაციების ხარჯებს, მონიტორინგის შედეგად, თავად დაითვლის.

"თუ გადაწყვეტილება არ აღსრულდება, ეს სამწუხარო იქნება. მე დამჭირდება დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ დავითვლით აღნიშნულ ხარჯებს - მონიტორინგით. კანონი გვაძლევს საშუალებას, გამოვითხოვოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ამ საქმეს სჭირდება. როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირის ანგარიშები“, - განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოცემულია კონკრეტული ფაქტები, რომელიც "უტყუარად ადასტურებს, რომ ეს ორგანიზაციები პოლიტიკურ პროცესებში ჩართულები არიან და ამისთვის კონკრეტული მატერიალური რესურსები, საკმაოდ მოცულობითი ხარჯები იხარჯება“.

"შეხვედრები, რომ ევროპა რა კარგია, რა თქმა უნდა, ნორმალურია. ამავდროულად, ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება - მე შეიძლება მომწონდეს რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტია და არ მომწონდეს სხვა. მაგრამ როდესაც თანხას იხდი იმ აქტივობებში, რაც მიმართულია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისკენ, ამავდროულად კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერაში თავის შეკავებისკენ, ამას არეგულირებს კანონი. კანონი აწესებს, რომ თუ ამ საქმიანობაში ხართ, ვალდებული ხართ, ამ საქმიანობაში დახარჯული თანხები საჯაროდ გახადოთ“,- განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.