ვერა ბრეჟნევა საქართველოს სტუმრობდა. მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს ცნობილი უკრაინელი მომღერალი სოციალურ ქსელში ვიდეოს სახით ავრცელებს.
კადრებში ჩანს, რომ ბრეჟნევამ თბილისის ცენტრი დაათვალიერა, მტკვარზე გაისეირნა, სვეტიცხოველი მოინახულა და ასევე ნანი ბრეგვაძის, ეკა მამალაძისა და ნატალია ქუთათელაძის კონცერტს დაესწრო.
ერთ-ერთ ფოტოზე წერს, რომ საუკეთესო "უიქენდი“ გაატარა საქართველოში, სადაც მეგობარს სტუმრობდა. როგორც ირკვევა, ბრეჟნევა "მგზავრების" სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი ცოლის მარინა კარპის სტუმარი იყო.
მარინა ცნობილი ფოტოგრაფია, გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ბრეჟნევა მარინამ გადაიღო, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი პროექტისთვის.
"დიდი მადლობა, საქართველო“ - წერს ბრეჟნევა, რომელიც თბილისიდან პირდაპირ პარიზში გაფრინდა.
შეგახსენებთ, რომ ბრეჟნევა, კონსტანტინე მელაძეს შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას დაშორდა. წყვილის შესახებ წერდნენ, რომ თითქოს მათი ურთიერთობა განსხვავებულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა დაანგრია, თუმცა ომის შემდეგ რუსეთი დატოვა უფროსმა მელაძემაც და ის ახლა იტალიაში ცხოვრობს.
წაიკითხეთ ასევე: