Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
500-მდე გარდაცვლილი და პანიკა ლიბანში - უახლესი ცნობები ისრაელის სამხედრო ოპერაციის “ჩრდილოეთის ისრების“ შესახებ (ფოტო/ვიდეო)
500-მდე გარდაცვლილი და პანიკა ლიბანში -  უახლესი ცნობები ისრაელის სამხედრო ოპერაციის “ჩრდილოეთის ისრების“ შესახებ (ფოტო/ვიდეო)

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლი­ბან­ში ის­რა­ე­ლის ავი­ა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 500-მდე გა­ი­ზარ­და. ის­რა­ე­ლის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მიმ­დი­ნა­რე სპე­ცო­პე­რა­ცი­ას, სა­ხე­ლად “ჩრდი­ლო­ე­თის ის­რე­ბი", რო­მე­ლიც ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ მა­სობ­რი­ვი სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, საკ­მა­ოდ მძი­მე შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვა.

ლი­ბა­ნის ქა­ლა­ქებ­ში პა­ნი­კაა - სა­ჰა­ე­რო იე­რი­შე­ბის მას­შტა­ბე­ბის ფონ­ზე, ლი­ბა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნე­ბი­დან ტო­ტა­ლუ­რად გარ­ბის. ინ­ტერ­ნეტ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რომ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­ში მრა­ვალ­კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო სა­ცო­ბე­ბია.

დევ­ნი­ლებს არ იღე­ბენ ბე­ი­რუ­თის ქრის­ტი­ა­ნულ გა­რე­უბ­ნებ­ში, სა­დაც წეს­რი­გის დაც­ვის მიზ­ნით ლი­ბა­ნის არ­მია გან­ლაგ­და. სა­ზღვრე­ბი ჩა­კე­ტა სი­რი­ა­მაც.

შექ­მნილ ვი­თა­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა საფ­რან­გე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ჟან-ნოელ ბარო. რო­გორც გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, ბარო ლი­ბან­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის გან­ხილ­ვის მიზ­ნით, გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მას ითხოვს.

მან მხა­რე­ებს დე­ეს­კა­ლა­ცი­ი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

  • “საფ­რან­გე­თი კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს მხა­რე­ებს და მათ, ვინც მათ მხარს უჭერს, მო­ახ­დი­ნონ დე­ეს­კა­ლა­ცია და თა­ვი­დან აი­ცი­ლონ რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტი, რო­მე­ლიც დამ­ღუპ­ვე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლას­თვის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის. ამ მი­ზე­ზით, მე მო­ვი­თხო­ვე უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სა­გან­გე­ბო სხდო­მა ლი­ბან­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ კვი­რა­ში“, - აღ­ნიშ­ნა ჟან-ნოელ ბა­რომ.

მისი თქმით, ლი­ბან­ში, ისე­ვე რო­გორც სხვა­გან, საფ­რან­გე­თი დარ­ჩე­ბა სრუ­ლად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი დიდი კრი­ზი­სის გა­და­საჭ­რე­ლად, რო­მე­ლიც არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო დღის წეს­რიგს.

  • ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროც. უწყე­ბის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის 35 ბავ­შვი და 58 ქა­ლია. და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 1 645 -ს აღ­წევს.

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ჰეზ­ბო­ლას“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში დაჯ­გუ­ფე­ბის 1 300 ობი­ექტს და­არ­ტყეს. ამას­თან, მა­თი­ვე ცნო­ბით, “ჰეზ­ბო­ლამ“ ლი­ბა­ნი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 200-ზე მეტი რა­კე­ტა გა­უშ­ვა.

ოპე­რა­ცი­ის და­წყე­ბამ­დე ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ავ­რცე­ლა ვი­დეო მე­სი­ჯი, რო­მელ­შიც ლი­ბა­ნელ მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებ­და, და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ სახ­ლე­ბი, სა­ნამ IDF ოპე­რა­ცია არ დას­რულ­დე­ბა.

შე­გახ­სე­ნებთ, ის­რა­ელ­სა და ლი­ბანს შო­რის კონ­ფლიქ­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ი­ძა­ბა. ის­რა­ე­ლი, გუ­შინ დი­ლი­დან, ლი­ბა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჰა­ე­რო იე­რი­შებს ახორ­ცი­ე­ლებს. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ჰეზ­ბო­ლას“ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბის მიზ­ნით მიმ­დი­ნა­რე ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში დაჯ­გუ­ფე­ბის 1 300 ობი­ექტს და­არ­ტყეს. ამას­თან, მა­თი­ვე ცნო­ბით, “ჰეზ­ბო­ლამ“ ლი­ბა­ნი­დან ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით 200-ზე მეტი რა­კე­ტა გა­უშ­ვა. ექ­სპერტთა ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი ის­რა­ელ­მა სამ­ხრეთ ლი­ბან­ში სახ­მე­ლე­თო ოპე­რა­ცი­აც და­ი­წყოს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

500-მდე გარდაცვლილი და პანიკა ლიბანში - უახლესი ცნობები ისრაელის სამხედრო ოპერაციის “ჩრდილოეთის ისრების“ შესახებ (ფოტო/ვიდეო)

500-მდე გარდაცვლილი და პანიკა ლიბანში -  უახლესი ცნობები ისრაელის სამხედრო ოპერაციის “ჩრდილოეთის ისრების“ შესახებ (ფოტო/ვიდეო)

განახლებული ინფორმაციით, ლიბანში ისრაელის ავიაციის მიერ განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 500-მდე გაიზარდა. ისრაელის შეიარაღებული ძალების მიმდინარე სპეცოპერაციას, სახელად “ჩრდილოეთის ისრები", რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ მასობრივი საჰაერო დარტყმებით შემოიფარგლება, საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა.

ლიბანის ქალაქებში პანიკაა - საჰაერო იერიშების მასშტაბების ფონზე, ლიბანელი მოსახლეობა სამხრეთ რეგიონებიდან ტოტალურად გარბის. ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, რომ დასახლებულ პუნქტებში მრავალკილომეტრიანი საავტომობილო საცობებია.

დევნილებს არ იღებენ ბეირუთის ქრისტიანულ გარეუბნებში, სადაც წესრიგის დაცვის მიზნით ლიბანის არმია განლაგდა. საზღვრები ჩაკეტა სირიამაც.

შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო. როგორც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე განაცხადა, ბარო ლიბანში მიმდინარე საჰაერო დარტყმების განხილვის მიზნით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომას ითხოვს.

მან მხარეებს დეესკალაციისა და რეგიონული კონფლიქტის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა.

  • “საფრანგეთი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მხარეებს და მათ, ვინც მათ მხარს უჭერს, მოახდინონ დეესკალაცია და თავიდან აიცილონ რეგიონული კონფლიქტი, რომელიც დამღუპველი იქნება ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ამ მიზეზით, მე მოვითხოვე უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა ლიბანთან დაკავშირებით ამ კვირაში“, - აღნიშნა ჟან-ნოელ ბარომ.

მისი თქმით, ლიბანში, ისევე როგორც სხვაგან, საფრანგეთი დარჩება სრულად მობილიზებული დიდი კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც არღვევს საერთაშორისო დღის წესრიგს.

  • ავიაიერიშების შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროც. უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის 35 ბავშვი და 58 ქალია. დაშავებულთა რაოდენობა კი 1 645 -ს აღწევს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, “ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს. ამასთან, მათივე ცნობით, “ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ოპერაციის დაწყებამდე ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეო მესიჯი, რომელშიც ლიბანელ მოსახლეობას მოუწოდებდა, დაეტოვებინათ სახლები, სანამ IDF ოპერაცია არ დასრულდება.

შეგახსენებთ, ისრაელსა და ლიბანს შორის კონფლიქტი მნიშვნელოვნად დაიძაბა. ისრაელი, გუშინ დილიდან, ლიბანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშებს ახორციელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, “ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურების მიზნით მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში დაჯგუფების 1 300 ობიექტს დაარტყეს. ამასთან, მათივე ცნობით, “ჰეზბოლამ“ ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ექსპერტთა ნაწილის მოსაზრებით, არ არის გამორიცხული ისრაელმა სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციაც დაიწყოს.

იხილეთ ასევე: