პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კობახიძე "მომავლის სამიტზე" - "საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად"
კობახიძე "მომავლის სამიტზე" - "საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად"

მო­მავ­ლის სა­მი­ტი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა გლო­ბა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის ძა­ლის საჩ­ვე­ნებ­ლად, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "მო­მავ­ლის სა­მიტ­ზე" სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 79-ე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის კან­ცლერ ოლაფ შოლ­ცის და ნა­მი­ბი­ის პრე­ზი­დენტ ნან­გო­ლო მბუმ­ბას ორ­გა­ნი­ზე­ბით იმარ­თე­ბა.

რო­გორც მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან ერ­თად იმუ­შა­ოს გა­ე­როს მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად.

"სამი წლის წინ, გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა მო­მავ­ლის სა­მი­ტის ჩა­ტა­რე­ბა, რომ­ლის მი­ზა­ნი იყო გლო­ბა­ლუ­რი კონ­სენ­სუ­სის მიღ­წე­ვა უკე­თე­სი აწ­მყო­სა და შემ­დგო­მი თა­ო­ბე­ბის­თვის უფრო და­ცუ­ლი მო­მავ­ლის შე­საქ­მნე­ლად. დღეს, ეს ხედ­ვა რე­ა­ლო­ბად იქცა, რა­საც მოწ­მობს ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი შეკ­რე­ბა, რათა აღ­ვად­გი­ნოთ ნდო­ბა და ვი­პო­ვოთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თვის.

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც უფრო კომ­პლექ­სუ­რი და სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დია, სა­მარ­თლი­ა­ნი მო­მავ­ლის მიღ­წე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენს წი­ნა­შე უპ­რე­ცენ­დენ­ტო გა­მოწ­ვე­ვე­ბია, პან­დე­მი­ის შე­დე­გე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი, კონ­ფლიქ­ტე­ბი­თა და სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი უთა­ნას­წო­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მოხ­სე­ნე­ბამ აჩ­ვე­ნა, რომ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მხო­ლოდ 17%-ია მიღ­წე­უ­ლი, რაც ჩვენ­გან მეტ აქ­ტი­უ­რო­ბას მო­ი­თხოვს. ამ კონ­ტექ­სტში, მო­მავ­ლის სა­მი­ტი უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა გლო­ბა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის ძა­ლის საჩ­ვე­ნებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლო მზა­დაა, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას­თან ერ­თად იმუ­შა­ოს ამ მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, რათა შეს­რულ­დეს 2030 წლის მიზ­ნე­ბი.

მო­მავ­ლის პაქ­ტი გვაძ­ლევს შანსს, სა­მი­ტის წარ­მა­ტე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან ცვლი­ლე­ბე­ბად ვაქ­ცი­ოთ, რაც მო­მა­ვალ თა­ო­ბებს უკე­თეს მო­მა­ვალს მო­უ­ტანს. ჩვენ მი­ვე­სალ­მე­ბით პაქ­ტის დამ­ტკი­ცე­ბას და ვე­ლით მის სწრაფ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

კობახიძე "მომავლის სამიტზე" - "საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად"

კობახიძე "მომავლის სამიტზე" - "საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად"

მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "მომავლის სამიტზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცის და ნამიბიის პრეზიდენტ ნანგოლო მბუმბას ორგანიზებით იმართება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად.

"სამი წლის წინ, გაეროს გენერალურმა მდივანმა შემოგვთავაზა მომავლის სამიტის ჩატარება, რომლის მიზანი იყო გლობალური კონსენსუსის მიღწევა უკეთესი აწმყოსა და შემდგომი თაობებისთვის უფრო დაცული მომავლის შესაქმნელად. დღეს, ეს ხედვა რეალობად იქცა, რასაც მოწმობს ჩვენი დღევანდელი შეკრება, რათა აღვადგინოთ ნდობა და ვიპოვოთ გადაწყვეტილებები უკეთესი მომავლისთვის.

თანამედროვე სამყაროში, რომელიც უფრო კომპლექსური და სწრაფად განვითარებადია, სამართლიანი მომავლის მიღწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენს წინაშე უპრეცენდენტო გამოწვევებია, პანდემიის შედეგებიდან დაწყებული, კონფლიქტებითა და სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გაღრმავებით დამთავრებული.

გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებამ აჩვენა, რომ მდგრადი განვითარების მიზნების მხოლოდ 17%-ია მიღწეული, რაც ჩვენგან მეტ აქტიურობას მოითხოვს. ამ კონტექსტში, მომავლის სამიტი უნიკალური შესაძლებლობაა გლობალური თანამშრომლობისა და მულტილატერალიზმის ძალის საჩვენებლად. საქართველო მზადაა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად იმუშაოს ამ მიზნების მისაღწევად, რათა შესრულდეს 2030 წლის მიზნები.

მომავლის პაქტი გვაძლევს შანსს, სამიტის წარმატება მნიშვნელოვან ცვლილებებად ვაქციოთ, რაც მომავალ თაობებს უკეთეს მომავალს მოუტანს. ჩვენ მივესალმებით პაქტის დამტკიცებას და ველით მის სწრაფ განხორციელებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.