საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მჭედელი ოქროს საწმისის ქვეყნიდან - სპასალარის მოსწავლის გზა ემიგრაციაში და ნამუშევარი, რომელიც მთელ ცხოვრებად ღირს
მჭედელი ოქროს საწმისის ქვეყნიდან - სპასალარის მოსწავლის გზა ემიგრაციაში და ნამუშევარი, რომელიც მთელ ცხოვრებად ღირს

მარ­თა­ლია, არც ხე­ლოვ­ნე­ბის ექ­სპერ­ტი ვარ და მით უფრო, არც ცივი ია­რა­ღის, მაგ­რამ სი­ლა­მა­ზის აღ­ქმა ნამ­დვი­ლად შე­მიძ­ლია. რო­დე­საც ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა მი­ხე­ილ ხვე­დე­ლი­ან­მა ჰო­ლან­დი­ა­ში მცხოვ­რებ თა­ვის მე­გო­ბარ­სა და მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე მი­ამ­ბო, მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი სას­წრა­ფოდ მოვ­ძებ­ნე ინ­ტერ­ნეტ­ში. რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ ერ­თმა­ნეთს თბი­ლის­ში, ჩემს ვე­რან­და­ზე შევ­ხვდე­ბო­დით და ინ­ტერ­ვი­უ­საც ჩავ­წერ­დით.

თბი­ლი­სე­ლი გოჩა ლა­ღი­ძე 30 წე­ლი­წა­დია, სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, მა­ნამ­დე კი... თბი­ლი­სის იმ­ჟა­მინ­დე­ლი პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა. მი­თხრა, მა­შინ ვერც კი ვი­ფიქ­რებ­დი, ხე­ლოვ­ნე­ბით ასე სე­რი­ო­ზუ­ლად თუ და­ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დიო.

  • სპა­სა­ლა­რის მოს­წავ­ლე და მე­გო­ბა­რი

- სკო­ლის პე­რი­ოდ­შიც მქონ­და ხატ­ვის ნიჭი, მაგ­რამ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი რომ ნა­ხეს, და­ას­კვნეს, ჩემ­გან მხატ­ვა­რი არ გა­მო­ვი­დო­და. პო­ლი­ტექ­ნი­კურ­ში გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარ­და ხაზ­ვა და სწო­რედ მხაზ­ვე­ლო­ბით გე­ო­მეტ­რი­ა­ში მქონ­და ფრი­ა­დი. ამ სა­გან­ში ლექ­ტო­რი მყავ­და, გვა­რად ბა­ცი­კა­ძე, ერთ ნა­მუ­შე­ვარ­ში ორი­ა­ნი და­მი­წე­რა. ალ­ბათ, იფიქ­რა, რომ ნა­ხა­ტი სამ გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ვერ და­ვი­ნა­ხე, არა­და, სწო­რედ ასე უნდა და­მე­ნა­ხა. გა­და­ბა­რე­ბა­ზე რომ მი­ვე­დი, შე­კი­თხვე­ბი და­მის­ვა და... ხუთი და­მი­წე­რა - მიხ­ვდა, რომ სწო­რედ ისე ვხე­დავ­დი, რო­გორც უნდა და­მე­ნა­ხა.

გო­ლი­ა­თის აბ­ჯა­რი

მა­ნამ­დე კო­მა­რო­ვის სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. იქ პე­და­გო­გად მყავ­და ჯუ­ან­შერ ჯურ­ხა­ძე... (ახო­ვა­ნი სპა­სა­ლა­რი ფილმ "დი­დოს­ტა­ტის მარ­ჯვე­ნი­დან", გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კარ­გად ვიც­ნობ­დი - ი.ხ.) ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი ხან­ჯა­ლი სკო­ლა­ში წა­ვი­ღე და ბა­ტონ ჯუ­ან­შერს ვაჩ­ვე­ნე. წა­მარ­თვა, შენ ეს არ გჭირ­დე­ბაო, მე­ო­რე დღეს კი თა­ვი­სი გა­კე­თე­ბუ­ლი პა­ტა­რა ხმა­ლი მა­ჩუ­ქა. მას შემ­დეგ დავ­მე­გობ­რდით. მე-9 კლას­ში ვსწავ­ლობ­დი, პირ­ვე­ლი ჯაჭ­ვის პე­რან­გი რომ გა­ვა­კე­თე. ჯუ­ან­შე­რი აღ­ფრთო­ვან­და და ფა­რი­თა და სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბით და­მა­სა­ჩუქ­რა. ლი­თო­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბაც მან მას­წავ­ლა. შინ ტყვი­ის გრდემ­ლი ჰქონ­და და თვალ­წინ ამო­მი­ჭე­და ჩაჩ­ქნის თავი. მერე იმა­ზე ავა­გე ჩემი ჯაჭ­ვის პე­რან­გი. მან­ვე მას­წავ­ლა ლი­თონ­ზე მუ­შა­ო­ბის ეს­თე­ტი­კა. ინ­სტი­ტუ­ტიც და­ვამ­თავ­რე, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რიც მო­ვი­ა­რე და მერე დავ­ქორ­წინ­დი, ფული მჭირ­დე­ბო­და და ის, მე-9 კლას­ში გა­კე­თე­ბუ­ლი ნივ­თი მშრალ ხიდ­ზე გავ­ყი­დე. მას შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლად და­ვი­წყე ამ ხე­ლო­ბის შეს­წავ­ლა. ჯა­ნა­ში­ას მუ­ზე­უმ­ში დავ­დი­ო­დი და ხევ­სუ­რუ­ლი აბ­ჯრი­სა და სხვა ნა­მუ­შევ­რე­ბის ჩა­ნა­ხა­ტებს ვა­კე­თებ­დი, შემ­დეგ მუ­ზე­უ­მის ია­რა­ღის სა­ცავ­შიც შე­მიშ­ვეს.

1987 წელს გა­ვა­კე­თე ხევ­სუ­რუ­ლი აბ­ჯა­რი - სრუ­ლი კომ­პლექ­ტი. "ახალ­გაზ­რდა კო­მუ­ნის­ტის" რე­დაქ­ტორ­მა პა­ა­ტა ნაც­ვლიშ­ვილ­მა მა­მუ­კა ფა­ჩუ­აშ­ვილს სტა­ტი­აც და­ა­წე­რი­ნა ჩემ­ზე. მახ­სოვს, ჩე­მი­ვე აბ­ჯა­რი ჩა­მაც­ვეს, ძა­ლი­ან არ მინ­დო­და, მაგ­რამ... რუს­თა­ველ­ზე ფოტო გა­და­მი­ღეს. ამას მოჰ­ყვა სა­ინ­ფორ­მა­ციო პროგ­რა­მა "ვრე­მი­ას" კო­რეს­პონ­დენ­ტის სი­უ­ჟე­ტი, თუმ­ცა არა სა­ტე­ლე­ვი­ზიო, არა­მედ სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შევ­რის­თვის. შემ­დეგ ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ვე­ლი არ­ხის ხალ­ხურ რე­დაქ­ცი­ა­ში ჩემ­ზე გა­და­ი­ღეს 20-წუ­თი­ა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი "ჯაჭ­ვის პე­რან­გი", რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. შემ­დეგ ჯუ­ან­შერ­მა მი­თხრა, შენ­ზე და­წე­რი­ლი სტა­ტია ზუ­რაბ წე­რე­თელს მი­უ­ტა­ნეო. მეც მი­ვა­კი­თხე ხე­ლო­ვანს დი­ზა­ი­ნერ­თა კავ­შირ­ში. მა­შინ­ვე და­მიკ­ვე­თა ხევ­სუ­რუ­ლი აბ­ჯა­რი. რომ და­ვუმ­ზა­დე, ისე­თი მძი­მე იყო, მა­მა­ჩე­მის მძღოლ­მა წა­მიყ­ვა­ნა. რა ღირ­სო, მკი­თხა წე­რე­თელ­მა და წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი თან­ხა - 5 ათა­სი მა­ნე­თი და­ვუ­სა­ხე­ლე. 1988 წელს ეს დიდი ფული იყო. ამის შემ­დეგ მთხო­ვა, ახლა ეს აბ­ჯა­რი ორ­ჯერ გა­ზარ­დე და ისე და­მიმ­ზა­დეო. გა­სა­გე­ბი იყო, რომ მო­ნუ­მენ­ტა­ლის­ტმა ხე­ლო­ვან­მა გა­ცი­ლე­ბით დიდი მას­შტა­ბის ნა­მუ­შე­ვა­რი მო­ინ­დო­მა. დავ­თან­ხმდი და იმ აბ­ჯარს ერთი წე­ლი­წა­დი მო­ვან­დო­მე. და­მეხ­მარ­ნენ ბი­ძე­ბი, ქარ­ხნებ­შიც ვმუ­შა­ობ­დით, სხვაგ­ვა­რად გო­ლი­ა­თის ხმლებს ვერ და­ვამ­ზა­დებ­დით. ამ აბ­ჯარ­ში ბა­ტონ­მა ზუ­რამ 25 ათა­სი მა­ნე­თი გა­და­მი­ხა­და და ვი­ყი­დე ახა­ლი "ჟი­გუ­ლი-2107", კი­დევ 7 ათა­სი მა­ნე­თი დამ­რჩა. 21-22 წლის ბი­ჭის­თვის ეს ძა­ლი­ან დიდი შე­მო­სა­ვა­ლი იყო. ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი თბი­ლი­სის მხატ­ვრის სახ­ლშიც იყო გა­მო­ფე­ნი­ლი, ძეგლ­თა დაც­ვის სა­ა­გენ­ტომ ეთ­ნოგ­რა­ფი­ულ მუ­ზე­უმ­ში მი­მიწ­ვია და სა­გან­გე­ბოდ და­უშ­ვა ლი­თო­ნის რეს­ტავ­რა­ტო­რის შტა­ტი. ორ წე­ლი­წადს ვი­მუ­შა­ვე, შემ­დეგ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა... 1990-იანი წლე­ბის ომის შემ­დეგ ჩემი იდე­ა­ლე­ბი და­იმ­სხვრა და სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა გა­დავ­წყვი­ტე.

  • ემიგ­რა­ცია და... ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მე­ლიც მთელ ცხოვ­რე­ბად ღირს
პრინც მა­უ­რიც ორა­ნე­ლის აბ­ჯა­რი

- 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ო­ცა­რი გზა გა­ვი­ა­რე. ნი­დერ­ლან­დებ­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს ქარ­თვე­ლე­ბიც იბ­რძოდ­ნენ, გეხ­სო­მე­ბათ ტექ­სე­ლის აჯან­ყე­ბა. ვფიქ­რობ­დი, რომ იქ ქარ­თვე­ლებს გმი­რე­ბად მი­იჩ­ნევ­დნენ, თუმ­ცა მთლად ასეც არ აღ­მოჩ­ნდა. მაგ­რამ მა­ინც გა­მი­მარ­თლა, ნი­დერ­ლან­დუ­რი ენის შეს­წავ­ლა და­ვი­წყე. ჩემ­მა ენის მას­წავ­ლე­ბელ­მა ტექ­სე­ლის მე­რი­ა­ში წე­რი­ლი და­მა­წე­რი­ნა, რის შემ­დე­გაც სა­ზღვაო მუ­ზე­უმ­ში გა­მო­ფე­ნა მო­მა­წყო­ბი­ნეს. შემ­დეგ რე­კო­მენ­და­ცი­ით გა­მიშ­ვეს სა­მე­ფო-სა­არ­მიო მუ­ზე­უმ­ში და ჩემი ხევ­სუ­რუ­ლი ია­რა­ღიც მი­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ მი­თხრეს, უფრო მცი­რე ზო­მის ია­რა­ღი გა­ა­კე­თე, ოღონდ ევ­რო­პუ­ლიო. 4 მი­ნი­ა­ტი­უ­რა გა­ვა­კე­თე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იქ მო­მუ­შა­ვე ორი სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩემ­ნა­ი­რი აღ­მოჩ­ნდა, და­ბა­დე­ბი­დან უყ­ვარ­დათ რა­ინ­დე­ბის სამ­ყა­რო და ია­რა­ღი. ღია კა­რის დღე­ზეც მი­მიწ­ვი­ეს და ჯაჭ­ვის პე­რან­გის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია ვაჩ­ვე­ნე. ამის შემ­დეგ მი­ვი­ღე წე­რი­ლი - მე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ ჰო­ლან­დი­ის ეს­პა­ნე­ლებ­თან 80-წლი­ა­ნი ომის მი­უნსტე­რის ზა­ვით დას­რუ­ლე­ბის 400-წლი­ან იუ­ბი­ლე­ზე. იმ­ხა­ნად ერთ-ერთი პრო­ვინ­ცი­ის ის­ტო­რი­ულ დე­და­ქა­ლაქ­ში, იე­რო­ნი­მუს ბოს­ხის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ჰერ­ტო­გენ­ბოს­ში ვცხოვ­რობ­დი. 4 მუ­ზე­უმ­ში დიდი გა­მო­ფე­ნე­ბი იმარ­თე­ბო­და. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ შე­მიკ­ვე­თა იმ პრინ­ცის აბ­ჯრის ასლი, რო­მელ­მაც ნი­დერ­ლან­დე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი და ჯარი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ვი­ცო­დი, ვრის­კავ­დი, მაგ­რამ მა­ინც დავ­თან­ხმდი. თავ­და­პირ­ვე­ლად პრინც მა­უ­რი­ცის მუ­ზა­რა­დი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა და თუ და­აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დათ, კონ­ტრაქ­ტის და­ნარ­ჩე­ნი ეტა­პე­ბიც გაგ­რძელ­დე­ბო­და. იმ­დე­ნად ეროვ­ნუ­ლი იყო მათ­თვის ის შეკ­ვე­თა, რომ დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კუ­რა­ტორ­მა მი­თხრა, ეს ნა­მუ­შე­ვა­რი მთელ შენს ცხოვ­რე­ბად ღირ­სო - ანუ პა­რა­ლე­ლი რომ გა­ვავ­ლო, იგი­ვე იყო, ვთქვათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ქარ­თვე­ლი ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ძეგლის გა­კე­თე­ბა რომ და­ა­ვა­ლო უცხო­ელს და გა­ა­მარ­თლოს. ამ შეკ­ვე­თის შემ­დეგ იმა­ვე სამ­ხედ­რო მუ­ზე­უმ­მა ახა­ლი შეკ­ვე­თა მომ­ცა და ასე გრძელ­დე­ბა დღემ­დე. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მჭედელი ოქროს საწმისის ქვეყნიდან - სპასალარის მოსწავლის გზა ემიგრაციაში და ნამუშევარი, რომელიც მთელ ცხოვრებად ღირს

მჭედელი ოქროს საწმისის ქვეყნიდან - სპასალარის მოსწავლის გზა ემიგრაციაში და ნამუშევარი, რომელიც მთელ ცხოვრებად ღირს

მართალია, არც ხელოვნების ექსპერტი ვარ და მით უფრო, არც ცივი იარაღის, მაგრამ სილამაზის აღქმა ნამდვილად შემიძლია. როდესაც ჩემმა მეგობარმა მიხეილ ხვედელიანმა ჰოლანდიაში მცხოვრებ თავის მეგობარსა და მის შემოქმედებაზე მიამბო, მისი ნამუშევრები სასწრაფოდ მოვძებნე ინტერნეტში. რას წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთს თბილისში, ჩემს ვერანდაზე შევხვდებოდით და ინტერვიუსაც ჩავწერდით.

თბილისელი გოჩა ლაღიძე 30 წელიწადია, საზღვარგარეთ ცხოვრობს, მანამდე კი... თბილისის იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. მითხრა, მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, ხელოვნებით ასე სერიოზულად თუ დავინტერესდებოდიო.

  • სპასალარის მოსწავლე და მეგობარი

- სკოლის პერიოდშიც მქონდა ხატვის ნიჭი, მაგრამ ჩემი ნამუშევრები რომ ნახეს, დაასკვნეს, ჩემგან მხატვარი არ გამოვიდოდა. პოლიტექნიკურში გამორჩეულად მიყვარდა ხაზვა და სწორედ მხაზველობით გეომეტრიაში მქონდა ფრიადი. ამ საგანში ლექტორი მყავდა, გვარად ბაციკაძე, ერთ ნამუშევარში ორიანი დამიწერა. ალბათ, იფიქრა, რომ ნახატი სამ განზომილებაში ვერ დავინახე, არადა, სწორედ ასე უნდა დამენახა. გადაბარებაზე რომ მივედი, შეკითხვები დამისვა და... ხუთი დამიწერა - მიხვდა, რომ სწორედ ისე ვხედავდი, როგორც უნდა დამენახა.

გოლიათის აბჯარი

მანამდე კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი. იქ პედაგოგად მყავდა ჯუანშერ ჯურხაძე... (ახოვანი სპასალარი ფილმ "დიდოსტატის მარჯვენიდან", გამორჩეული ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი - ი.ხ.) ჩემი გაკეთებული ხანჯალი სკოლაში წავიღე და ბატონ ჯუანშერს ვაჩვენე. წამართვა, შენ ეს არ გჭირდებაო, მეორე დღეს კი თავისი გაკეთებული პატარა ხმალი მაჩუქა. მას შემდეგ დავმეგობრდით. მე-9 კლასში ვსწავლობდი, პირველი ჯაჭვის პერანგი რომ გავაკეთე. ჯუანშერი აღფრთოვანდა და ფარითა და სხვა ნამუშევრებით დამასაჩუქრა. ლითონის დამორჩილებაც მან მასწავლა. შინ ტყვიის გრდემლი ჰქონდა და თვალწინ ამომიჭედა ჩაჩქნის თავი. მერე იმაზე ავაგე ჩემი ჯაჭვის პერანგი. მანვე მასწავლა ლითონზე მუშაობის ესთეტიკა. ინსტიტუტიც დავამთავრე, სამხედრო სამსახურიც მოვიარე და მერე დავქორწინდი, ფული მჭირდებოდა და ის, მე-9 კლასში გაკეთებული ნივთი მშრალ ხიდზე გავყიდე. მას შემდეგ სერიოზულად დავიწყე ამ ხელობის შესწავლა. ჯანაშიას მუზეუმში დავდიოდი და ხევსურული აბჯრისა და სხვა ნამუშევრების ჩანახატებს ვაკეთებდი, შემდეგ მუზეუმის იარაღის საცავშიც შემიშვეს.

1987 წელს გავაკეთე ხევსურული აბჯარი - სრული კომპლექტი. "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორმა პაატა ნაცვლიშვილმა მამუკა ფაჩუაშვილს სტატიაც დააწერინა ჩემზე. მახსოვს, ჩემივე აბჯარი ჩამაცვეს, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ... რუსთაველზე ფოტო გადამიღეს. ამას მოჰყვა საინფორმაციო პროგრამა "ვრემიას" კორესპონდენტის სიუჟეტი, თუმცა არა სატელევიზიო, არამედ სადიპლომო ნამუშევრისთვის. შემდეგ ტელევიზიის პირველი არხის ხალხურ რედაქციაში ჩემზე გადაიღეს 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი "ჯაჭვის პერანგი", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ ჯუანშერმა მითხრა, შენზე დაწერილი სტატია ზურაბ წერეთელს მიუტანეო. მეც მივაკითხე ხელოვანს დიზაინერთა კავშირში. მაშინვე დამიკვეთა ხევსურული აბჯარი. რომ დავუმზადე, ისეთი მძიმე იყო, მამაჩემის მძღოლმა წამიყვანა. რა ღირსო, მკითხა წერეთელმა და წინასწარ მოფიქრებული თანხა - 5 ათასი მანეთი დავუსახელე. 1988 წელს ეს დიდი ფული იყო. ამის შემდეგ მთხოვა, ახლა ეს აბჯარი ორჯერ გაზარდე და ისე დამიმზადეო. გასაგები იყო, რომ მონუმენტალისტმა ხელოვანმა გაცილებით დიდი მასშტაბის ნამუშევარი მოინდომა. დავთანხმდი და იმ აბჯარს ერთი წელიწადი მოვანდომე. დამეხმარნენ ბიძები, ქარხნებშიც ვმუშაობდით, სხვაგვარად გოლიათის ხმლებს ვერ დავამზადებდით. ამ აბჯარში ბატონმა ზურამ 25 ათასი მანეთი გადამიხადა და ვიყიდე ახალი "ჟიგული-2107", კიდევ 7 ათასი მანეთი დამრჩა. 21-22 წლის ბიჭისთვის ეს ძალიან დიდი შემოსავალი იყო. ჩემი ნამუშევრები თბილისის მხატვრის სახლშიც იყო გამოფენილი, ძეგლთა დაცვის სააგენტომ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმიწვია და საგანგებოდ დაუშვა ლითონის რესტავრატორის შტატი. ორ წელიწადს ვიმუშავე, შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა... 1990-იანი წლების ომის შემდეგ ჩემი იდეალები დაიმსხვრა და საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე.

  • ემიგრაცია და... ნამუშევარი, რომელიც მთელ ცხოვრებად ღირს
პრინც მაურიც ორანელის აბჯარი

- 30 წლის განმავლობაში საოცარი გზა გავიარე. ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველებიც იბრძოდნენ, გეხსომებათ ტექსელის აჯანყება. ვფიქრობდი, რომ იქ ქართველებს გმირებად მიიჩნევდნენ, თუმცა მთლად ასეც არ აღმოჩნდა. მაგრამ მაინც გამიმართლა, ნიდერლანდური ენის შესწავლა დავიწყე. ჩემმა ენის მასწავლებელმა ტექსელის მერიაში წერილი დამაწერინა, რის შემდეგაც საზღვაო მუზეუმში გამოფენა მომაწყობინეს. შემდეგ რეკომენდაციით გამიშვეს სამეფო-საარმიო მუზეუმში და ჩემი ხევსურული იარაღიც მივიტანე, მაგრამ მითხრეს, უფრო მცირე ზომის იარაღი გააკეთე, ოღონდ ევროპულიო. 4 მინიატიურა გავაკეთე. საბედნიეროდ, იქ მომუშავე ორი სპეციალისტი ჩემნაირი აღმოჩნდა, დაბადებიდან უყვარდათ რაინდების სამყარო და იარაღი. ღია კარის დღეზეც მიმიწვიეს და ჯაჭვის პერანგის დამზადების ტექნოლოგია ვაჩვენე. ამის შემდეგ მივიღე წერილი - მეპატიჟებოდნენ ჰოლანდიის ესპანელებთან 80-წლიანი ომის მიუნსტერის ზავით დასრულების 400-წლიან იუბილეზე. იმხანად ერთ-ერთი პროვინციის ისტორიულ დედაქალაქში, იერონიმუს ბოსხის მშობლიურ ქალაქ ჰერტოგენბოსში ვცხოვრობდი. 4 მუზეუმში დიდი გამოფენები იმართებოდა. თავდაცვის სამინისტრომ შემიკვეთა იმ პრინცის აბჯრის ასლი, რომელმაც ნიდერლანდების დამოუკიდებლობას ჩაუყარა საფუძველი და ჯარი ჩამოაყალიბა. ვიცოდი, ვრისკავდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. თავდაპირველად პრინც მაურიცის მუზარადი უნდა გამეკეთებინა და თუ დააკმაყოფილებდათ, კონტრაქტის დანარჩენი ეტაპებიც გაგრძელდებოდა. იმდენად ეროვნული იყო მათთვის ის შეკვეთა, რომ დასრულების შემდეგ კურატორმა მითხრა, ეს ნამუშევარი მთელ შენს ცხოვრებად ღირსო - ანუ პარალელი რომ გავავლო, იგივე იყო, ვთქვათ, საქართველოში ქართველი ეროვნული გმირის ძეგლის გაკეთება რომ დაავალო უცხოელს და გაამართლოს. ამ შეკვეთის შემდეგ იმავე სამხედრო მუზეუმმა ახალი შეკვეთა მომცა და ასე გრძელდება დღემდე. გააგრძელეთ კითხვა