საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
100-ზე მეტი დაღუპული და ასობით დაშავებული - ისრაელის თავდასხმა ლიბანში, უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში: ისრაელის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს
100-ზე მეტი დაღუპული და ასობით დაშავებული - ისრაელის თავდასხმა ლიბანში, უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში: ისრაელის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს

ლი­ბან­ზე ის­რა­ე­ლის სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად დღეს 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 400 და­იჭ­რა, - მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლებს შო­რის ქა­ლე­ბი, ბავ­შვე­ბი და მე­დი­კო­სე­ბიც არი­ან.

ცნო­ბის­თვის, მა­ნამ­დე ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ დღეს დი­ლი­დან ლი­ბან­ში "ჰეზ­ბო­ლას“ 300 ობი­ექტს და­არ­ტყეს.

ლი­ბა­ნუ­რი მე­დი­ის ცნო­ბით, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბი რამ­დე­ნი­მე ლო­კა­ცი­ა­ზე მოხ­და, დაჭ­რი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

და­გეგ­მი­ლი იე­რი­შის შე­სა­ხებ ის­რა­ელ­მა გან­ცხა­დე­ბა წი­ნას­წარ გა­ავ­რცე­ლა. არა­ბუ­ლე­ნო­ვან გან­ცხა­დე­ბა­ში მო­სახ­ლე­ო­ბას, ავი­ა­ი­ე­რი­შის წინ, თა­ვი­ან­თი სახ­ლე­ბის და­ტო­ვე­ბის­კენ მო­უ­წო­დებ­და. ამას­თან, 60 000-მდე ავ­ტო­მა­ტუ­რი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარი გან­ხორ­ცი­ელ­და ლი­ბა­ნის მცხოვ­რებ­ლებ­თან და მათ ევა­კუ­ა­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დეს.

სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ვრცელ­დე­ბა ვი­დეო მა­სა­ლა, რო­მელ­შიც ასა­ხუ­ლია აფეთ­ქე­ბე­ბი.

  • ამას­თან, ის­რა­ელ­მა სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბას სიმ­შვი­დის­კენ მო­უ­წო­და.

"ვაღ­რმა­ვებთ თავ­დას­ხმებს ლი­ბან­ში, ქმე­დე­ბე­ბი გაგ­რძელ­დე­ბა მა­ნამ, სა­ნამ არ მი­ვაღ­წევთ ჩვენს მი­ზანს, რომ უსაფრ­თხოდ და­ვიბ­რუ­ნოთ ჩრდი­ლო­ე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში. ეს ის დღე­ე­ბია, რო­დე­საც ის­რა­ე­ლის სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წევს სიმ­შვი­დის გა­მოვ­ლე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, იოავ გა­ლან­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

100-ზე მეტი დაღუპული და ასობით დაშავებული - ისრაელის თავდასხმა ლიბანში, უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში: ისრაელის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს

100-ზე მეტი დაღუპული და ასობით დაშავებული - ისრაელის თავდასხმა ლიბანში, უკიდურესად დაძაბული ვითარება ახლო აღმოსავლეთში: ისრაელის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს

ლიბანზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დღეს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 400 დაიჭრა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

  • უწყების ცნობით, დაღუპულებს შორის ქალები, ბავშვები და მედიკოსებიც არიან.

ცნობისთვის, მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს დილიდან ლიბანში "ჰეზბოლას“ 300 ობიექტს დაარტყეს.

ლიბანური მედიის ცნობით, საჰაერო თავდასხმები რამდენიმე ლოკაციაზე მოხდა, დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დაგეგმილი იერიშის შესახებ ისრაელმა განცხადება წინასწარ გაავრცელა. არაბულენოვან განცხადებაში მოსახლეობას, ავიაიერიშის წინ, თავიანთი სახლების დატოვებისკენ მოუწოდებდა. ამასთან, 60 000-მდე ავტომატური სატელეფონო ზარი განხორციელდა ლიბანის მცხოვრებლებთან და მათ ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო მასალა, რომელშიც ასახულია აფეთქებები.

  • ამასთან, ისრაელმა საკუთარ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ვაღრმავებთ თავდასხმებს ლიბანში, ქმედებები გაგრძელდება მანამ, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს, რომ უსაფრთხოდ დავიბრუნოთ ჩრდილოეთის მოსახლეობა საკუთარ სახლებში. ეს ის დღეებია, როდესაც ისრაელის საზოგადოებას მოუწევს სიმშვიდის გამოვლენა“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.