მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭა­რა­ში, ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი გა­იხ­სნა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რე­გი­ონს ფრინ­ვე­ლებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან სტუმ­რო­ბენ. დღეს, ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ვი­ზი­ტო­რებ­სა და ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის გას­ვლი­თი ტური მო­ე­წყო სა­ხალ­ვა­შოს სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პლატ­ფორ­მა­ზე. ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბი ად­გილ­ზე გა­ეც­ნენ ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბი­სა და დარ­გოლ­ვის პრო­ცესს. გა­სარ­თობ-შე­მეც­ნე­ბი­თი ექ­სკურ­სი­ე­ბი ასე­ვე, იგე­გე­მე­ბა შუ­ამ­თის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო პლატ­ფორ­მა­სა და კოლ­ხე­თის ეროვ­ნულ პარკში. ვი­ზი­ტო­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან ტრან­სპორ­ტით, ბი­ნოკ­ლი­თა და გი­დით. გას­ვლით ტუ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლებ­მა რე­გის­ტრა­ცია ფეს­ტი­ვა­ლის ვებ-გვერ­დზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გა­ი­ა­რონ. გარ­და გას­ვლი­თი ტუ­რე­ბი­სა, ასე­ვე იგეგ­მე­ბა კონ­ფე­რენ­ცია უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით.

ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი რე­გი­ონ­ში აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ტუ­რის­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ორ­გა­ნი­ზე­ბით გა­ი­მარ­თე­ბა. ფრინ­ვე­ლებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის ტუ­რიზ­მი, რო­მე­ლიც ეკო­ტუ­რიზ­მის ერთ-ერთ პო­პუ­ლა­რულ მი­მარ­თუ­ლე­ბად იქცა, აჭა­რა­ში უდი­დეს პო­ტენ­ცი­ალს ფლობს. შავი ზღვის სა­ნა­პი­რო, კერ­ძოდ, ბა­თუ­მის შე­მო­გა­რე­ნი, "აღ­მო­სავ­ლეთ შავი ზღვის სა­მიგ­რა­ციო დე­რეფ­ნის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი, სა­დაც ყო­ველ­წლი­უ­რად 1 000 000-ზე მეტი გა­დამფრე­ნი მტა­ცე­ბე­ლი ფრინ­ვე­ლი აღი­რი­ცხე­ბა. შე­დე­გად, აჭა­რა მსოფ­ლი­ო­ში მტა­ცე­ბელ ფრინ­ველ­თა მიგ­რა­ცი­ის ერთ-ერთ უდი­დეს კო­რი­დო­რად ით­ვლე­ბა და ის, მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ად­გილ­ზეა, რის გა­მოც რე­გი­ო­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო მეტ ტუ­რისტსა და ამ დარ­გით და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მეც­ნი­ერს იზი­დავს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხი­დან.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

აჭარაში, ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში, რეგიონს ფრინველებზე დამკვირვებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ. დღეს, ფესტივალის ფარგლებში ვიზიტორებსა და ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული პირებისთვის გასვლითი ტური მოეწყო სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმაზე. ფესტივალის სტუმრები ადგილზე გაეცნენ ფრინველებზე დაკვირვებისა და დარგოლვის პროცესს. გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ასევე, იგეგემება შუამთის სადამკვირვებლო პლატფორმასა და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ვიზიტორები უზრუნველყოფილები იქნებიან ტრანსპორტით, ბინოკლითა და გიდით. გასვლით ტურებში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია ფესტივალის ვებ-გვერდზე https://batumibirdfest.com/ka უნდა გაიარონ. გარდა გასვლითი ტურებისა, ასევე იგეგმება კონფერენცია უცხოელი და ქართველი ექსპერტების ჩართულობით.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, "აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის" სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

NS