ავტორი:

როგორ "დაიპყრო" ელენე მახარაშვილმა ქართველი მაგნატის სასახლე ნიუ-იორკში - მოდელის ლაქშერული ცხოვრება ირაკლი კვირიკაძესთან დაშორების შემდეგ

როგორ "დაიპყრო" ელენე მახარაშვილმა ქართველი მაგნატის სასახლე ნიუ-იორკში - მოდელის ლაქშერული ცხოვრება ირაკლი კვირიკაძესთან დაშორების შემდეგ

ცნობილი ქართველი მსახიობები ირაკლი კვირიკაძე და ელენე მახარაშვილი დაშორდნენ. წყარო გვიყვება, რომ წყვილი დიდი ხანია, რაც ერთად აღარ არის. ელენეს წაშლილი აქვს სოციალური ქსელიდან ირაკლისთან ერთად გადაღებული ფოტოები.

მახარაშვილმა და კვირიკაძემ 2018 წელს ოფიციალურად ნიუ იორკში იქორწინეს. საქორწილო წვეულებაზე წყვილის მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენ.

  • ირაკლი კვირიკაძე საქართველოში განსაკუთრებულად პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც რეზო გიგინეიშვილმა „მძევლებში“ გეგა კობახიძის როლი ითამაშა. ბოლო ერთი წელია კი სერიალ "ცვალებად ნიშნებში" გადაიღეს. კვირიკაძე ქართველი თინეიჯერი გოგონების გულთამპყრობლად იქცა.

ელენე ამერიკაში ცხოვრობს და იქ მოღვაწეობს, თუმცა ამის შესახებ ქვევით მოგიყვებით.

2023 წლის მაისში ირაკლი კვირიკაძე მეუღლესთან დაკავშირებით Ambebi.ge-ს უყვებოდა:

"ღვინის კეთებამ გამიტაცა. ბოლო პერიოდში კორნელის უნივერსიტეტში ღვინის კურსები გავიარე. ახლა მინდა, ნელ-ნელა პრაქტიკაზე გადავიდე და ეს საქმე მსახიობობის პარალელურად ვაკეთო. ელენე, ჩემი მეუღლე ძალიან პრაგმატული და ჭკვიანი გოგოა, მასაც აგრონომიის მიმართულება აინტერესებს. ამერიკაში ფერმაში იყო წასული და კურსები გაიარა. იდეა გვაქვს, აგრონომიის მიმართულებით მომავალში ერთად ვიმუშაოთ.“

ელენე მახარაშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია მათ შორის, ვინც უცხოეთში წარმატება მოიპოვა. კარიერა თბილისში, ნინო ცქიტიშვილის სააგენტო Look Models-ში დაიწყო. მალე აზიის ქვეყნებში გაემგზავრა, შემდეგ კი სამუშაოდ პარიზში, მოგვიანებით მილანში წავიდა. ამჟამად ელენე ნიუ-იორკში, სააგენტო Next Models-ის კონტრაქტორია.

„პირველად ჟურნალ Le Figaro - ში დაიბეჭდა ჩემი ფოტო, რის გამოც ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ბევრი მოდელი იღებდა ქასთინგში მონაწილეობას. ვერც ვიფიქრებდი, მათგან მე თუ შემარჩევდნენ, მაგრამ საბედნიეროდ, ასე მოხდა. ამის შემდეგ კი იყო „Vogue”, „Elle,” – ამბობდა მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.

ნიუ-ორკში გამგზავრების შემდეგ სამსახიობო კურსებზე ჩაეწერა. მისი სამსახიობო დებიუტი ფილმ Now Is Everything-ში შედგა, სადაც ელენე ენტონი ჰოპკინსის, მადელინ ბრევერის, კამილა ლოუსა და ჯულიეტ ლაბელის გვერდით თამაშობდა. შემდეგ ელენე მახარაშვილი ბერძენი რეჟისორისა და ოპერატორის ფედონ პაპამიხაელის ახალ ნამუშევარში Light Falls-ში გადაიღეს, სადაც მთავარი როლი შეასრულა. სიუჟეტი ახალგაზრდა წყვილზე გვიყვება, რომელიც ერთ-ერთ ბერძნულ კუნძულზე დასასვენებლად ჩადის. ისინი მიტოვებულ სასტუმროს პოულობენ – განსხვავებული სამყაროების აღმოჩენა კი ახალგაზრდებს ძალადობისა და შურისძიების უწყვეტ ჯაჭვში ჩაითრევს.

ახლახანს rollingstone-მა, ამერიკაში არსებულ ერთ-ერთ კლუბზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ელენეს აქამდე უცნობი საქმიანობის შესახებ წაიკითხავთ.

"გაზაფხულის ერთ საღამოს, ქუინსის ჩიხში, სხვადასხვა ტიპის ადამიანები შეიკრიბნენ. მათ შორის იყვნენ მაღალი მოდის მოდელები, ჟურნალისტები, როკ მუსიკოსები და რამდენიმე სტუმარი, ვისაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, სად მოხვდნენ. თითოეულ მათგანს ხელში ფლაერი ეჭირა, სადაც საღამოს მისამართი და დრო ეწერა, ასევე სიტყვები “მხოლოდ მოწვევით. ასევე ხშირად ისმოდა სიტყვა „ჰენქკოკი“.

პირველი შთაბეჭდილება, რასაც კლუბი ტოვებს, არის სიდიადის განცდა. სასახლე თავდაპირველად ერთ-ერთი მაგნატისთვის ააშენეს და ის ყველაზე ძვირადღირებული კერძო სახლი გახდა, რაც კი ოდესმე გაყიდულა ბედ-სტუიში. სახლს აქვს ათი საძინებელი, ვარდების ბაღი, აუზი და ბილიარდის ოთახი — საკუთარი სიგარეტის მოსაწევი აივნით. 2018 წელს ის სტუმართმოყვარეობით ცნობილმა მაგნატმა შეიძინა საქართველოდან (საუბარია სავარაუდოდ, ბიზნესმენ თემურ უგულავაზე). თავად იქ არასოდეს გადასულა საცხოვრებლად, მაგრამ მიწვეული ჰყავდა ქართველი ხელოვანების კოლექტივი, რომელთაც უფასოდ ცხოვრება შეეძლოთ ამ სახლში. მათ შორის იყო 29 წლის მსახიობი ელენე მახარაშვილი, რომელმაც გასული წლის განმავლობაში ეს სასახლე ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ მიწისქვეშა ხელოვანთა სივრცედ აქცია.

„ეს ძალიან ნიუ-იორკული ისტორიაა,“ - ამბობს მახარაშვილი. როდესაც ისტ საიდზე სადილობდა, ადგილობრივი ბენდის Life-ის სოლიტს შეხვდა. „ის ახალ სინგლს უშვებდა და ადგილის ძიებაში იყო, მე კი სახლი შევთავაზე. რომ შემოვიდა, თქვა: "დედა, ამ ადგილზე ვგიჟდები.“ ეს გასულ ზამთარს მოხდა — 300 ადამიანი მოვიდა. სრული აურზაური იყო, მაგრამ პოზიტიურად. ამის შემდეგ, აღარაფერი დაგვიგეგმავს, ხალხმა უბრალოდ, გიჟივით დაიწყო ჩვენთან დაკავშირება.“

ჰანქოკი მართლაც მყუდრო და ენერგიული ადგილია! აქ ბევრი საინტერესო ღონისძიება იმართება, როგორიცაა თეატრალური წარმოდგენები, პოეზიის საღამოები და როკ კონცერტები.

კლუბში მისულ სტუმრებს, გარდა ბურგერებისა, ჭაჭითაც უმასპინძლდებიან, ეს ერთ-ერთი ქართული ალკოჰოლური სასმელია, რომელიც ატმოსფეროს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს.

მახარაშვილი ახერხებს, რომ იმ საღამოს ღონისძიება განსხვავებული იყოს. „ჰენქოკი“ საინტერესო და მრავალფეროვანია! ელენემ წარმატებით შეძლო შეეეკრიბა განსხვავებული ადამიანები.“ - წერს გამოცემა.

წაიკითხეთ ასევე: