საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი დანახვაც არ მინდა... მე არ მოვწონდი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ არ მოვწონდი... მინდა, დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს, როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - კესარია აბრამიძის და
"მისი დანახვაც არ მინდა... მე არ მოვწონდი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ არ მოვწონდი... მინდა, დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს, როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - კესარია აბრამიძის და

მოკ­ლუ­ლი ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის და, ანა აბ­რა­მი­ძე რუს­თა­ვი 2-თან, PS-თან სა­უბ­რობს დის შე­სა­ხებ.

"ყო­ველ­თვის უნ­დო­და ჩემს დას, რომ წა­ვეყ­ვა­ნე სად­მე გა­და­ცე­მა­ში, გვე­სა­უბ­რა ჩვენს დო­ბა­ზე და ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ახლა, ამ პო­ზი­ცი­ა­ში მი­წევს ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან სა­უ­ბა­რი. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი იყო ცხოვ­რე­ბა­ში, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ მას რამე და­ე­მარ­თე­ბო­და", - ამ­ბობს კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის და.

  • ის ასე­ვე სა­უბ­რობს მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის, ბექა ჯა­ი­ა­ნის შე­სა­ხებ:

"მისი და­ნახ­ვაც არ მინ­და... მის სა­ხელ­საც კი არ ვახ­სე­ნებ. მე არ მოვ­წონ­დი და ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ხა­რია, რომ არ მოვ­წონ­დი. გა­ვი­გე, რომ არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა და უნდა ვთქვა, რომ არა­ნა­ი­რი გან­ცხა­დე­ბა არ გა­მი­კე­თე­ბია, არც მისი სიკ­ვდი­ლი მინ­და. მინ­და, რომ ძა­ლი­ან დიდ­ხანს იცხოვ­როს, გა­ი­აზ­როს რო­გო­რი ადა­მი­ა­ნი გა­მო­აკ­ლდა სამ­ყა­როს" - ამ­ბობს ანა აბ­რა­მი­ძე.

  • ცნო­ბის­თვის, ტრანსგენ­დე­რი ქალი, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოკ­ლეს. მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 26 წლის ბექა ჯა­ი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე დღეს, 22 სექ­ტემ­ბერს დაკ­რძა­ლეს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"მისი დანახვაც არ მინდა... მე არ მოვწონდი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ არ მოვწონდი... მინდა, დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს, როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - კესარია აბრამიძის და

"მისი დანახვაც არ მინდა... მე არ მოვწონდი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ არ მოვწონდი... მინდა, დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს, როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - კესარია აბრამიძის და

მოკლული ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის და, ანა აბრამიძე რუსთავი 2-თან, PS-თან საუბრობს დის შესახებ.

"ყოველთვის უნდოდა ჩემს დას, რომ წავეყვანე სადმე გადაცემაში, გვესაუბრა ჩვენს დობაზე და ძალიან ვწუხვარ, რომ ახლა, ამ პოზიციაში მიწევს ტელევიზიასთან საუბარი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ცხოვრებაში, ვერ წარმომედგინა, რომ მას რამე დაემართებოდა", - ამბობს კესარია აბრამიძის და.

  • ის ასევე საუბრობს მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის შესახებ:

"მისი დანახვაც არ მინდა... მის სახელსაც კი არ ვახსენებ. მე არ მოვწონდი და ყველაზე მეტად მიხარია, რომ არ მოვწონდი. გავიგე, რომ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება და უნდა ვთქვა, რომ არანაირი განცხადება არ გამიკეთებია, არც მისი სიკვდილი მინდა. მინდა, რომ ძალიან დიდხანს იცხოვროს, გაიაზროს როგორი ადამიანი გამოაკლდა სამყაროს" - ამბობს ანა აბრამიძე.

  • ცნობისთვის, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს. ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კესარია აბრამიძე დღეს, 22 სექტემბერს დაკრძალეს.