48 წლის მამაკაცი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში თვეზე მეტია ეძებდნენ, ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
guria.tv-ის ინფორმაციით, ცხედარი მეზობელმა ტყეში წაბლის შეგროვების დროს იპოვა. სავარაუდოდ, მას გარეული მხეცების კვალი ატყვია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
მამაკაცს, რომელსაც შშმ პირის სტატუსი ჰქონდა, ოჯახი და ახლობლები აგვისტოს დასაწყისიდან ეძებდნენ.