ავტორი:

კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

კესარია აბრამიძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, სამოქალაქო პირები და მათთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც.

ინფორმაციისთვის, თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში რამდენიმე დღის წინ მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.

ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.