Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით" - დიმიტრი პესკოვი
"დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით" - დიმიტრი პესკოვი

და­სავ­ლე­თი შე­პყრო­ბი­ლია რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან უკა­ნას­კნელ უკ­რა­ი­ნე­ლამ­დე ბრძო­ლის იდე­ით, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრესს­პი­კე­რი, დი­მიტ­რი პეს­კო­ვი ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კი­ე­ვის­თვის რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში სა­რა­კე­ტო დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ეს­კა­ლა­ცი­ის­კენ მი­მა­ვა­ლი წი­თე­ლი ხაზი არ გახ­დე­ბა.

„უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ისი­ნი შე­პყრო­ბილ­ნი არი­ან ჩვენ­თან უკა­ნას­კნელ უკ­რა­ი­ნე­ლამ­დე ბრძო­ლის იდე­ით. ეს აკ­ვი­ა­ტე­ბა ყვე­ლა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იჩენს თავს“, - აღ­ნიშ­ნა პეს­კოვ­მა.

ცნო­ბის­თვის, ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, იენს სტოლ­ტენ­ბერ­გი გა­მო­ცე­მა Times-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის გაფრ­თხი­ლე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ და­სავ­ლე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის მის მიერ მი­წო­დე­ბუ­ლი ია­რა­ღით რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ის სიღ­რმე­ში დარ­ტყმე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ნიშ­ნავს, რომ და­სავ­ლე­თი პირ­და­პირ ებ­რძვის რუ­სეთს. იენს სტოლ­ტენ­ბერ­გის გან­ცხა­დე­ბით, უკ­რა­ი­ნის­თვის ამ უფ­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა ეს­კა­ლა­ცი­ის გა­მომ­წვევ წი­თელ ხა­ზად არ იქ­ცე­ვა.

ავტორი:

"დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით" - დიმიტრი პესკოვი

"დასავლეთი შეპყრობილია რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით" - დიმიტრი პესკოვი

დასავლეთი შეპყრობილია რუსეთის ფედერაციასთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით, - ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ კიევისთვის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ესკალაციისკენ მიმავალი წითელი ხაზი არ გახდება.

„უპირველეს ყოვლისა, ისინი შეპყრობილნი არიან ჩვენთან უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლის იდეით. ეს აკვიატება ყველაში განსხვავებულად იჩენს თავს“, - აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გამოცემა Times-თან ინტერვიუში გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გაფრთხილებას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელების უფლების მინიჭება ნიშნავს, რომ დასავლეთი პირდაპირ ებრძვის რუსეთს. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინისთვის ამ უფლების მინიჭება ესკალაციის გამომწვევ წითელ ხაზად არ იქცევა.