მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეუღლეს დაშორდა და ახალგაზრდა ქართველზე დაქორწინდა: როგორ ცხოვრობს ახლა მოხუცი გულთამპყრობელი ალექსანდრე გორდონი, რომლის ხუთი ცოლიდან ორი ქართველია
მეუღლეს დაშორდა და ახალგაზრდა ქართველზე დაქორწინდა: როგორ ცხოვრობს ახლა მოხუცი გულთამპყრობელი ალექსანდრე გორდონი, რომლის ხუთი ცოლიდან ორი ქართველია

რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და რე­ჟი­სო­რი ალექ­სან­დრ გორ­დო­ნი ცნო­ბი­ლი პი­როვ­ნე­ბაა, რომ­ლის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის მე­დი­ის გან­ხილ­ვის სა­გა­ნია. გორ­დონს ხუთი ცოლი ჰყავ­და, სა­ი­და­ნაც მე­ო­რე და მე­ხუ­თე ცო­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი იყ­ვნენ. მისი რო­მა­ნე­ბი მუდ­მი­ვად ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო, რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტი ყო­ველ­თვის ახალ­გაზ­რდებს ირ­ჩევ­და

ალექ­სან­დრე გორ­დო­ნი პირ­ვე­ლად სტუ­დენ­ტო­ბის ასაკ­ში და­ქორ­წინ­და. მისი რჩე­უ­ლი, მა­რია ბერ­დნი­კო­ვა, ასე­ვე სტუ­დენ­ტი იყო, თუმ­ცა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის. მალე წყვილს ქა­ლიშ­ვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

პირ­ვე­ლი ცოლი

რო­დე­საც ალექ­სან­დრე გორ­დო­ნი უკე­თე­სი ცხოვ­რე­ბის ძი­ე­ბა­ში აშშ-ში გა­ემ­გზავ­რა, მა­რია მას გაჰ­ყვა. თუმ­ცა, სა­ზღვარ­გა­რეთ კარ­გი სამ­სა­ხუ­რი ვერ იპო­ვა და თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ამ­ბი­ცი­ურ კურსდამ­თავ­რე­ბულს უწევ­და ელექტრი­კო­სად, კონ­დი­ცი­ო­ნე­რე­ბის შემ­კე­თებ­ლად და კუ­რი­ე­რად მუ­შა­ო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­უ­მარ­თლა: გორ­დო­ნი ტე­ლე­ა­კა­დე­მი­ა­ში მოხ­ვდა და ნიუ-იორკში რუსი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ ამე­რი­კულ ტე­ლე­არხზე და­საქმდა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­რი­ა­მაც და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა რუ­სუ­ლე­ნო­ვან ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში.

  • რვაწ­ლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, გორ­დონ­მა გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა, რად­გან ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ეწ­ვია აშშ-ში მცხოვ­რე­ბი ნანა კიკ­ნა­ძის სა­ხით, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ა­ში გა­იც­ნო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნანა და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო, ამას გორ­დო­ნის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია.

გორ­დონ­მა ნა­ნა­ზე იმ­დე­ნად იმოქ­მე­და, რომ ქალი მე­უღ­ლეს გა­შორ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ალექ­სან­დრე მას და­ქორ­წი­ნე­ბას სთა­ვა­ზობ­და, ნა­ნამ ქორ­წი­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ფორ­მე­ბა არ ისურ­ვა. შე­საძ­ლოა, მას ეს­მო­და, რომ მათი რო­მა­ნი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დე­ბო­და, ან არ სურ­და კონ­ფლიქ­ტი ყო­ფილ მე­უღ­ლეს­თან, რად­გან სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავ­და.

ქარ­თვე­ლი ნანა კიკ­ნა­ძე

ნანა მოგ­ვი­ა­ნე­ბით იხ­სე­ნებ­და, რომ გორ­დო­ნი ძა­ლი­ან ეჭ­ვი­ა­ნი და მე­სა­კუთ­რე იყო. ქალს ხში­რად სთა­ვა­ზობ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რეკ­ლა­მებ­სა და ფილ­მებ­ში, მაგ­რამ გორ­დო­ნი პრო­ექ­ტებ­ზე უა­რის თქმას აი­ძუ­ლებ­და, რად­გან თვლი­და, რომ ეს შე­თა­ვა­ზე­ბე­ბი მისი სი­ლა­მა­ზი­სა და ნი­ჭის ღირ­სი არ იყო. მან სცა­და ნა­ნას­თვის თა­ვად და­ე­წე­რა ფილ­მის სცე­ნა­რი, მაგ­რამ გა­და­ღე­ბე­ბამ­დე საქ­მე არ მი­სუ­ლა.

  • გარ­და ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი­სა, გორ­დონს ხში­რად არ მოს­წონ­და, რომ ნანა სამ­შობ­ლო­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში, თბი­ლის­ში ჩა­დი­ო­და. ერთ-ერთი ასე­თი ვი­ზი­ტის შემ­დეგ, წყვი­ლი და­შორ­და. 7-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­ნას კა­რი­ე­რა აღ­მავ­ლო­ბის გზას და­ად­გა – დღეს იგი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, პრო­დი­უ­სე­რი და მო­დე­ლია.

1990-იანი წლე­ბის ბო­ლოს რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, ალექ­სან­დრე გორ­დონ­მა ად­გი­ლობ­რივ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში კა­რი­ე­რა და­ი­წყო და ნელ-ნელა პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა.

2006 წელს გორ­დონ­მა მე­სა­მედ (ოფი­ცი­ა­ლუ­რად მე­ო­რედ) იქორ­წი­ნა. მისი ახა­ლი რჩე­უ­ლი ცნო­ბი­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი, მუ­სი­კო­სი და პო­ე­ტი კა­ტია გორ­დო­ნი (და­ბა­დე­ბით პრო­კო­ფი­ე­ვა) გახ­და, რო­მე­ლიც რეს­ტო­რან­ში გა­იც­ნო. ქორ­წი­ნე­ბის დროს ალექ­სან­დრე 37 წლის იყო, კა­ტია კი – 20 წლის.

ეს ურ­თი­ერ­თო­ბაც სა­ბო­ლო­ოდ და­სას­რუ­ლის­კენ წა­ვი­და. კა­ტია გორ­დო­ნის მა­მამ ვერ მი­ი­ღო, ხოლო ალექ­სან­დრე ამ და­ვა­ში მა­მის მხა­რეს იყო. გო­გო­ნას თქმით, ოჯა­ხურ ბედ­ნი­ე­რე­ბას ალექ­სან­დრეს ალ­კოჰო­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი ხელს უშ­ლი­და, რა­საც რო­გორც მა­მა­მი­სი, ასე­ვე გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი ახა­ლი­სებ­დნენ. ქორ­წი­ნე­ბამ ექ­ვსი წელი გას­ტა­ნა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ და­შორ­დნენ.

იმ დრო­ის­თვის ალექ­სან­დრე გა­და­ცე­მა­ში "მა­მა­კა­ცე­ბი/ქა­ლე­ბი" მუ­შა­ობ­და, ხოლო ეკა­ტე­რი­ნა გა­და­ცე­მის გუნდს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და იმა­ში, რომ მათ მისი ქმრის ალ­კოჰო­ლიზ­მთან ბრძო­ლა­ში არა­ნა­ი­რი მცდე­ლო­ბა არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ათ.

კა­ტია გორ­დონ­თან ერ­თად

ალექ­სან­დრეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­სა­მე ცოლი გახ­და 18 წლის სტუ­დენ­ტი ნინა შჩი­პი­ლო­ვა, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის მას­ზე 30 წლით უმ­ცრო­სი იყო. ეს ქორ­წი­ნე­ბა ძა­ლი­ან მალე, ორი წლის შემ­დეგ და­ინ­გრა. რო­გორც ყო­ფი­ლი ცოლი ამ­ბობ­და, მი­ზე­ზი ალექ­სან­დრეს ღა­ლა­ტი იყო, რაც უსა­ფუძ­ვლო ეჭვი ნამ­დვი­ლად არ იყო – გან­ქორ­წი­ნე­ბამ­დე ერთი წლით ადრე გორ­დონს შვი­ლი შე­ე­ძი­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი საყ­ვარ­ლის­გან, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რად აღი­ა­რა.

ნინა შჩი­პი­ლო­ვა

ალექ­სან­დრე დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა მარ­ტო. ნი­ნას­თან გან­ქორ­წი­ნე­ბი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ერთი წლის შემ­დეგ, მან ისევ იქორ­წი­ნა, და ამ­ჯე­რად მისი არ­ჩე­ვა­ნი უჩ­ვე­უ­ლო იყო. ტე­ლე­მეტ­რი ტა­ჯი­კელ ლა­მაზ­მან­ზე, ნო­ზა­ნინ აბ­დულ­ვა­სი­ე­ვა­ზე და­ქორ­წინ­და.

20 წლის ნო­ზა­ნი­ნი­ნი­ჭი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი იყო. ის მო­ნა­წი­ლე­ობ­და რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ფილმში. გორ­დონ­მა ის 18 წლის ასაკ­ში გა­იც­ნო, მისი ბა­ბუ­ის, ცნო­ბი­ლი საბ­ჭო­თა-რუსი რე­ჟი­სო­რის, ვა­ლე­რი ახა­დო­ვის მეშ­ვე­ო­ბით.

ნო­ზა­ნი­ნის ბა­ბუ­ამ მხა­რი და­უ­ჭი­რა მის ქორ­წი­ნე­ბას გორ­დონ­თან, თვლი­და, რომ გორ­დო­ნი სე­რი­ო­ზუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, მი­უ­ხე­და­ვად მისი წარ­სუ­ლი­სა.

ტა­ჯიკ ლა­მაზ­მან­თან ერ­თად

გორ­დონ­სა და ნო­ზა­ნინს ორი ვაჟი შე­ე­ძი­ნათ – ფე­დია და საშა, მაგ­რამ მათი ქორ­წი­ნე­ბა ექ­ვსი წლის შემ­დეგ მა­ინც დას­რულ­და, ნო­ზა­ნინ­მა თა­ვად მო­ი­თხო­ვა გან­ქორ­წი­ნე­ბა. ჭო­რე­ბის თა­ნახ­მად, გორ­დონ­მა ვერც ამ ქორ­წი­ნე­ბა­ში შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ერ­თგუ­ლე­ბა და ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­ა­ბა თა­ვის თა­ნა­წამ­ყვან იუ­ლია ბა­რა­ნოვ­სკა­ი­ას­თან.

2022 წელს გორ­დონ­მა კი­დევ ერთხელ იქორ­წი­ნა. ამ­ჯე­რად მისი რჩე­უ­ლი 20 წლის სტუ­დენ­ტი სო­ფია კა­ლან­და­ძე გახ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ფია კა­ლან­და­ძე ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა იყო, 20 წლის ასაკ­ში ის უკვე იყო ქორ­წი­ნე­ბა­ში და ქა­ლის­თვი­ას გორ­დო­ნი მე­ო­რე ქმა­რი გახ­ლდათ.

ალექ­სან­დრე გორ­დონ­მა სო­ფი­ას­თან ჯვა­რი და­ი­წე­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ კი­დევ სურს შვი­ლე­ბის ყოლა, მაგ­რამ მისი ახ­ლობ­ლე­ბიც და კო­ლე­გე­ბიც არ არი­ან დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ ეს კავ­ში­რი სა­ბო­ლოო და მა­რა­დი­უ­ლი იქ­ნე­ბა.

ქარ­თვე­ლი სო­ფია კა­ლან­და­ძე

გორ­დონს ყო­ველ­თვის 18-20 წლის ასა­კის ქა­ლე­ბი იზი­დავს, რაც მის ირ­გვლივ ხში­რად ხუმ­რო­ბი­სა და ირო­ნი­ის მი­ზე­ზი ხდე­ბა. "ინ­ტე­რე­სით ვე­ლით, რო­გო­რი იქ­ნე­ბა მისი მე­ექ­ვსე ცოლი – კვლავ 20 წლის?" – ამ­ბო­ბენ მისი მე­გობ­რე­ბი.

გორ­დო­ნის სა­ი­დუმ­ლო, რის გა­მოც ახალ­გაზ­რდა ქა­ლე­ბი მას­თან ქორ­წი­ნე­ბას თან­ხმდე­ბი­ან, ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ არის. მის მფლო­ბე­ლო­ბა­შია მხო­ლოდ ერთი ბინა და ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლი. გარ­და ამი­სა, მისი შე­მო­სავ­ლის ნა­ხე­ვა­რი ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბის ალი­მენტზე მი­დის, რად­გან მას რამ­დე­ნი­მე შვი­ლი ჰყავს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუჯა
3

ჭკვიანია ქართველ ქალებს აბედნიერებს

ქეთა
4

უკაცრავად, გორდონმა, რომელიც იუდეველია, ჯვარი როგორ დაიწერა, ქრისტიანულ სარწმუნოებაზე გადავიდა, მოინათლა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

მეუღლეს დაშორდა და ახალგაზრდა ქართველზე დაქორწინდა: როგორ ცხოვრობს ახლა მოხუცი გულთამპყრობელი ალექსანდრე გორდონი, რომლის ხუთი ცოლიდან ორი ქართველია

მეუღლეს დაშორდა და ახალგაზრდა ქართველზე დაქორწინდა: როგორ ცხოვრობს ახლა მოხუცი გულთამპყრობელი ალექსანდრე გორდონი, რომლის ხუთი ცოლიდან ორი ქართველია

რუსი ტელეწამყვანი და რეჟისორი ალექსანდრ გორდონი ცნობილი პიროვნებაა, რომლის პირადი ცხოვრება ყოველთვის მედიის განხილვის საგანია. გორდონს ხუთი ცოლი ჰყავდა, საიდანაც მეორე და მეხუთე ცოლები ქართველები იყვნენ. მისი რომანები მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, რადგან ჟურნალისტი ყოველთვის ახალგაზრდებს ირჩევდა

ალექსანდრე გორდონი პირველად სტუდენტობის ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული, მარია ბერდნიკოვა, ასევე სტუდენტი იყო, თუმცა ლიტერატურული ინსტიტუტის. მალე წყვილს ქალიშვილი შეეძინა.

პირველი ცოლი

როდესაც ალექსანდრე გორდონი უკეთესი ცხოვრების ძიებაში აშშ-ში გაემგზავრა, მარია მას გაჰყვა. თუმცა, საზღვარგარეთ კარგი სამსახური ვერ იპოვა და თეატრალური ინსტიტუტის ამბიციურ კურსდამთავრებულს უწევდა ელექტრიკოსად, კონდიციონერების შემკეთებლად და კურიერად მუშაობა. მიუხედავად ამისა, გაუმართლა: გორდონი ტელეაკადემიაში მოხვდა და ნიუ-იორკში რუსი ემიგრანტებისთვის განკუთვნილ ამერიკულ ტელეარხზე დასაქმდა. მოგვიანებით, მარიამაც დაიწყო მუშაობა რუსულენოვან ტელევიზიაში.

  • რვაწლიანი ქორწინების შემდეგ, გორდონმა განქორწინება გადაწყვიტა, რადგან ახალი სიყვარული ეწვია აშშ-ში მცხოვრები ნანა კიკნაძის სახით, რომელიც ეკლესიაში გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ნანა დაქორწინებული იყო, ამას გორდონისთვის ხელი არ შეუშლია.

გორდონმა ნანაზე იმდენად იმოქმედა, რომ ქალი მეუღლეს გაშორდა. მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე მას დაქორწინებას სთავაზობდა, ნანამ ქორწინების ოფიციალური გაფორმება არ ისურვა. შესაძლოა, მას ესმოდა, რომ მათი რომანი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ან არ სურდა კონფლიქტი ყოფილ მეუღლესთან, რადგან საერთო შვილი ჰყავდა.

ქართველი ნანა კიკნაძე

ნანა მოგვიანებით იხსენებდა, რომ გორდონი ძალიან ეჭვიანი და მესაკუთრე იყო. ქალს ხშირად სთავაზობდნენ მონაწილეობას რეკლამებსა და ფილმებში, მაგრამ გორდონი პროექტებზე უარის თქმას აიძულებდა, რადგან თვლიდა, რომ ეს შეთავაზებები მისი სილამაზისა და ნიჭის ღირსი არ იყო. მან სცადა ნანასთვის თავად დაეწერა ფილმის სცენარი, მაგრამ გადაღებებამდე საქმე არ მისულა.

  • გარდა ეჭვიანობის სცენებისა, გორდონს ხშირად არ მოსწონდა, რომ ნანა სამშობლოში, საქართველოში, თბილისში ჩადიოდა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის შემდეგ, წყვილი დაშორდა. 7-წლიანი ურთიერთობის დასრულების შემდეგ ნანას კარიერა აღმავლობის გზას დაადგა – დღეს იგი ცნობილი მსახიობი, ტელეწამყვანი, პროდიუსერი და მოდელია.

1990-იანი წლების ბოლოს რუსეთში დაბრუნების შემდეგ, ალექსანდრე გორდონმა ადგილობრივ ტელევიზიაში კარიერა დაიწყო და ნელ-ნელა პოპულარობა მოიპოვა.

2006 წელს გორდონმა მესამედ (ოფიციალურად მეორედ) იქორწინა. მისი ახალი რჩეული ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მუსიკოსი და პოეტი კატია გორდონი (დაბადებით პროკოფიევა) გახდა, რომელიც რესტორანში გაიცნო. ქორწინების დროს ალექსანდრე 37 წლის იყო, კატია კი – 20 წლის.

ეს ურთიერთობაც საბოლოოდ დასასრულისკენ წავიდა. კატია გორდონის მამამ ვერ მიიღო, ხოლო ალექსანდრე ამ დავაში მამის მხარეს იყო. გოგონას თქმით, ოჯახურ ბედნიერებას ალექსანდრეს ალკოჰოლისადმი სიყვარული ხელს უშლიდა, რასაც როგორც მამამისი, ასევე გარშემომყოფები ახალისებდნენ. ქორწინებამ ექვსი წელი გასტანა, მაგრამ საბოლოოდ დაშორდნენ.

იმ დროისთვის ალექსანდრე გადაცემაში "მამაკაცები/ქალები" მუშაობდა, ხოლო ეკატერინა გადაცემის გუნდს ადანაშაულებდა იმაში, რომ მათ მისი ქმრის ალკოჰოლიზმთან ბრძოლაში არანაირი მცდელობა არ გამოუჩენიათ.

კატია გორდონთან ერთად

ალექსანდრეს ოფიციალური მესამე ცოლი გახდა 18 წლის სტუდენტი ნინა შჩიპილოვა, რომელიც იმ დროისთვის მასზე 30 წლით უმცროსი იყო. ეს ქორწინება ძალიან მალე, ორი წლის შემდეგ დაინგრა. როგორც ყოფილი ცოლი ამბობდა, მიზეზი ალექსანდრეს ღალატი იყო, რაც უსაფუძვლო ეჭვი ნამდვილად არ იყო – განქორწინებამდე ერთი წლით ადრე გორდონს შვილი შეეძინა ჟურნალისტი საყვარლისგან, რომელიც შემდგომში ოფიციალურად აღიარა.

ნინა შჩიპილოვა

ალექსანდრე დიდხანს არ დარჩენილა მარტო. ნინასთან განქორწინებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, მან ისევ იქორწინა, და ამჯერად მისი არჩევანი უჩვეულო იყო. ტელემეტრი ტაჯიკელ ლამაზმანზე, ნოზანინ აბდულვასიევაზე დაქორწინდა.

20 წლის ნოზანინინიჭიერი მსახიობი იყო. ის მონაწილეობდა რამდენიმე ცნობილ ფილმში. გორდონმა ის 18 წლის ასაკში გაიცნო, მისი ბაბუის, ცნობილი საბჭოთა-რუსი რეჟისორის, ვალერი ახადოვის მეშვეობით.

ნოზანინის ბაბუამ მხარი დაუჭირა მის ქორწინებას გორდონთან, თვლიდა, რომ გორდონი სერიოზული ადამიანი იყო, მიუხედავად მისი წარსულისა.

ტაჯიკ ლამაზმანთან ერთად

გორდონსა და ნოზანინს ორი ვაჟი შეეძინათ – ფედია და საშა, მაგრამ მათი ქორწინება ექვსი წლის შემდეგ მაინც დასრულდა, ნოზანინმა თავად მოითხოვა განქორწინება. ჭორების თანახმად, გორდონმა ვერც ამ ქორწინებაში შეინარჩუნა ერთგულება და ახალი ურთიერთობა გააბა თავის თანაწამყვან იულია ბარანოვსკაიასთან.

2022 წელს გორდონმა კიდევ ერთხელ იქორწინა. ამჯერად მისი რჩეული 20 წლის სტუდენტი სოფია კალანდაძე გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ სოფია კალანდაძე ძალიან ახალგაზრდა იყო, 20 წლის ასაკში ის უკვე იყო ქორწინებაში და ქალისთვიას გორდონი მეორე ქმარი გახლდათ.

ალექსანდრე გორდონმა სოფიასთან ჯვარი დაიწერა და აღნიშნა, რომ კიდევ სურს შვილების ყოლა, მაგრამ მისი ახლობლებიც და კოლეგებიც არ არიან დარწმუნებული, რომ ეს კავშირი საბოლოო და მარადიული იქნება.

ქართველი სოფია კალანდაძე

გორდონს ყოველთვის 18-20 წლის ასაკის ქალები იზიდავს, რაც მის ირგვლივ ხშირად ხუმრობისა და ირონიის მიზეზი ხდება. "ინტერესით ველით, როგორი იქნება მისი მეექვსე ცოლი – კვლავ 20 წლის?" – ამბობენ მისი მეგობრები.

გორდონის საიდუმლო, რის გამოც ახალგაზრდა ქალები მასთან ქორწინებას თანხმდებიან, ფინანსური მდგომარეობაში არ არის. მის მფლობელობაშია მხოლოდ ერთი ბინა და ერთი ავტომობილი. გარდა ამისა, მისი შემოსავლის ნახევარი ყოფილი ცოლების ალიმენტზე მიდის, რადგან მას რამდენიმე შვილი ჰყავს.