მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიკვდილამდე კესარიამ მომწერა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?" - რას იხსენებს ბექა ჯაიანის დედა?
"სიკვდილამდე კესარიამ მომწერა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?" - რას იხსენებს ბექა ჯაიანის დედა?

კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნის დედა პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს. ამ­ბობს, რომ კე­სა­რი­ას მკვლე­ლო­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ესა­უბ­რა, რა დრო­საც გა­ი­გო, რომ ქალი მის შვილს ცო­ლად მოჰ­ყავ­და.

"ეს იყო დიდი შოკი მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო კე­სა­რი­ას დე­დას და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო. არა­ვის არ უნდა უკ­ლავ­დნენ შვილს. ბო­დიშს ვუხ­დი მას. მე ორი­ვეს ვტი­რი, რო­გორც კე­სოს, ისე ბე­ქას. რაც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, სი­ცო­ცხლის გა­სა­მარ­თლე­ბა გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი სა­ბუ­თი არ არის. უნდა და­ი­სა­ჯოს მკვლე­ლი. ბე­ქას­გან მიკ­ვირს, რომ ასე­თი სი­სას­ტი­კე ჩა­ი­დი­ნა, თუმ­ცა მას გა­მარ­თლე­ბა არ აქვს.

ბექა 18 სექ­ტემ­ბერს დი­ლით ვნა­ხე, პი­რად დაც­ვა­ში მუ­შა­ობ­და. მას სურ­და ბე­ქას რომ ცო­ლად მო­ეყ­ვა­ნა. მომ­წე­რა კე­სა­რი­ამ სიკ­ვდი­ლამ­დე, შენს შვილს ცო­ლად მოვ­ყა­ვა­რო და თა­ნახ­მა ხარო?" - ამ­ბობს ბექა ჯა­ი­ა­ნის დედა "ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

ბექა ჯა­ი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რით ადრე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს და ბრალ­დე­ბულს პი­რად სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ და აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ."ბექა ჯა­ი­ან­მა 18 სექ­ტემ­ბერს, სა­ბურ­თა­ლო­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში გა­საშ­ლე­ლი დანა შე­ი­ძი­ნა, რის შემ­დე­გაც აბ­რა­მი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა გა­ნიზ­რა­ხა. ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე შეხ­ვედ­რა­ზე მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­ი­თან­ხმა.

ბრალ­დე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, 19:10 სა­ათ­ზე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მი­ვი­და, იქვე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი შე­ი­ძი­ნა და სახ­ლში ავი­და. ჯა­ი­ან­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, მის მე­გო­ბარ ქალს ჯერ ხელი და­არ­ტყა, ხოლო შემ­დეგ და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა კი­ბე­ე­ბით და­ტო­ვა და იქვე, ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში მი­ვი­და, მხო­ლოდ სის­ხლი­ა­ნი მა­ი­სუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა, ჯერ ტაქ­სით მი­ვი­და მეტ­რომ­დე, შემ­დეგ მეტ­რო­თი იმ­გზავ­რა და კვლავ ტაქ­სის მეშ­ვე­ო­ბით თბი­ლი­სი და­ტო­ვა. ის სე­ნა­კის­კენ მი­მა­ვა­ლი, კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს“, - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"სიკვდილამდე კესარიამ მომწერა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?" - რას იხსენებს ბექა ჯაიანის დედა?

"სიკვდილამდე კესარიამ მომწერა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?" - რას იხსენებს ბექა ჯაიანის დედა?

კესარია აბრამიძის მკვლელობისთვის ბრალდებული ბექა ჯაიანის დედა პირველ კომენტარს აკეთებს. ამბობს, რომ კესარიას მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ესაუბრა, რა დროსაც გაიგო, რომ ქალი მის შვილს ცოლად მოჰყავდა.

"ეს იყო დიდი შოკი მინდა მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო. არავის არ უნდა უკლავდნენ შვილს. ბოდიშს ვუხდი მას. მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს, ისე ბექას. რაც არ უნდა ყოფილიყო, სიცოცხლის გასამართლება გასამართლებელი საბუთი არ არის. უნდა დაისაჯოს მკვლელი. ბექასგან მიკვირს, რომ ასეთი სისასტიკე ჩაიდინა, თუმცა მას გამართლება არ აქვს.

ბექა 18 სექტემბერს დილით ვნახე, პირად დაცვაში მუშაობდა. მას სურდა ბექას რომ ცოლად მოეყვანა. მომწერა კესარიამ სიკვდილამდე, შენს შვილს ცოლად მოვყავარო და თანახმა ხარო?" - ამბობს ბექა ჯაიანის დედა "ნოდარ მელაძის შაბათთან" ინტერვიუში.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ."ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.

ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

წაიკითხეთ ასევე: