სამხრეთ კაროლინაში, 13 წლის განმავლობაში, პირველი პატიმარი დასაჯეს სიკვდილით.
გოლდენგის თქმით, იგი პოლიციის მხრიდან ზეწოლას განიცდიდა და სწორედ ამიტომ დააბრალა დანაშაული ოუენსს.
"შეიძლება სიმართლის თქმისთვის მომკლან, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ფრედი იქ არ იყო. ვიცი, რომ მას სიკვდილით 20 სექტემბერს დასჯიან... არ მინდა, იმ საქციელისთვის აგოს პასუხი, რაც არ ჩაუდენია. მინდა სუფთა სინდისი მქონდეს." - განაცხადა მან.
გოლდენგის აღიარების შემდეგ, სასამართლომ ოუენსის სიკვდილით დასჯა შეაჩერა.
"სამხრეთ კაროლინა სიკვდილით არ სჯის იმ ადამიანს, რომელსაც დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენ გავაგრძელებთ მისტერ ოუენსის ადვოკატირებას" - განაცხადა მოსამართლემ.
ოუენსის ადვოკატებმა რამდენჯერმე სცადეს მისი სიკვდილით დასჯის შეჩერება, მათ შორის ორჯერ სექტემბერში. მაგრამ სასამართლომ უარყო თითოეული მოთხოვნა. მოსამართლის თქმით, პრეტენზიები არ შეესაბამება მის სასამართლო პროცესზე მიღებულ ჩვენებებს.
ჟურნალისტებმა, რომლებიც სიკვდილით დასჯას ესწრებოდნენ, განაცხადეს, რომ გარდაცვლილი გამყიდველის ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.