საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება ვიდეო, როგორ ყრიან სახურავიდან პალესტინელების ცხედრებს - უმძიმეს კადრებზე ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო
ვრცელდება ვიდეო, როგორ ყრიან სახურავიდან პალესტინელების ცხედრებს - უმძიმეს კადრებზე ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო

ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც მის­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა და­ღუ­პუ­ლი პა­ლეს­ტი­ნე­ლე­ბის ცხედ­რე­ბი სა­ხუ­რა­ვი­დან გა­და­აგ­დეს - შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცელ­და. კად­რებ­ში, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ეთ ქა­ლაქ ქა­ბა­ტი­ა­შია გა­და­ღე­ბუ­ლი, ჩანს, რომ გვა­მებს ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო ბულ­დო­ზე­რი აგ­რო­ვებს.

შემ­თხვე­ვამ ფარ­თო აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა (IDF) პა­რას­კევს გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს იყო "სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი", რო­მე­ლიც არ "შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და" მის ღი­რე­ბუ­ლე­ბებს.

"ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა [ჩვენს] ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო­ე­ბის მო­ლო­დი­ნებს. ინ­ცი­დენ­ტი გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით, ჯა­რის­კა­ცე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან პა­ტი­ვის­ცე­მით მო­ე­პყრონ გარ­დაც­ვლი­ლებს.

თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სპი­კერ­მა ჯონ კირ­ბიმ კად­რებს "ღრმად შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი" უწო­და. „თუ კად­რე­ბი ავ­თენ­ტუ­რია, ის აშ­კა­რად ასა­ხავს არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის ამაზ­რზენ საქ­ცი­ელს“, - გა­ნუ­ცხა­და მან ჟურ­ნა­ლის­ტებს.

პა­ლეს­ტი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ხუთ­შა­ბათს, ის­რა­ე­ლის თავ­დას­ხმის შე­დე­გად სულ მცი­რე 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. ერთ-ერთი და­ღუ­პუ­ლი შადი ზა­კარ­ნეა - "პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ში თავ­დას­ხმე­ბის მარ­თვა­სა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე". ნათ­ქვა­მია, რომ ის იყო "ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი" ქა­ბა­თი­ა­ში, მაგ­რამ უც­ნო­ბია, რო­მელ ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და.

ჰა­მა­სის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ის­რა­ე­ლის სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ღა­ზა­ში 41 000-ზე მეტი პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ვრცელდება ვიდეო, როგორ ყრიან სახურავიდან პალესტინელების ცხედრებს - უმძიმეს კადრებზე ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო

ვრცელდება ვიდეო, როგორ ყრიან სახურავიდან პალესტინელების ცხედრებს - უმძიმეს კადრებზე ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო

ისრაელის არმიამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც მისმა ჯარისკაცებმა დაღუპული პალესტინელების ცხედრები სახურავიდან გადააგდეს - შემთხვევის ამსახველი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. კადრებში, რომელიც ჩრდილოეთ ქალაქ ქაბატიაშია გადაღებული, ჩანს, რომ გვამებს ისრაელის სამხედრო ბულდოზერი აგროვებს.

შემთხვევამ ფართო აღშფოთება გამოიწვია. ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) პარასკევს განაცხადეს, რომ ეს იყო "სერიოზული ინციდენტი", რომელიც არ "შეესაბამებოდა" მის ღირებულებებს.

"ეს არის სერიოზული ინციდენტი, რომელიც არ შეესაბამება [ჩვენს] ღირებულებებს და ისრაელის სამხედროების მოლოდინებს. ინციდენტი განხილვის პროცესშია" - ნათქვამია განცხადებაში.

საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჯარისკაცები ვალდებულნი არიან პატივისცემით მოეპყრონ გარდაცვლილებს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა ჯონ კირბიმ კადრებს "ღრმად შემაშფოთებელი" უწოდა. „თუ კადრები ავთენტურია, ის აშკარად ასახავს არაპროფესიონალი ჯარისკაცების ამაზრზენ საქციელს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

პალესტინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ხუთშაბათს, ისრაელის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი დაღუპული შადი ზაკარნეა - "პასუხისმგებელი დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში თავდასხმების მართვასა და განხორციელებაზე". ნათქვამია, რომ ის იყო "ტერორისტული ორგანიზაციის ხელმძღვანელი" ქაბათიაში, მაგრამ უცნობია, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებოდა.

ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, ღაზაში 41 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

წყარო