ავტორი:

მხოლოდ ერთი კვირით სტივენ კინგისა და ფრედერიკ ბეგბედერის ყველა წიგნზე 40%-იანი ფასდაკლება გავრცელდება

მხოლოდ ერთი კვირით სტივენ კინგისა და ფრედერიკ ბეგბედერის ყველა წიგნზე 40%-იანი ფასდაკლება გავრცელდება

21 სექტემბერი თანამედროვე მწერლების - სტივენ კინგისა და ფრედერიკ ბეგბედერის დაბადების დღეა, ამიტომ მათ წიგნებზე „ბიბლუსის“ ქსელსა და „პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე 40%-იანი ფასდაკლება გელოდებათ. შეთავაზებით სარგებლობა 21-28 სექტემბერს იქნება შესაძლებელი.

ამერიკელი ნოველისტი სტივენ კინგი 1947 წელს, აშშ-ში, ქალაქ პორტლენდში დაიბადა. მისმა შემოქმედებამ ახალი სიცოცხლე შესძინა საშინელებათა ჟანრს ლიტერატურაში და არაერთი გახმაურებული ეკრანიზაციის შთაგონების წყაროც გახდა. მწერალს მსოფლიოს მასშტაბით 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარი აქვს გაყიდული.

„პალიტრა L-ის“ ვებგვერდზე და „ბიბლუსის“ ქსელში 40%-იანი ფასდაკლებით იქნება წარმოდგენილი სტივენ კინგის ისეთი ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა „ნაშუაღამევის ოთხი წუთი“, „ბნელი კოშკი - სუზანას სიმღერა“, „ბნელი კოშკი, ჯადოქარი და ბროლი“, „სიზმართმჭერი“, „ჩონჩხების გუნდი“ და სხვა.

რაც შეეხება ფრანგ მწერალს, ლიტერატურულ კრიტიკოსსა და გამომცემელს, ფრედერიკ ბეგბედერს, ის 1965 წელს, საფრანგეთში, ნეილი-სურ-სენში დაიბადა. მისი შემოქმედება სავსეა კომედიური და სატირული ელემენტებით. ავტორი აშიშვლებს თანამედროვე რეალობის მანკიერებებს. მისი ყველაზე ცნობილი ნოველებია „99 ფრანკი“, სატირა სარეკლამო ინდუსტრიის შესახებ და Windows on the world, რომელსაც 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი დაედო საფუძვლად.

ავტორის იუბილესთან დაკავშირებით ფასდაკლება გავრცელდება მის ყველა წიგნზე, მათ შორის არის: „99 ფრანკი“, Windows on the world, „უნა და სელინჯერი“, „რომანტიკული ეგოისტი“ და სხვა.

არ გამოტოვოთ „პალიტრა L-ის“ შეთავაზება, ისარგებლეთ ფასდაკლებით და გაამდიდრეთ თქვენი ბიბლიოთეკა.