პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწილის დღეს მე და ჩემი მეუღლეც ვმუშაობდით... მას პაციენტები ჰყავდა, მე ეთერიდან წავედი ჯვრისწერაზე" - თაკო კორინთელი მეუღლეზე "მეორედ დაოჯახდა"
"ქორწილის დღეს მე და ჩემი მეუღლეც ვმუშაობდით... მას პაციენტები ჰყავდა, მე ეთერიდან წავედი ჯვრისწერაზე" - თაკო კორინთელი მეუღლეზე "მეორედ დაოჯახდა"

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თაკო კო­რინ­თე­ლი წელს მე­უღ­ლე­ზე "მე­ო­რედ და­ო­ჯახ­და": ოფი­ცი­ა­ლუ­რი ხელ­მო­წე­რი­დან რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის მერე, წყვილ­მა გა­სულ ზა­ფხულს ჯვა­რი და­ი­წე­რა, თუმ­ცა მათ ცხოვ­რე­ბა­ში და­ო­ჯა­ხე­ბის ცე­რე­მო­ნია მხო­ლოდ 2 ეტა­პით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა...

- 4-5 წლის წინ, მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ხელი მო­ვა­წე­რეთ, ახლა კი ჯვა­რი და­ვი­წე­რეთ. ჯვრის­წე­რას და ქორ­წილს ერ­თად ვგეგ­მავ­დით, მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა 3 ეტა­პად დავ­ყა­ვით - დიდი ქორ­წი­ლი მერე გვექ­ნე­ბა... რე­ა­ლუ­რად, დიდი ქორ­წი­ლის გა­დახ­და გვინ­დო­და. თა­ვის დრო­ზე, ხე­ლიც უცებ მო­ვა­წე­რეთ, რად­გან ვფიქ­რობ­დით, ჯვრის­წე­რა და დიდი ქორ­წი­ლი ერ­თად "გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა". ქორ­წილს თავი ვერ მო­ვა­ბით, რად­გან მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ყვე­ლა დე­ტა­ლი უნდა და­ი­გეგ­მოს, "გა­ი­წე­როს"... სტუმ­რე­ბის სია რომ ჩა­მოვ­წე­რეთ, 200 სტუ­მა­რი მხო­ლოდ სა­ახ­ლობ­ლო წრი­დან გვყავს.

მოკ­ლედ, ყვე­ლა დე­ტა­ლის და­გეგ­მვას ვე­ღარ ვას­წრებ­დით. ამი­ტომ ვი­ფიქ­რეთ, რაკი დიდ ქორ­წილს ჯერ თავს ვერ ვა­ბამთ, ჯვა­რი და­ვი­წე­როთ, რომ შემ­დეგ ქორ­წი­ლი მშვი­დად, ფა­ცი­ფუ­ცის გა­რე­შე დავ­გეგ­მოთ-თქო. პრინ­ციპ­ში, ისე გა­მო­ვი­და, რომ ჩემს ქმარ­ზე ორ­ჯერ ვი­ქორ­წი­ნე, ქორ­წი­ლი კი­დევ წი­ნაა (იცი­ნის)... ორი­ვეს გვა­წუ­ხებ­და, რომ ჯვა­რი და­წე­რი­ლი არ გვქონ­და. ორი­ვეს ერთი და იგი­ვე მო­ძღვა­რი გვყავს. მო­ძღვა­რიც ასე იყო გან­წყო­ბი­ლი - კარ­გი იქ­ნე­ბო­და, რომ ჯვა­რი და­გე­წე­რა­თო. ჩემ­თვის და ჩემი ქმრის­თვის ხე­ლის მო­წე­რა­სა და ქორ­წილ­ზე მთა­ვა­რი ჯვრის­წე­რაა, რო­მე­ლიც რა­ტომ­ღაც, ასე გა­ჯან­ჯლ­და. 18 ივ­ნი­სი "ჩვე­ნი" თა­რი­ღია: ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ხე­ლიც ამ დღეს (2021 წელს) მო­ვა­წე­რეთ. ამ თა­რიღს უკავ­შირ­დე­ბა სიყ­ვა­რუ­ლის ახ­სნაც, ბეჭ­დის პირ­ვე­ლად ჩუ­ქე­ბაც...

წელს, 18 ივ­ნი­სამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ლე­ვან­მა მი­თხრა, - მოდი, ამ დღე­ებ­ში ჯვა­რი და­ვი­წე­როთ, მხო­ლოდ მეჯ­ვა­რე­ე­ბი (მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად), დე­დე­ბი და ძმე­ბი წა­ვიყ­ვა­ნოთ, თო­რემ ხომ ხე­დავ, რო­გორ გაგ­ვი­ჯან­ჯლ­და? უკვე ამ­დე­ნი წელი გა­ვი­დაო... დავ­თან­ხმდი. მე­გობ­რებს უცებ მივ­წე­რე, რომ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლიყ­ვნენ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა მეჯ­ვა­რე გვერ­დით და­მიდ­გა, - აბა, რა! როცა გინ­და­თო... თან, 18 ივ­ნი­სი სამ­შა­ბათ დღეს და­ემ­თხვა, როცა ყვე­ლა­ნი ვმუ­შა­ობ­დით - მეც, ჩემი ქმა­რიც და ჩვე­ნი ყვე­ლა მეჯ­ვა­რეც, მაგ­რამ ამა­ნაც არ შეგ­ვა­ფერ­ხა. მარ­თლაც, სპონ­ტა­ნუ­რი ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, ყვე­ლა­ფე­რი უცებ დავ­გეგ­მეთ. ალ­ბათ, იცით, რომ ერთ-ერთ მეჯ­ვა­რეს - ნა­ნუ­კა გუ­ლუ­ას ატე­ლიე აქვს. მან მი­თხრა, - კა­ბას შე­გი­კე­რა­ვო. ვუ­თხა­რი, - პომ­პე­ზუ­რი კა­ბით ჯვრის­წე­რას არ ვა­პი­რებ-მეთ­ქი. - მე შე­გი­კე­რავ. სიმ­ბო­ლუ­რად, თეთ­რი კაბა ხომ უნდა გეც­ვა­სო?!. ატე­ლი­ე­ში მი­ვე­დი, ზო­მე­ბი ამი­ღეს, წა­მო­ვე­დი და ზუს­ტად 2 დღე­ში და­მი­რე­კეს, - კაბა წა­ი­ღეო... მოკ­ლედ, 3-4 დღე­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­და.

- ჯვრის­წე­რის დღეს ტე­ლე­ე­თერ­ში იყა­ვი?

- კი. რო­გორც ყო­ველ­თვის, დი­ლის 6-ის ნა­ხე­ვარ­ზე ავ­დე­ქი, გა­ვემ­ზა­დე, ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­ვე­დი... ეთე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ შინ წა­ვე­დი, მოვ­წეს­რიგ­დი, თეთ­რი კაბა ჩა­ვიც­ვი და მცხე­თა­ში წა­ვე­დი - ჯვა­რი სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში და­ვი­წე­რეთ. იმ დღეს ჩემი ქმა­რიც მუ­შა­ობ­და - დი­ლი­დან პა­ცი­ენ­ტე­ბი ჰყავ­და... ჯვრის­წე­რა 3 სა­ათ­ზე გვქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი. სახ­ლი­დან რომ გავ­დი­ო­დი, კუ­რი­ე­რიც მო­ვი­და, რო­მელ­მაც თა­ი­გუ­ლი მო­მი­ტა­ნა. ასე უცებ-უცებ, ქა­ო­სუ­რად გა­ვე­დით...

- ჯვრის­წე­რის რი­ტუ­ა­ლი ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნდა თუ მე­უღ­ლემ მო­ახ­დი­ნა ზე­გავ­ლე­ნა?

- ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნდა. კი, რა თქმა უნდა, როცა წყვი­ლი ერ­თა­დაა, ეს უფ­ლის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბო­და, მაგ­რამ ჯვრის­წე­რის მერე, ღმერ­თის­გან უფრო მე­ტად და­ლოც­ვი­ლი ხარ. ამ ემო­ცი­ებს მე­ტად შე­იგ­რძნობ, თუ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი, მორ­წმუ­ნე, ღვთის­მო­ში­ში ხარ... ჯვა­რი ჩვენს მო­ძღვარ­თან - მამა ილი­ას­თან და­ვი­წე­რეთ. ჩვე­ნი მო­ძღვა­რი, დედა ქე­თე­ვა­ნი, რო­მე­ლიც იღუ­მე­ნი­აა და სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში მოღ­ვა­წე ყვე­ლა დედა ძა­ლი­ან გვიყ­ვარს. ერ­თმა­ნეთ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. ჩვენს ჯვრის­წე­რა­ში ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ყვე­ლა მხარ­ში გვედ­გა. მაქ­სი­მა­ლუ­რად შეგ­ვი­წყვეს ხელი. მათ­თვის მად­ლო­ბის მეტი არა­ფე­რი გვეთ­ქმის. ჩვე­ნი მო­ძღვა­რი ჩვენს ბედ­ნი­ე­რე­ბას ისე იზი­ა­რებ­და, რომ თვა­ლე­ბი უბრჭყვი­ა­ლებ­და (იღი­მის)... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პომ­პე­ზუ­რო­ბა არ გვინ­დო­და, 1 ფო­ტოგ­რა­ფი მა­ინც წა­ვიყ­ვა­ნე, რომ ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე ფო­ტო­ებ­ზე აღე­ბეჭ­და. მო­ნას­ტერ­ში რომ მი­ვე­დით, ერ­თმა დე­დამ თა­ი­გუ­ლი მოგ­ვი­ტა­ნა, მე­ო­რემ - ხა­ტე­ბი გვა­ჩუ­ქა, მე­სა­მე ფო­ტო­ებს გვი­ღებ­და... ჩვენს სი­ხა­რულს ისე იზი­ა­რებ­დნენ, რომ სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოგ­ცემთ!.. ჯვი­რის­წე­რის დროს ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი რამ­დე­ნი­მე დედა გა­ლობ­და... ყვე­ლა და­დე­ბი­თი ემო­ცი­ით იყო სავ­სე.

- ქორ­წი­ნე­ბის მე­ო­რე ეტა­პის თაფ­ლო­ბის­თვე სად გა­ა­ტა­რეთ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ მის ფარ­გლებს გა­რეთ, ბევ­რს ვმოგ­ზა­უ­რობთ. რაც ერ­თად ვართ, ჩვენს ყო­ველ "გას­ვლას" "თაფ­ლო­ბის­თვეს" ვარ­ქმევთ (იღი­მის)... სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხალ­ხს იმ­დე­ნი ფოტო აქვს ატ­ვირ­თუ­ლი, რომ ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მიხ­ვდე­ბი, რო­დის სად იყ­ვნენ. რომ დავ­ფიქ­რდი, ხან­და­ხან მე და ლე­ვა­ნი სპონ­ტა­ნუ­რად ისეთ მა­გარ ად­გი­ლებ­ში მივ­დი­ვართ ხოლ­მე, რომ ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბაც მა­ვი­წყდე­ბა. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბით ისე ვართ გარ­თუ­ლი, რომ მერე, როცა სხვის ფო­ტო­ებს ვნა­ხუ­ლობ, ვამ­ბობ, - აუ, აქ ხომ ჩვენც ვი­ყა­ვით? ფო­ტო­ე­ბი არ გვაქვს-მეთ­ქი... ახ­ლაც რამ­დე­ნი­მე ფოტო ძაღ­ლის გამო გა­და­ვი­ღე: ძა­ლი­ან ცან­ცა­რაა. ზა­ფხუ­ლო­ბით ალერ­გია ეწყე­ბა. ამი­ტომ ხში­რად სა­მე­დი­ცი­ნო სა­ყე­ლო უკე­თია, რომ თა­თე­ბი არ მო­ი­ლო­კოს. აუ, ძა­ლი­ან სა­წყალ სა­ხეს მი­ი­ღებს ხოლ­მე (იღი­მის). სა­ყე­ლოს პე­რი­ო­დუ­ლად ვხსნი - თა­მა­შის, წყალ­ში შეს­ვლის დროს... მთელ ოჯახს კარ­გად გვამ­ხი­ა­რუ­ლებს. თან, ჩაქვში დიდი სახ­ლი გვაქვს და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი, თა­ვი­სი ეზო­თი. ჩემ­მა ძაღ­ლმა ამ ეზო­ში "გა­შა­ლა ფრთე­ბი" და გა­ი­ნა­ვარ­და. თბი­ლის­ში ბი­ნა­ში გვყავს ხოლ­მე. შე­სა­ბა­მი­სად, ამის ფუ­ფუ­ნე­ბა არ აქვს, რომ სულ ეზო­ში იყოს...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ქორწილის დღეს მე და ჩემი მეუღლეც ვმუშაობდით... მას პაციენტები ჰყავდა, მე ეთერიდან წავედი ჯვრისწერაზე" - თაკო კორინთელი მეუღლეზე "მეორედ დაოჯახდა"

"ქორწილის დღეს მე და ჩემი მეუღლეც ვმუშაობდით... მას პაციენტები ჰყავდა, მე ეთერიდან წავედი ჯვრისწერაზე" - თაკო კორინთელი მეუღლეზე "მეორედ დაოჯახდა"

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი წელს მეუღლეზე "მეორედ დაოჯახდა": ოფიციალური ხელმოწერიდან რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების მერე, წყვილმა გასულ ზაფხულს ჯვარი დაიწერა, თუმცა მათ ცხოვრებაში დაოჯახების ცერემონია მხოლოდ 2 ეტაპით არ დასრულებულა...

- 4-5 წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ ხელი მოვაწერეთ, ახლა კი ჯვარი დავიწერეთ. ჯვრისწერას და ქორწილს ერთად ვგეგმავდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი ქორწინება 3 ეტაპად დავყავით - დიდი ქორწილი მერე გვექნება... რეალურად, დიდი ქორწილის გადახდა გვინდოდა. თავის დროზე, ხელიც უცებ მოვაწერეთ, რადგან ვფიქრობდით, ჯვრისწერა და დიდი ქორწილი ერთად "გაგვეკეთებინა". ქორწილს თავი ვერ მოვაბით, რადგან მოგეხსენებათ, ყველა დეტალი უნდა დაიგეგმოს, "გაიწეროს"... სტუმრების სია რომ ჩამოვწერეთ, 200 სტუმარი მხოლოდ საახლობლო წრიდან გვყავს.

მოკლედ, ყველა დეტალის დაგეგმვას ვეღარ ვასწრებდით. ამიტომ ვიფიქრეთ, რაკი დიდ ქორწილს ჯერ თავს ვერ ვაბამთ, ჯვარი დავიწეროთ, რომ შემდეგ ქორწილი მშვიდად, ფაციფუცის გარეშე დავგეგმოთ-თქო. პრინციპში, ისე გამოვიდა, რომ ჩემს ქმარზე ორჯერ ვიქორწინე, ქორწილი კიდევ წინაა (იცინის)... ორივეს გვაწუხებდა, რომ ჯვარი დაწერილი არ გვქონდა. ორივეს ერთი და იგივე მოძღვარი გვყავს. მოძღვარიც ასე იყო განწყობილი - კარგი იქნებოდა, რომ ჯვარი დაგეწერათო. ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის ხელის მოწერასა და ქორწილზე მთავარი ჯვრისწერაა, რომელიც რატომღაც, ასე გაჯანჯლდა. 18 ივნისი "ჩვენი" თარიღია: ოფიციალურად, ხელიც ამ დღეს (2021 წელს) მოვაწერეთ. ამ თარიღს უკავშირდება სიყვარულის ახსნაც, ბეჭდის პირველად ჩუქებაც...

წელს, 18 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე, ლევანმა მითხრა, - მოდი, ამ დღეებში ჯვარი დავიწეროთ, მხოლოდ მეჯვარეები (მეუღლეებთან ერთად), დედები და ძმები წავიყვანოთ, თორემ ხომ ხედავ, როგორ გაგვიჯანჯლდა? უკვე ამდენი წელი გავიდაო... დავთანხმდი. მეგობრებს უცებ მივწერე, რომ მობილიზებულიყვნენ. აბსოლუტურად ყველა მეჯვარე გვერდით დამიდგა, - აბა, რა! როცა გინდათო... თან, 18 ივნისი სამშაბათ დღეს დაემთხვა, როცა ყველანი ვმუშაობდით - მეც, ჩემი ქმარიც და ჩვენი ყველა მეჯვარეც, მაგრამ ამანაც არ შეგვაფერხა. მართლაც, სპონტანური ყველაფერი კარგია, ყველაფერი უცებ დავგეგმეთ. ალბათ, იცით, რომ ერთ-ერთ მეჯვარეს - ნანუკა გულუას ატელიე აქვს. მან მითხრა, - კაბას შეგიკერავო. ვუთხარი, - პომპეზური კაბით ჯვრისწერას არ ვაპირებ-მეთქი. - მე შეგიკერავ. სიმბოლურად, თეთრი კაბა ხომ უნდა გეცვასო?!. ატელიეში მივედი, ზომები ამიღეს, წამოვედი და ზუსტად 2 დღეში დამირეკეს, - კაბა წაიღეო... მოკლედ, 3-4 დღეში ყველაფერი დალაგდა.

- ჯვრისწერის დღეს ტელეეთერში იყავი?

- კი. როგორც ყოველთვის, დილის 6-ის ნახევარზე ავდექი, გავემზადე, ტელევიზიაში მივედი... ეთერის დასრულების შემდეგ შინ წავედი, მოვწესრიგდი, თეთრი კაბა ჩავიცვი და მცხეთაში წავედი - ჯვარი სამთავროს მონასტერში დავიწერეთ. იმ დღეს ჩემი ქმარიც მუშაობდა - დილიდან პაციენტები ჰყავდა... ჯვრისწერა 3 საათზე გვქონდა დანიშნული. სახლიდან რომ გავდიოდი, კურიერიც მოვიდა, რომელმაც თაიგული მომიტანა. ასე უცებ-უცებ, ქაოსურად გავედით...

- ჯვრისწერის რიტუალი ყოველთვის მნიშვნელოვნად მიგაჩნდა თუ მეუღლემ მოახდინა ზეგავლენა?

- ყოველთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. კი, რა თქმა უნდა, როცა წყვილი ერთადაა, ეს უფლის გარეშე არ მოხდებოდა, მაგრამ ჯვრისწერის მერე, ღმერთისგან უფრო მეტად დალოცვილი ხარ. ამ ემოციებს მეტად შეიგრძნობ, თუ მართლმადიდებელი, მორწმუნე, ღვთისმოშიში ხარ... ჯვარი ჩვენს მოძღვართან - მამა ილიასთან დავიწერეთ. ჩვენი მოძღვარი, დედა ქეთევანი, რომელიც იღუმენიაა და სამთავროს მონასტერში მოღვაწე ყველა დედა ძალიან გვიყვარს. ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს ჯვრისწერაში ყველა მონაწილეობდა, ყველა მხარში გვედგა. მაქსიმალურად შეგვიწყვეს ხელი. მათთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ჩვენი მოძღვარი ჩვენს ბედნიერებას ისე იზიარებდა, რომ თვალები უბრჭყვიალებდა (იღიმის)... მიუხედავად იმისა, რომ პომპეზურობა არ გვინდოდა, 1 ფოტოგრაფი მაინც წავიყვანე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული დღე ფოტოებზე აღებეჭდა. მონასტერში რომ მივედით, ერთმა დედამ თაიგული მოგვიტანა, მეორემ - ხატები გვაჩუქა, მესამე ფოტოებს გვიღებდა... ჩვენს სიხარულს ისე იზიარებდნენ, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ!.. ჯვირისწერის დროს ჩვენი საყვარელი რამდენიმე დედა გალობდა... ყველა დადებითი ემოციით იყო სავსე.

- ქორწინების მეორე ეტაპის თაფლობისთვე სად გაატარეთ?

- საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ბევრს ვმოგზაურობთ. რაც ერთად ვართ, ჩვენს ყოველ "გასვლას" "თაფლობისთვეს" ვარქმევთ (იღიმის)... სოციალურ ქსელში ხალხს იმდენი ფოტო აქვს ატვირთული, რომ ქრონოლოგიურად მიხვდები, როდის სად იყვნენ. რომ დავფიქრდი, ხანდახან მე და ლევანი სპონტანურად ისეთ მაგარ ადგილებში მივდივართ ხოლმე, რომ ფოტოების გადაღებაც მავიწყდება. ჩვენი ცხოვრებით ისე ვართ გართული, რომ მერე, როცა სხვის ფოტოებს ვნახულობ, ვამბობ, - აუ, აქ ხომ ჩვენც ვიყავით? ფოტოები არ გვაქვს-მეთქი... ახლაც რამდენიმე ფოტო ძაღლის გამო გადავიღე: ძალიან ცანცარაა. ზაფხულობით ალერგია ეწყება. ამიტომ ხშირად სამედიცინო საყელო უკეთია, რომ თათები არ მოილოკოს. აუ, ძალიან საწყალ სახეს მიიღებს ხოლმე (იღიმის). საყელოს პერიოდულად ვხსნი - თამაშის, წყალში შესვლის დროს... მთელ ოჯახს კარგად გვამხიარულებს. თან, ჩაქვში დიდი სახლი გვაქვს დაქირავებული, თავისი ეზოთი. ჩემმა ძაღლმა ამ ეზოში "გაშალა ფრთები" და გაინავარდა. თბილისში ბინაში გვყავს ხოლმე. შესაბამისად, ამის ფუფუნება არ აქვს, რომ სულ ეზოში იყოს...წაიკითხეთ სრულად