პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, იუწყებიან 12 ადამიანის, მათ შორის "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების შესახებ - ლიბანში აცხადებენ, რომ "ქვეყანა უარესისთვის უნდა მოემზადოს"
ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, იუწყებიან 12 ადამიანის, მათ შორის "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების შესახებ - ლიბანში აცხადებენ, რომ "ქვეყანა უარესისთვის უნდა მოემზადოს"

ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა ბე­ი­რუთ­ზე მი­ი­ტა­ნეს იე­რი­ში. თავ­დას­ხმა ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 16:00 სა­ათ­ზე მოხ­და - ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, შემ­თხვე­ვას 12 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, 66 კი და­შავ­და. ის­რა­ე­ლის არ­მი­ის ცნო­ბით, და­ღუ­პუ­ლია "ჰეზ­ბო­ლას" ოპე­რა­ცი­ე­ბის მე­თა­უ­რი იბ­რა­ჰიმ აკი­ლი. IDF-ის ცნო­ბით, დარ­ტყმის შე­დე­გად ასე­ვე და­ი­ღუპ­ნენ "ჰეზ­ბო­ლას" მა­ღა­ლი რან­გის სხვა ლი­დე­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ე­კუთ­ვნე­ბოდ­ნენ ლი­ბა­ნუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ქვე­და­ნა­ყოფ ალ-ჰაჯ რად­ვანს. აკი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და "ჰეზ­ბო­ლას" სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებს. სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ის ცნო­ბი­ლია 1983 წელს ბე­ი­რუთ­ში აშშ-ს სა­ელ­ჩო­სა (სა­დაც და­ი­ღუ­პა 63 ადა­მი­ა­ნი) და ბე­ი­რუთ­ში­ვე ამე­რი­კე­ლი და ფრან­გი ჯა­რის­კა­ცე­ბის ყა­ზარ­მე­ბის (მა­შინ 307 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა) აფეთ­ქე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. 2019 წელს შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა აკი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, ხოლო 2023 წელს ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­ა­ცხა­და, რომ გა­და­იხ­დი­და 7 მი­ლი­ონ დო­ლარს მისი ად­გილ­სამ­ყოფ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის.

შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, თავ­დას­ხმის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე შე­ნო­ბა და მან­ქა­ნა და­ზი­ან­და.

ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ომის მზარ­დი ში­შის ფონ­ზე, ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნისტრმა ფი­რას აბი­ა­დიმ გა­ნა­ცხა­და, რომ "ლი­ბა­ნი უა­რე­სის­თვის უნდა მო­ემ­ზა­დოს".

”ვფიქ­რობ, უა­რე­სი სცე­ნა­რის­თვის უნდა მო­ვემ­ზა­დოთ,” - ამ­ბობს ის - ”ბოლო თავ­დას­ხმით ცხა­დი გახ­და, რომ ის­რა­ე­ლი კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­ურ გზებს არ ეძებს. ჩვე­ნი მთავ­რო­ბის პო­ზი­ცია ნა­თე­ლია - ლი­ბანს ომი არ სურს".

ამას კი წინ უს­წრებ­და სამ­შა­ბათს ჯერ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რო­დე­საც ლი­ბა­ნის მას­შტა­ბით, ათა­სო­ბით პე­ი­ჯე­რი აფეთ­ქდა, ოთხშა­ბათს კი ამას რა­დიო გა­დამ­ცე­მე­ბის აფეთ­ქე­ბაც მოჰ­ყვა, ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში სა­მიზ­ნე "ჰეზ­ბო­ლას" წევ­რე­ბის იყ­ვნენ. და­ი­ღუ­პა 37 ადა­მი­ა­ნი და და­შავ­და 2600-ზე მეტი. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ თავ­დას­ხმე­ბის უკან ის­რა­ე­ლი დგას, თუმ­ცა მის წარ­მო­მად­გენ­ლებს ამას არ ადას­ტუ­რე­ბენ. ორ­შა­ბათსვე ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა იოავ გა­ლან­ტმა გა­მო­ა­ცხა­და "ომის ახა­ლი ეტა­პი".

"ჰეზ­ბო­ლას" ლი­დე­რის, ჰა­სან ნას­რა­ლას თქმით, ის­რა­ელ­მა "ყვე­ლა ზღვა­რი გა­და­ლა­ხა". მან აღი­ა­რა, რომ პე­ი­ჯე­რე­ბის აფეთ­ქე­ბე­ბი ჯგუ­ფის­თვის უპ­რე­ცე­დენ­ტო დარ­ტყმა იყო, თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მისი კონ­ტრო­ლი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი დარ­ჩა. მი­სი­ვე თქმით, მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო. ასე­ვე გა­ნა­ცხა­და, რომ ის­რა­ელ­ზე თავ­დას­ხმე­ბი ღა­ზა­ში სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. "ამ შე­ტე­ვე­ბით ის­რა­ელ­მა "ჰეზ­ბო­ლას" პრო­ვო­კა­ცი­უ­ლი სიგ­ნა­ლე­ბი გა­უგ­ზავ­ნა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­ზარ­დოს რე­გი­ო­ნუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ეს­კა­ლა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა", - თქვა ამ­ჯად ერა­ყიმ, Chatham House-ის ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის პროგ­რა­მის თა­ნამ­შრო­მელ­მა. ექ­სპერტთა ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "ჰეზ­ბო­ლას" ახლა შე­უძ­ლია შე­უ­ტი­ოს ის­რა­ელს, ამ უკა­ნას­კნელს კი შე­უძ­ლია, რომ ამას უპა­სუ­ხოს ლი­ბან­ში სახ­მე­ლე­თო შეჭ­რით.

კი­დევ ერთი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, თავ­დას­ხმებ­მა შე­იძ­ლე­ბა შე­ა­სუს­ტოს "ჰეზ­ბო­ლა" და კონ­ფლიქ­ტი ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო გა­ხა­დოს. არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ "ჰეზ­ბო­ლას" ჰყავს მო­კავ­ში­რე­ე­ბი (მაგ. ირა­ნი, ერა­ყის ში­ი­ტუ­რი მი­ლი­ცია, იე­მე­ნის ჰუ­სი­ტე­ბი) და ეს მო­კავ­ში­რე­ე­ბი მუდ­მი­ვად ამ­ბო­ბენ, რომ არა მხო­ლოდ "ჰეზ­ბო­ლა", არა­მედ თა­ვად ლი­ბა­ნიც "წი­თე­ლი ხა­ზია".

ჯერ კი­დევ გა­ურ­კვე­ვე­ლია, იყო თუ არა ის­რა­ე­ლის ბოლო იე­რი­შე­ბი უფრო დიდი გეგ­მის ნა­წი­ლი. ზო­გი­ერ­თი მე­დი­ის ცნო­ბით, ის­რა­ე­ლი თან­და­თან აჩე­რებს ოპე­რა­ცი­ას ღა­ზა­ში და ლი­ბან­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი თავ­დას­ხმის­თვის ემ­ზა­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, იუწყებიან 12 ადამიანის, მათ შორის "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების შესახებ - ლიბანში აცხადებენ, რომ "ქვეყანა უარესისთვის უნდა მოემზადოს"

ისრაელმა ბეირუთს დაარტყა, იუწყებიან 12 ადამიანის, მათ შორის "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერის გარდაცვალების შესახებ - ლიბანში აცხადებენ, რომ "ქვეყანა უარესისთვის უნდა მოემზადოს"

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბეირუთზე მიიტანეს იერიში. თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:00 საათზე მოხდა - ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 66 კი დაშავდა. ისრაელის არმიის ცნობით, დაღუპულია "ჰეზბოლას" ოპერაციების მეთაური იბრაჰიმ აკილი. IDF-ის ცნობით, დარტყმის შედეგად ასევე დაიღუპნენ "ჰეზბოლას" მაღალი რანგის სხვა ლიდერები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ ლიბანური დაჯგუფების სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ ალ-ჰაჯ რადვანს. აკილი ხელმძღვანელობდა "ჰეზბოლას" სამხედრო ოპერაციებს. სხვა საკითხებთან ერთად, ის ცნობილია 1983 წელს ბეირუთში აშშ-ს საელჩოსა (სადაც დაიღუპა 63 ადამიანი) და ბეირუთშივე ამერიკელი და ფრანგი ჯარისკაცების ყაზარმების (მაშინ 307 ადამიანი დაიღუპა) აფეთქებებში მონაწილეობით. 2019 წელს შეერთებულმა შტატებმა აკილი ტერორისტების სიაში შეიყვანა, ხოლო 2023 წელს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ გადაიხდიდა 7 მილიონ დოლარს მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრებით თუ ვიმსჯელებთ, თავდასხმის შედეგად რამდენიმე შენობა და მანქანა დაზიანდა.

ყოვლისმომცველი ომის მზარდი შიშის ფონზე, ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ფირას აბიადიმ განაცხადა, რომ "ლიბანი უარესისთვის უნდა მოემზადოს".

”ვფიქრობ, უარესი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ,” - ამბობს ის - ”ბოლო თავდასხმით ცხადი გახდა, რომ ისრაელი კონფლიქტის მოგვარების დიპლომატიურ გზებს არ ეძებს. ჩვენი მთავრობის პოზიცია ნათელია - ლიბანს ომი არ სურს".

ამას კი წინ უსწრებდა სამშაბათს ჯერ განვითარებული პროცესები, როდესაც ლიბანის მასშტაბით, ათასობით პეიჯერი აფეთქდა, ოთხშაბათს კი ამას რადიო გადამცემების აფეთქებაც მოჰყვა, ორივე შემთხვევაში სამიზნე "ჰეზბოლას" წევრების იყვნენ. დაიღუპა 37 ადამიანი და დაშავდა 2600-ზე მეტი. ვარაუდობენ, რომ თავდასხმების უკან ისრაელი დგას, თუმცა მის წარმომადგენლებს ამას არ ადასტურებენ. ორშაბათსვე ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა გამოაცხადა "ომის ახალი ეტაპი".

"ჰეზბოლას" ლიდერის, ჰასან ნასრალას თქმით, ისრაელმა "ყველა ზღვარი გადალახა". მან აღიარა, რომ პეიჯერების აფეთქებები ჯგუფისთვის უპრეცედენტო დარტყმა იყო, თუმცა ორგანიზაციის მისი კონტროლისა და კომუნიკაციის უნარი ხელუხლებელი დარჩა. მისივე თქმით, მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. ასევე განაცხადა, რომ ისრაელზე თავდასხმები ღაზაში სამხედრო ოპერაციის დასრულებამდე გაგრძელდება. "ამ შეტევებით ისრაელმა "ჰეზბოლას" პროვოკაციული სიგნალები გაუგზავნა, რამაც შეიძლება გაზარდოს რეგიონული კონფლიქტის ესკალაციის ალბათობა", - თქვა ამჯად ერაყიმ, Chatham House-ის ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პროგრამის თანამშრომელმა. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ "ჰეზბოლას" ახლა შეუძლია შეუტიოს ისრაელს, ამ უკანასკნელს კი შეუძლია, რომ ამას უპასუხოს ლიბანში სახმელეთო შეჭრით.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, თავდასხმებმა შეიძლება შეასუსტოს "ჰეზბოლა" და კონფლიქტი ნაკლებად სავარაუდო გახადოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ჰეზბოლას" ჰყავს მოკავშირეები (მაგ. ირანი, ერაყის შიიტური მილიცია, იემენის ჰუსიტები) და ეს მოკავშირეები მუდმივად ამბობენ, რომ არა მხოლოდ "ჰეზბოლა", არამედ თავად ლიბანიც "წითელი ხაზია".

ჯერ კიდევ გაურკვეველია, იყო თუ არა ისრაელის ბოლო იერიშები უფრო დიდი გეგმის ნაწილი. ზოგიერთი მედიის ცნობით, ისრაელი თანდათან აჩერებს ოპერაციას ღაზაში და ლიბანზე სერიოზული თავდასხმისთვის ემზადება.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"