საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორჯერ ჩაატარეს შატილის ციხე-ქალაქის რესტავრაცია, მაგრამ ამით უფრო დაანგრიეს“ - შოთა ჭინჭარაული
"ორჯერ ჩაატარეს შატილის ციხე-ქალაქის რესტავრაცია, მაგრამ ამით უფრო დაანგრიეს“ - შოთა ჭინჭარაული

"პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რე­თის სოფ­ლე­ბი და­ი­ცა­ლა, ზამ­თარ­ში მხო­ლოდ 18 კომ­ლი­ღა რჩე­ბა", გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მე­უბ­ნე­ბა შოთა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი და იხ­სე­ნებს საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბამ ხევ­სუ­რებს "მო­სარ­ჯუ­ლებ­ლად" რო­გორ და­ა­ტო­ვე­ბი­ნა სა­კუ­თა­რი კერა და ბარ­ში გა­და­ა­სახ­ლა, მას შემ­დეგ და­ი­წყო ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბაო. აკ­ლდა­მე­ბი­სა და იქ გარ­დაც­ვლილ­თა ამ­ბებ­საც მოგ­ვიყ­ვა და გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ფაქ­ტიც არ და­უ­მა­ლავს - ტუ­რის­ტე­ბი აკ­ლდა­მებ­ში ოქრო-ვერ­ცხლს ეძე­ბენ, იქა­უ­რო­ბას ანად­გუ­რე­ბენ, თა­ვის ქა­ლებს იპა­რა­ვე­ნო.

- შა­ტილ­ში და­ვი­ბა­დე 1953 წელს. ერთი წლის ვი­ყა­ვი, როცა აგ­ვყა­რეს და იძუ­ლე­ბით ბარ­ში გა­დაგ­ვა­სახ­ლეს. გა­და­სახ­ლე­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ის იყო, რომ ხევ­სუ­რე­ბი არ ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ კო­მუ­ნის­ტე­ბის რე­ჟიმს. კო­მუ­ნის­ტე­ბი ხალ­ხს აი­ძუ­ლებ­დნენ, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ქო­ნე­ლი შე­ე­ნა­ხათ. ფიჭ­ვის თეს­ლი მო­ეგ­რო­ვე­ბი­ნათ და ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნათ, მაგ­რამ ამ შრო­მა­ში არა­ფერს უხ­დიდ­ნენ. ხევ­სუ­რე­ბი გა­უ­ძა­ლი­ან­დნენ, მა­თაც ნა­ცად ხერ­ხს მი­მარ­თეს და დაგ­ვშა­ლეს, გაგ­ვა­თი­თო­კა­ცეს. ზოგი გარ­და­ბან­ში ჩა­ა­სახ­ლეს, ზოგი ახ­მე­ტა­ში, ზო­გიც დუ­შეთ­ში. ზემო ხევ­სუ­რე­თამ­დე სა­მან­ქა­ნე გზა არ იყო ამოყ­ვა­ნი­ლი და პო­ლი­ცი­ამ ხალ­ხი ბა­რი­სა­ხომ­დე 50 კი­ლო­მეტ­რი ცხე­ნე­ბი­თა და ფე­ხით ატა­რა. შა­ტი­ლე­ლე­ბი გარ­და­ბან­ში ჩაგ­ვა­სახ­ლეს. ჩე­მე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, იმ ად­გი­ლას უდაბ­ნო იყო, ერთი ხეც არ იდგა.

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 50-იან წლებ­ში ხალ­ხი ციხე-სო­ფელ­სა და მის კოშ­კებ­ში ცხოვ­რობ­და. სტუ­მარს ერ­თმა­ნეთს ეცი­ლე­ბოდ­ნენ, არა, მე უნდა ვუ­მას­პინ­ძლო და არა მეო. ახლა ყვე­ლას სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო აქვს და ერ­თმა­ნეთს ექიშ­პე­ბი­ან. ხალ­ხმა მო­ა­ხერ­ხა და გა­და­სახ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მთას და­უბ­რუნ­და. კო­მუ­ნის­ტებ­მა იფიქ­რეს, ხევ­სუ­რე­ბი უკვე მოვდრი­კე­თო, და ამი­ტომ ზო­გის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ხელი აღარ შე­უშ­ლი­ათ. ჩემი მშობ­ლე­ბიც დაბ­რუნ­დნენ. კოშ­კებ­თან გვქონ­და ფიქლის სახ­ლი და იქ გა­ვაგ­რძე­ლეთ ცხოვ­რე­ბა. იმ დროს მხო­ლოდ ფიქლის სახ­ლე­ბი იყო ხევ­სუ­რეთ­ში. სხვა სა­შე­ნი მა­სა­ლა უგ­ზო­ო­ბის გამო ვერ ამოჰ­ქონ­დათ ბა­რი­დან. ზემო ხევ­სუ­რეთ­ში სა­მან­ქა­ნე გზა 1970 წელს შე­მო­იყ­ვა­ნეს, მა­ნამ­დე მხო­ლოდ ბი­ლი­კი იყო.

- სა­ო­ცა­რია, ერ­თმა­ნეთ­ზე და­წყო­ბილ ფი­ქალს რა ამაგ­რებს?

- მშრა­ლად ნა­შე­ნე­ბი სახ­ლე­ბის კედ­ლე­ბი სქე­ლია, ქვე­ბი ერ­თმა­ნეთ­ზეა გა­დაბ­მუ­ლი. კოშ­კე­ბის უმე­ტე­სო­ბა 4 ან 6-სარ­თუ­ლი­ა­ნია. კოშ­კის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის კედ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა 1, 30 მეტ­რია, ზე­მოთ კი ნელ-ნელა ვიწ­როვ­დე­ბა. ქვას ფიქ­ლე­ბად შლიდ­ნენ, აწყობ­დნენ ჯორ­ე­ბის ხურ­ჯი­ნებ­ში და ისე აჰ­ქონ­დათ მშე­ნებ­ლო­ბის ად­გილ­ზე. იქ ფიქ­ლებს ისევ არ­გებ­დნენ ერ­თმა­ნეთს და ქვას პირ­ვან­დელ ფორ­მას უბ­რუ­ნებ­დნენ. ამი­ტო­მაც არის, რომ ამ ფორ­მით და­წყო­ბი­ლი ფი­ქა­ლი არ ინ­გრე­ვა და სახ­ლე­ბიც მყა­რია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ ახა­ლი სახ­ლი ავა­შე­ნე ასე­თი ფორ­მით და ცე­მენ­ტი არც მე გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, თუმ­ცა მა­ინც ვერ და­ვა­წყვე ისე კარ­გად, რო­გორც კოშ­კებ­შია. აგუ­რი­თა და ქვით მშე­ნე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ფიქლი­თა და მშრა­ლი შე­ნე­ბით ვერ აა­შე­ნებს, ფი­ქალს ერ­თმა­ნეთს ვერ მო­არ­გებს. ამ საქ­მეს ცოდ­ნა და პრაქ­ტი­კა სჭირ­დე­ბა.

სა­ნამ რეს­ტავ­რა­ცი­ას და­ი­წყებ­დნენ, შა­ტი­ლის არც ერთი კოშ­კი და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არ იყო. მარ­თა­ლია, ზოგს სა­ხუ­რა­ვი აღარ ჰქონ­და, მაგ­რამ კედ­ლებს ბზა­რი არ გას­ჩე­ნია. ორ­ჯერ ჩა­ა­ტა­რეს შა­ტი­ლის ციხე-ქა­ლა­ქის რეს­ტავ­რა­ცია, მაგ­რამ ამით უფრო და­ან­გრი­ეს. ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი ედოთ და ცდი­ლობ­დნენ მი­ემ­სგავ­სე­ბი­ნათ, მაგ­რამ სა­ხუ­რავს წყლის არი­დე­ბის ფუნ­ქცია რომ უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ეს აღარ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ათ. ზამ­თარ­ში, როცა დღი­სით თბი­ლი ამინ­დია, თოვ­ლი დნე­ბა და კედ­ლებ­ში ჩა­დის, ღა­მით გა­ყი­ნავს და კედ­ლე­ბი სკდე­ბა.

ახალ­გაზ­რდო­ბას აღარ უნდა სოფ­ლებ­ში ცხოვ­რე­ბა და ახ­ლაც უჭირს მთას ხალ­ხი. დათ­ვის­ჯვრის უღელ­ტე­ხი­ლის ზე­მოთ, პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რეთ­ში, 13 სო­ფე­ლი იყო. დღეს 5 სო­ფე­ლია, სა­დაც რამ­დე­ნი­მე მო­სახ­ლე ცხოვ­რობს, და­ნარ­ჩენ სოფ­ლებ­ში ფუ­ძეს არა­ვინ აკი­თხავს. ზამ­თარ­ში უღელ­ტე­ხი­ლის აქეთ მხო­ლოდ 18 ოჯა­ხი რჩე­ბა, აქე­დან 6 ოჯა­ხი შა­ტილ­შია. სკო­ლა მხო­ლოდ შა­ტილს აქვს და ზამ­თარ­ში სოფ­ლებ­ში დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბი იქ და­დი­ან სას­წავ­ლებ­ლად. სამი ბავ­შვი და­დის და 10 მას­წავ­ლე­ბე­ლი მუ­შა­ობს. რამ­დე­ნი­მე პე­და­გო­გი თბი­ლი­სი­დან არის ჩა­მო­სუ­ლი. სა­მე­დი­ცი­ნო პუნ­ქტიც მხო­ლოდ შა­ტილს აქვს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ორჯერ ჩაატარეს შატილის ციხე-ქალაქის რესტავრაცია, მაგრამ ამით უფრო დაანგრიეს“ - შოთა ჭინჭარაული

"ორჯერ ჩაატარეს შატილის ციხე-ქალაქის რესტავრაცია, მაგრამ ამით უფრო დაანგრიეს“ - შოთა ჭინჭარაული

"პირიქითა ხევსურეთის სოფლები დაიცალა, ზამთარში მხოლოდ 18 კომლიღა რჩება", გულისტკივილით მეუბნება შოთა ჭინჭარაული და იხსენებს საბჭოთა მთავრობამ ხევსურებს "მოსარჯულებლად" როგორ დაატოვებინა საკუთარი კერა და ბარში გადაასახლა, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი უბედურებაო. აკლდამებისა და იქ გარდაცვლილთა ამბებსაც მოგვიყვა და გამაოგნებელი ფაქტიც არ დაუმალავს - ტურისტები აკლდამებში ოქრო-ვერცხლს ეძებენ, იქაურობას ანადგურებენ, თავის ქალებს იპარავენო.

- შატილში დავიბადე 1953 წელს. ერთი წლის ვიყავი, როცა აგვყარეს და იძულებით ბარში გადაგვასახლეს. გადასახლების რეალური მიზეზი ის იყო, რომ ხევსურები არ ემორჩილებოდნენ კომუნისტების რეჟიმს. კომუნისტები ხალხს აიძულებდნენ, კოლმეურნეობის საქონელი შეენახათ. ფიჭვის თესლი მოეგროვებინათ და ჩაებარებინათ, მაგრამ ამ შრომაში არაფერს უხდიდნენ. ხევსურები გაუძალიანდნენ, მათაც ნაცად ხერხს მიმართეს და დაგვშალეს, გაგვათითოკაცეს. ზოგი გარდაბანში ჩაასახლეს, ზოგი ახმეტაში, ზოგიც დუშეთში. ზემო ხევსურეთამდე სამანქანე გზა არ იყო ამოყვანილი და პოლიციამ ხალხი ბარისახომდე 50 კილომეტრი ცხენებითა და ფეხით ატარა. შატილელები გარდაბანში ჩაგვასახლეს. ჩემები მეუბნებოდნენ, იმ ადგილას უდაბნო იყო, ერთი ხეც არ იდგა.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ხალხი ციხე-სოფელსა და მის კოშკებში ცხოვრობდა. სტუმარს ერთმანეთს ეცილებოდნენ, არა, მე უნდა ვუმასპინძლო და არა მეო. ახლა ყველას საოჯახო სასტუმრო აქვს და ერთმანეთს ექიშპებიან. ხალხმა მოახერხა და გადასახლებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მთას დაუბრუნდა. კომუნისტებმა იფიქრეს, ხევსურები უკვე მოვდრიკეთო, და ამიტომ ზოგის დაბრუნებისთვის ხელი აღარ შეუშლიათ. ჩემი მშობლებიც დაბრუნდნენ. კოშკებთან გვქონდა ფიქლის სახლი და იქ გავაგრძელეთ ცხოვრება. იმ დროს მხოლოდ ფიქლის სახლები იყო ხევსურეთში. სხვა საშენი მასალა უგზოობის გამო ვერ ამოჰქონდათ ბარიდან. ზემო ხევსურეთში სამანქანე გზა 1970 წელს შემოიყვანეს, მანამდე მხოლოდ ბილიკი იყო.

- საოცარია, ერთმანეთზე დაწყობილ ფიქალს რა ამაგრებს?

- მშრალად ნაშენები სახლების კედლები სქელია, ქვები ერთმანეთზეა გადაბმული. კოშკების უმეტესობა 4 ან 6-სართულიანია. კოშკის პირველი სართულის კედლების უმეტესობა 1, 30 მეტრია, ზემოთ კი ნელ-ნელა ვიწროვდება. ქვას ფიქლებად შლიდნენ, აწყობდნენ ჯორების ხურჯინებში და ისე აჰქონდათ მშენებლობის ადგილზე. იქ ფიქლებს ისევ არგებდნენ ერთმანეთს და ქვას პირვანდელ ფორმას უბრუნებდნენ. ამიტომაც არის, რომ ამ ფორმით დაწყობილი ფიქალი არ ინგრევა და სახლებიც მყარია. რამდენიმე წლის წინ ახალი სახლი ავაშენე ასეთი ფორმით და ცემენტი არც მე გამომიყენებია, თუმცა მაინც ვერ დავაწყვე ისე კარგად, როგორც კოშკებშია. აგურითა და ქვით მშენებელი ადამიანი ფიქლითა და მშრალი შენებით ვერ ააშენებს, ფიქალს ერთმანეთს ვერ მოარგებს. ამ საქმეს ცოდნა და პრაქტიკა სჭირდება.

სანამ რესტავრაციას დაიწყებდნენ, შატილის არც ერთი კოშკი დაზიანებული არ იყო. მართალია, ზოგს სახურავი აღარ ჰქონდა, მაგრამ კედლებს ბზარი არ გასჩენია. ორჯერ ჩაატარეს შატილის ციხე-ქალაქის რესტავრაცია, მაგრამ ამით უფრო დაანგრიეს. ძველი ფოტოები ედოთ და ცდილობდნენ მიემსგავსებინათ, მაგრამ სახურავს წყლის არიდების ფუნქცია რომ უნდა შეესრულებინა, ეს აღარ გაუთვალისწინებიათ. ზამთარში, როცა დღისით თბილი ამინდია, თოვლი დნება და კედლებში ჩადის, ღამით გაყინავს და კედლები სკდება.

ახალგაზრდობას აღარ უნდა სოფლებში ცხოვრება და ახლაც უჭირს მთას ხალხი. დათვისჯვრის უღელტეხილის ზემოთ, პირიქითა ხევსურეთში, 13 სოფელი იყო. დღეს 5 სოფელია, სადაც რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს, დანარჩენ სოფლებში ფუძეს არავინ აკითხავს. ზამთარში უღელტეხილის აქეთ მხოლოდ 18 ოჯახი რჩება, აქედან 6 ოჯახი შატილშია. სკოლა მხოლოდ შატილს აქვს და ზამთარში სოფლებში დარჩენილი ბავშვები იქ დადიან სასწავლებლად. სამი ბავშვი დადის და 10 მასწავლებელი მუშაობს. რამდენიმე პედაგოგი თბილისიდან არის ჩამოსული. სამედიცინო პუნქტიც მხოლოდ შატილს აქვს. გააგრძელეთ კითხვა