საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია" - მაიკლ როთი
"საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია" - მაიკლ როთი

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ყვე­ლა შანსს ანი­ა­ვებს, ამ მო­მენ­ტის­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კარი და­ხუ­რუ­ლია, - ამის შე­სა­ხებ გერ­მა­ნი­ის პარ­ლა­მენ­ტის (ბუნ­დეს­ტა­გის) სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, მა­იკლ როთ­მა გერ­მა­ნულ გა­მო­ცე­მა Bild-თან სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

"ანტი-LGBT კა­ნო­ნი, სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მი­მართ მთავ­რო­ბის მიერ და­თე­სი­ლი სი­ძულ­ვი­ლი, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბი­სა და გახ­სნი­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ამა­ყი ის­ტო­რი­ის­გან წყვე­ტას წარ­მო­ად­გენს. ეს ის სა­ქარ­თვე­ლო არ არის, რომ­ლის სიყ­ვა­რუ­ლიც ვის­წავ­ლე…

[სა­ქარ­თვე­ლოს] მთავ­რო­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის ყვე­ლა შანსს ანი­ა­ვებს. ის ძა­ლი­ან შორს წა­ვი­და რუ­სეთ­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის თა­ვი­სი ბა­ლან­სი­რე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში. ამ სა­ფუძ­ველ­ზე გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი შე­უძ­ლე­ბე­ლია. პროგ­რე­სი მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა, რო­დე­საც სა­და­ვო კა­ნო­ნე­ბი გა­იწ­ვე­ვა, დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა შე­წყდე­ბა და ოპო­ზი­ცი­ას­თან დი­ა­ლო­გი გაგ­რძელ­დე­ბა. ამ მო­მენ­ტის­თვის კი ევ­რო­კავ­ში­რის კარი და­ხუ­რუ­ლია,” - გა­ნა­ცხა­და როთ­მა.

ბუნ­დეს­ტა­გის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პერ­სპექ­ტი­ვე­ბი "მკრთა­ლია“ და ში­შობს, რომ "და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­გან შეტ­რი­ალ­დე­ბა, მა­შინ რო­დე­საც რუ­სე­თი­სა და ჩი­ნე­თის გავ­ლე­ნე­ბი ზრდას აგ­რძე­ლებს. ბევ­რი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი და­ტო­ვებს ქვე­ყა­ნას“.

"[სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა] და­სავ­ლე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მი­ღე­ბა­ზე ამ­ბობს უარს. ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რო­გო­რე­ბი­ცაა უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დაც­ვა და მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გან­ზრახ ეს­ხმი­ან თავს. თუ მთავ­რო­ბა მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებს მო­ი­გებს, ის ოპო­ზი­ცი­ის აკ­რძალ­ვას გეგ­მავს. ამ კურ­სით, ისი­ნი ევ­რო­კავ­ში­რის პარტნი­ო­რე­ბი არ არი­ან,” - გა­ნა­ცხა­და როთ­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ თბი­ლის­ში ვი­ზი­ტის დროს მან იგ­რძნო, რომ ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლე­ბი მთავ­რო­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლად ფიქ­რო­ბენ და “აქ შე­გიძ­ლია იგ­რძნო, რომ ევ­რო­პის გული ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში სცემს”.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია" - მაიკლ როთი

"საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია" - მაიკლ როთი

საქართველოს მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს, ამ მომენტისთვის ევროკავშირის კარი დახურულია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკლ როთმა გერმანულ გამოცემა Bild-თან საუბარში განაცხადა.

"ანტი-LGBT კანონი, სექსუალური უმცირესობების მიმართ მთავრობის მიერ დათესილი სიძულვილი, მრავალფეროვნებისა და გახსნილობის საქართველოს ამაყი ისტორიისგან წყვეტას წარმოადგენს. ეს ის საქართველო არ არის, რომლის სიყვარულიც ვისწავლე…

[საქართველოს] მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების ყველა შანსს ანიავებს. ის ძალიან შორს წავიდა რუსეთსა და ევროკავშირს შორის თავისი ბალანსირების პოლიტიკაში. ამ საფუძველზე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები შეუძლებელია. პროგრესი მხოლოდ მაშინ იქნება, როდესაც სადავო კანონები გაიწვევა, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა შეწყდება და ოპოზიციასთან დიალოგი გაგრძელდება. ამ მომენტისთვის კი ევროკავშირის კარი დახურულია,” - განაცხადა როთმა.

ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს პერსპექტივები "მკრთალია“ და შიშობს, რომ "დასავლეთი საქართველოსგან შეტრიალდება, მაშინ როდესაც რუსეთისა და ჩინეთის გავლენები ზრდას აგრძელებს. ბევრი ახალგაზრდა ქართველი დატოვებს ქვეყანას“.

"[საქართველოს მთავრობა] დასავლელი პოლიტიკოსების მიღებაზე ამბობს უარს. ევროპულ ღირებულებებს, როგორებიცაა უმცირესობების დაცვა და მედიის თავისუფლება, განზრახ ესხმიან თავს. თუ მთავრობა მომავალ არჩევნებს მოიგებს, ის ოპოზიციის აკრძალვას გეგმავს. ამ კურსით, ისინი ევროკავშირის პარტნიორები არ არიან,” - განაცხადა როთმა.

მან აღნიშნა, რომ თბილისში ვიზიტის დროს მან იგრძნო, რომ ახალგაზრდა ქართველები მთავრობისგან განსხვავებულად ფიქრობენ და “აქ შეგიძლია იგრძნო, რომ ევროპის გული ახლა საქართველოში სცემს”.