ავტორი:

Yandex Go-მ საქართველოში დამატებით ახალი სერვისი - მგზავრობის დაზღვევა უზრუნველყო

Yandex Go-მ საქართველოში დამატებით ახალი სერვისი - მგზავრობის დაზღვევა უზრუნველყო

ტაქსის გამოძახების სერვისმა, Yandex Go-მ საქართველოში მგზავრობის პერიოდში, როგორც მძღოლების, ასევე მგზავრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის დამატებითი უფასო პროგრამა შემოიღო. სადაზღვევო თანხის მოცულობა 30 ათას ლარამდეა განსაზღვრული და ის როგორც მძღოლის, ასევე მანქანაში მსხდომი თითოეული მგზავრის უსაფრთხოების დაზღვევას მოხმარდება.

მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის სადაზღვევო მომსახურება უფასოა და ის უკვე ფუნქციონირებს ყველა იმ სამგზავრო პაკეტში, რომელიც Yandex Go-ს სერვისით ხორციელდება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში არსებული ყველა სახის ხარჯი სერვისს ეკისრება და დაზღვევის უზრუნველყოფა არ მოქმედებს მგზავრობის საფასურზე. მძღოლებისა და მგზავრების დაზღვევის პროგრამა იწყება, როგორც კი მძღოლი დააჭერს ღილაკს „გზაში ვარ“ და მგზავრობის დასრულებისას (როდესაც მძღოლი დააჭერს ღილაკს „დასრულება“) სრულდება.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძღოლი და მგზავრები უნდა დაუკავშირდნენ Yandex Go-ს მხარდაჭერის სამსახურს - მხარდაჭერის სპეციალისტი მათ კონსულტაციას გაუწევს და შემდგომი ქმედებების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის. დაზღვევის პროგრამა მოიცავს საქართველოს ყველა ქალაქს, სადაც ხელმისაწვდომია Yandex Go-ს სერვისი - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ზუგდიდი. მიუხედავად იმისა რომ „დღეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ ავალდებულებს ისეთ ონლაინ სერვისებს, როგორიც Yandex Go -ა,

უზრუნველყონ მგზავრებისა და მძღოლების დაზღვევა მგზავრობის პერიოდში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ Yandex Go-ს მომხმარებლებმა და მძღოლებმა თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნონ. სწორედ ამიტომ, ახლა უკვე ჩვენი სერვისით ყველა სახის მგზავრობა - დაზღვეულია“, - აცხადებენ Yandex Go-ს სერვისის პრესსამსახურში.

დამატებითი ინფორმაციის გაგება Yandex Go-ს მგზავრობის სადაზღვევო პროგრამის შესახებ შესაძლებელია ბმულზე

(R)