პოლიტიკა
სპორტი
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთიდან მივიღეთ დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია" - ბჟანია
"რუსეთიდან მივიღეთ დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია" - ბჟანია

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის, ას­ლან ბჟა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის მხრი­დან აფხა­ზე­თის სა­ბი­უ­ჯე­ტო სფე­როს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ხელ­ფა­სე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბის შე­ჩე­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ ნა­წილ­ზე აი­სა­ხე­ბა.

"რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან მი­ღე­ბულ იქნა დო­კუ­მენ­ტი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ [1-ელი სექ­ტემ­ბრი­დან] სა­ჯა­რო სექ­ტო­რის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის და­საქ­მე­ბულ­თა ხელ­ფა­სე­ბის თა­ნა­და­ფი­ნან­სე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლია მა­ნამ, სა­ნამ აფხა­ზუ­რი მხა­რე არ შე­ას­რუ­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბით დად­გე­ნილ პი­რო­ბებს. და­ფი­ნან­სე­ბის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა, რა თქმა უნდა, შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდ ნა­წილს - მას­წავ­ლებ­ლებს, ჯან­დაც­ვის მუ­შა­კებს, კულ­ტუ­რის მუ­შა­კებს და ბევრ სხვას. ამი­ტომ, ახლა ამ სა­კითხს აფხა­ზე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა - პრე­ზი­დენ­ტი, მთავ­რო­ბა და პარ­ლა­მენ­ტი ამუ­შა­ვე­ბენ“, - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ.

მისი მტკი­ცე­ბით, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში კრი­ზისს ვერ ხე­დავს.

"სა­ხელ­მწი­ფო­თა­შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კრი­ზი­სი არ არის და არ იქ­ნე­ბა, არის მხა­რე­თა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს შე­თან­ხმე­ბე­ბი­დან, აღე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა შეს­რულ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ბჟა­ნი­ამ და დას­ძი­ნა, რომ სა­უ­ბა­რია, კერ­ძოდ, „მთავ­რო­ბა­თა­შო­რის“ შე­თან­ხმე­ბა­ზე კო­მერ­ცი­ულ საქ­მე­ებ­ზე სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის­თვის ე.წ. პარ­ლა­მენ­ტშია წარ­დგე­ნი­ლი.

მისი თქმით, სა­არ­ბიტ­რა­ჟო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ურ­თი­ერ­თა­ღი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა „ხსნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის­თვის.

„ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კა არ მუ­შა­ობს ეფექ­ტუ­რად, ჩვენ ვერ მი­ვაღ­წი­ეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის იმ დო­ნეს, რო­მე­ლიც გვჭირ­დე­ბა მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეკო­ნო­მი­კა სხვა­ნა­ი­რად არ მუ­შა­ობს. ჩვენ მხო­ლოდ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი და ინ­ვეს­ტო­რი მა­შინ მოვა ქვე­ყა­ნა­ში, რო­დე­საც მის­თვის უსაფრ­თხო­ე­ბის პი­რო­ბე­ბი შე­იქ­მნე­ბა და იქ­ნე­ბა ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის გა­რან­ტი­ე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა ბჟა­ნი­ამ.

ავტორი:

"რუსეთიდან მივიღეთ დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია" - ბჟანია

"რუსეთიდან მივიღეთ დოკუმენტი, სადაც წერია, რომ საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია" - ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადებით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის საბიუჯეტო სფეროს თანამშრომლების ხელფასების თანადაფინანსების შეჩერება მოქალაქეების დიდ ნაწილზე აისახება.

"რუსეთის ფედერაციიდან მიღებულ იქნა დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ [1-ელი სექტემბრიდან] საჯარო სექტორის გარკვეული კატეგორიის დასაქმებულთა ხელფასების თანადაფინანსება შეჩერებულია მანამ, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს. დაფინანსების პროცესის შეჩერება, რა თქმა უნდა, შეეხება აფხაზეთის მოქალაქეების დიდ ნაწილს - მასწავლებლებს, ჯანდაცვის მუშაკებს, კულტურის მუშაკებს და ბევრ სხვას. ამიტომ, ახლა ამ საკითხს აფხაზეთის ხელმძღვანელობა - პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი ამუშავებენ“, - განაცხადა ბჟანიამ.

მისი მტკიცებით, რუსეთთან ურთიერთობაში კრიზისს ვერ ხედავს.

"სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში კრიზისი არ არის და არ იქნება, არის მხარეთა ვალდებულებები, რომლებიც გამომდინარეობს შეთანხმებებიდან, აღებული ვალდებულებები უნდა შესრულდეს“, - განაცხადა ბჟანიამ და დასძინა, რომ საუბარია, კერძოდ, „მთავრობათაშორის“ შეთანხმებაზე კომერციულ საქმეებზე საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების აღიარებასთან დაკავშირებით, რომელიც რატიფიცირებისთვის ე.წ. პარლამენტშია წარდგენილი.

მისი თქმით, საარბიტრაჟო სასამართლოების გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმება „ხსნის შესაძლებლობებს ეკონომიკური განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის.

„ჩვენი ეკონომიკა არ მუშაობს ეფექტურად, ჩვენ ვერ მივაღწიეთ ეკონომიკური განვითარების იმ დონეს, რომელიც გვჭირდება მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად და ინვესტიციების მოზიდვის გარეშე შეუძლებელია, ეკონომიკა სხვანაირად არ მუშაობს. ჩვენ მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან შეგვიძლია განვახორციელოთ ინვესტიციები და ინვესტორი მაშინ მოვა ქვეყანაში, როდესაც მისთვის უსაფრთხოების პირობები შეიქმნება და იქნება ბიზნესის კეთების გარანტიები“, - აღნიშნა ბჟანიამ.