სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერებაც მაგიდაზეა" - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი
"საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერებაც მაგიდაზეა" - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი

"უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვქონ­და პრო­ცე­სე­ბის რამ­დე­ნი­მე გან­ვი­თა­რე­ბა, რა­მაც გა­ზარ­და დის­ტან­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის - თუ ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ხელ­სა­წყო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ელე­მენ­ტი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბა ერთ-ერთი მათ­გა­ნია", - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი აკ­ვირ­დე­ბა პრო­ცე­სებს და იმე­დი აქვს, რომ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი, რომ არ იქ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ევ­რო­კავ­ში­რი გა­მო­ი­ყე­ნებს მის ხელთ არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა ხელ­სა­წყოს, მათ შო­რის ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას.

"ევ­რო­კავ­შირ­მა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე გა­მო­ხა­ტა შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჩვენ ცალ­სა­ხად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ იმ რე­ფორ­მე­ბის წარ­მოდ­გე­ნის ნაც­ვლად, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან უფრო მე­ტად და­ა­ახ­ლო­ებს, სამ­წუ­ხა­როდ, უკა­ნას­კნე­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ გვქონ­და პრო­ცე­სე­ბის რამ­დე­ნი­მე გან­ვი­თა­რე­ბა, რა­მაც გა­ზარ­და დის­ტან­ცია სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის.

ჩვენ ეს სა­კი­თხი შიგ­ნით გან­ვი­ხი­ლეთ, წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ეს შიგ­ნით და ჩვენ ხმა­მაღ­ლა და მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დეთ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, რომ ყველა შე­საძ­ლო ვა­რი­ან­ტი მა­გი­და­ზეა, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბა, პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით. ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, გულ­წრფე­ლად ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი, რომ არ იქ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბა, რომ არ­ჩევ­ნე­ბი იქ­ნე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი - ეს არის ჩვე­ნი სურ­ვი­ლი, რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს მოვ­ლე­ნე­ბი, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ვი­თა­რე­ბა გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ხელ­სა­წყო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ელე­მენ­ტი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვი­ზო რე­ჟი­მის დრო­ე­ბი­თი შე­ჩე­რე­ბა ერთ-ერთი მათ­გა­ნია“, - გა­ნა­ცხა­და პა­ველ ჰერ­ჩინ­სკიმ.

  • მან ასე­ვე უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, რო­გორ შე­ა­ფა­სებ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ოს ხალ­ხს 2008 წლის ომის გამო ბო­დი­ში უნდა მო­უ­ხა­დოს.

„ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცია ყო­ველ­თვის კრის­ტა­ლუ­რად ნა­თე­ლია, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას. ჩვენ ამას მხარს ვუ­ჭერთ არა მხო­ლოდ დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბით და სი­ტყვე­ბით, არა­მედ საქ­მი­თაც, თქვენ გაქვთ ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია ად­გილ­ზე, გყავთ ევ­რო­კავ­ში­რის დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მხარს უჭე­რენ ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას, რომ­ლე­ბიც იტან­ჯე­ბი­ან რუ­სე­თის ოკუ­პა­ცი­ის გამო“, - აღ­ნიშ­ნა ელჩმა.

მისი თქმით, რუ­სე­თი ყო­ველ­თვის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ით, ქა­ო­სით.

"რაც შე­ე­ხე­ბა 2008 წლის ომს, ნება მო­მე­ცით, გარ­კვე­ვით ვთქვა, რომ ქა­ო­სის, ნგრე­ვის უკან, რო­მე­ლიც ახლა უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბო­და და ასე­ვე მსოფ­ლი­ოს ბევრ სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მათ შო­რის სი­რი­ა­ში, სა­ჰელ­ში, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა­ში, დგას რუ­სე­თი. რუ­სე­თი ყო­ველ­თვის და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი იყო და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ით, ქა­ო­სით. ჩვენ­თვის, ევ­რო­კავ­ში­რის­თვის რუ­სე­თის ნე­ო­კო­ლო­ნის­ტუ­რი და იპე­რი­ა­ლის­ტუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი მი­უ­ღე­ბე­ლია. მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, პა­ტი­ვი სცენ კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას. მი­უ­ღე­ბე­ლია, რო­დე­საც უფრო დიდი და ძლი­ე­რი ქვე­ყა­ნა იჭ­რე­ბა უფრო პა­ტა­რა მე­ზობ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სწო­რედ ამი­ტომ ვდგა­ვართ უკ­რა­ი­ნის გვერ­დით და სწო­რედ ამი­ტომ ვუ­ჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას“, - აღ­ნიშ­ნა დიპ­ლო­მატ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერებაც მაგიდაზეა" - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი

"საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერებაც მაგიდაზეა" - რას აცხადებს ევროკავშირის ელჩი

"უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის - თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

  • მისი თქმით, ევროკავშირი აკვირდება პროცესებს და იმედი აქვს, რომ საარჩევნო პროცესი იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროკავშირი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ სხვადასხვა ხელსაწყოს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას.

"ევროკავშირმა უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გამოხატა შეშფოთება საქართველოში პროცესების განვითარების ტრაექტორიასთან დაკავშირებით. ჩვენ ცალსახად შეშფოთებულები ვართ, რომ იმ რეფორმების წარმოდგენის ნაცვლად, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან უფრო მეტად დააახლოებს, სამწუხაროდ, უკანასკნელი თვეების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პროცესების რამდენიმე განვითარება, რამაც გაზარდა დისტანცია საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

ჩვენ ეს საკითხი შიგნით განვიხილეთ, წევრმა ქვეყნებმა განიხილეს ეს შიგნით და ჩვენ ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადეთ რამდენიმე თვის წინ, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის, საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება, პროცესების განვითარებაზე დაფუძნებით. ჩვენ ვაკვირდებით პროცესების განვითარებას, გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საარჩევნო კამპანია იქნება მშვიდობიანი, რომ არ იქნება ძალადობა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი - ეს არის ჩვენი სურვილი, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენი ხელსაწყოების სხვადასხვა ელემენტი და თავისუფალი სავიზო რეჟიმის დროებითი შეჩერება ერთ-ერთი მათგანია“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

  • მან ასევე უპასუხა შეკითხვას, როგორ შეაფასებდა ბიძინა ივანიშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველმა ხალხმა ოს ხალხს 2008 წლის ომის გამო ბოდიში უნდა მოუხადოს.

„ევროკავშირის პოზიცია ყოველთვის კრისტალურად ნათელია, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ არა მხოლოდ დეკლარაციებით და სიტყვებით, არამედ საქმითაც, თქვენ გაქვთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადგილზე, გყავთ ევროკავშირის დამკვირვებლები, რომლებიც მხარს უჭერენ ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც იტანჯებიან რუსეთის ოკუპაციის გამო“, - აღნიშნა ელჩმა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და დაინტერესებულია დესტაბილიზაციით, ქაოსით.

"რაც შეეხება 2008 წლის ომს, ნება მომეცით, გარკვევით ვთქვა, რომ ქაოსის, ნგრევის უკან, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს და 2008 წელს საქართველოში ხდებოდა და ასევე მსოფლიოს ბევრ სხვა ტერიტორიაზე, მათ შორის სირიაში, საჰელში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, დგას რუსეთი. რუსეთი ყოველთვის დაინტერესებული იყო და დაინტერესებულია დესტაბილიზაციით, ქაოსით. ჩვენთვის, ევროკავშირისთვის რუსეთის ნეოკოლონისტური და იპერიალისტური ამბიციები მიუღებელია. მოვუწოდებთ ყველას, პატივი სცენ კანონის უზენაესობას. მიუღებელია, როდესაც უფრო დიდი და ძლიერი ქვეყანა იჭრება უფრო პატარა მეზობლის ტერიტორიაზე. სწორედ ამიტომ ვდგავართ უკრაინის გვერდით და სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა დიპლომატმა.