სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია" - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესახებ
"არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია" - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესახებ

"არ მგო­ნია, რომ ამ პო­ლი­ტი­კურ ქორ­წი­ნე­ბა­ზე ხელი უნდა ჩა­ვიქ­ნი­ოთ - ჯერ ისევ პო­ლი­ტი­კუ­რი ფლირ­ტა­ო­ბის პე­რი­ო­დია და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ეს ყვე­ლა­ფე­რი წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დეს, - ასე უპა­სუ­ხა „გირ­ჩის“ დე­პუ­ტატ­მა იაგო ხვი­ჩი­ამ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­წყე­ბუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლის თა­ო­ბა­ზე დას­მულ კი­თხვას.

ხვი­ჩი­ას თქმით, „როცა მხა­რე­ებს ერ­თმა­ნე­თი უნ­დათ, მაგ­რამ შუ­ა­ში ვი­ღაც ამ­რე­ვე­ბი არი­ან, ყვე­ლა­ფე­რი დაძ­ლე­ვა­დია“.

„ვფიქ­რობ, რომ „ლე­ლოს“ და ბა­ტონ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას რა­ღაც პა­ტა­რამ შე­უ­შა­ლა ხელი. დაშ­ლის მერე მიხ­ვდნენ, რომ ეს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია და ახლა ორი­ვე ცოტ-ცოტა სი­ნა­ნულ­შია, რაც იმის სა­ფუძ­ველს გვაძ­ლევს, რომ დარ­ჩე­ნილ დრო­ში ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნო­ბა წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დე­ბა.

მთე­ლი ეს სი­უ­ჟე­ტი მძლავ­რი მე­ლოდ­რა­მის სცე­ნა­რით გან­ვი­თარ­და - თა­ვი­დან გი­ორ­გი გა­ხა­რია აქ­ტი­უ­რობ­და და "ლე­ლოს­თან" უნ­დო­და. "ლე­ლომ", რო­გორც სჩ­ვე­ვია, თავი შორს და­ი­ჭი­რა - "უი, რო­გორ გე­კად­რე­ბა­თო" - და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი კო­მენ­ტა­რი ჰქონ­დათ. მერე საქ­მე­ში პრე­ზი­დენ­ტი ჩა­ე­ბა და ნელ-ნელა "ლე­ლოც" მოლ­ბა, მაგ­რამ რო­გორც ასეთ დროს სჩ­ვე­ვი­ათ ხოლ­მე, ერთი დღით დაჰ­კრა ფეხი და პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­დან გა­ქუს­ლა. ამ პე­რი­ოდ­ში გა­ხა­რი­ას „გა­და­უნ­და“ და "ლე­ლოს" მო­უნ­და. ახლა ამ პრო­ცეს­ში ვართ, მაგ­რამ მგო­ნია, რომ "ლე­ლოს" ფული ისე­თია, რომ თა­ვი­დან მო­ან­დო­მებს გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

პრე­ზი­დენ­ტის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მარ­თუ­ლი სამდღი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ, 19 სექ­ტემ­ბერს, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და „ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს“ შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბა ვერ შედ­გა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია" - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესახებ

"არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია" - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესახებ

"არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია და არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდეს, - ასე უპასუხა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე დასმულ კითხვას.

ხვიჩიას თქმით, „როცა მხარეებს ერთმანეთი უნდათ, მაგრამ შუაში ვიღაც ამრევები არიან, ყველაფერი დაძლევადია“.

„ვფიქრობ, რომ „ლელოს“ და ბატონ გიორგი გახარიას რაღაც პატარამ შეუშალა ხელი. დაშლის მერე მიხვდნენ, რომ ეს გამოსასწორებელია და ახლა ორივე ცოტ-ცოტა სინანულშია, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ დარჩენილ დროში ეს პოლიტიკური ნიშნობა წარმატებით დასრულდება.

მთელი ეს სიუჟეტი მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა - თავიდან გიორგი გახარია აქტიურობდა და "ლელოსთან" უნდოდა. "ლელომ", როგორც სჩვევია, თავი შორს დაიჭირა - "უი, როგორ გეკადრებათო" - დაახლოებით ასეთი კომენტარი ჰქონდათ. მერე საქმეში პრეზიდენტი ჩაება და ნელ-ნელა "ლელოც" მოლბა, მაგრამ როგორც ასეთ დროს სჩვევიათ ხოლმე, ერთი დღით დაჰკრა ფეხი და პრეზიდენტის სასახლიდან გაქუსლა. ამ პერიოდში გახარიას „გადაუნდა“ და "ლელოს" მოუნდა. ახლა ამ პროცესში ვართ, მაგრამ მგონია, რომ "ლელოს" ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ შედგა.