საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კესარია ბექა ჯაიანს შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ფოტოს სოცქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ... შემდეგ ჯაიანმა დანა იყიდა" - რა მოხდა მკვლელობის ღამეს: პროკურატურა დეტალებით
"კესარია ბექა ჯაიანს შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ფოტოს სოცქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ... შემდეგ ჯაიანმა დანა იყიდა" - რა მოხდა მკვლელობის ღამეს: პროკურატურა დეტალებით

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 37 წლის ტრანსგენ­დერ ქალს, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს ბრალ­დე­ბულ­მა ბექა ჯა­ი­ან­მა და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა.

უწყე­ბის ცნო­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რამ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთ პირს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რით ადრე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს და ბრალ­დე­ბულს პი­რად სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ და აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

  • 18 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 15:50 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, ადამ მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ბ.ჯ.-მ "ოპი­ნე­ლის" ფირ­მის გა­საშ­ლე­ლი დანა შე­ი­ძი­ნა და კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა გა­და­წყვი­ტა. ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე შეხ­ვედ­რა­ზე დას­თან­ხმდა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ. ბრალ­დე­ბუ­ლი იმ მიზ­ნით, რომ კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს შეხ­ვედ­რო­და და გან­ზრახ­ვა სის­რუ­ლე­ში მო­ეყ­ვა­ნა, ფო­ტო­ე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბას დას­თან­ხმდა, რის შემ­დე­გაც კე­სა­რია აბ­რა­მი­ძემ ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი სა­ა­კა­ძის მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან ტაქ­სით და­ახ­ლო­ე­ბით 19:10 სა­ათ­ზე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მი­ვი­და, შე­ვი­და იქვე მდე­ბა­რე „ნი­კო­რას“ ფირ­მის მა­ღა­ზი­ა­ში, შე­ი­ძი­ნა ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 19:27 სა­ათ­ზე კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის ბი­ნა­ში მი­ვი­და. ბრალ­დე­ბულ­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ჯერ ხელი და­არ­ტყა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს, ხოლო შემ­დეგ იმა­ვე დღეს შე­ძე­ნი­ლი და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ, და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა კი­ბე­ე­ბით, ჩქა­რი ნა­ბი­ჯით და­ტო­ვა, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩი­დან ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის ქუ­ჩის გავ­ლით გა­ვი­და მი­რი­ან მე­ფის და შემ­დეგ ფარ­ნა­ვაზ მე­ფის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც ამა­ვე ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში მი­ვი­და, გა­მო­იც­ვა­ლა მხო­ლოდ სის­ხლი­ა­ნი მა­ი­სუ­რი და ბინა და­ტო­ვა, რის შემ­დგო­მაც ჯერ ტაქ­სით წა­ვი­და დი­დუ­ბის მეტ­როს­თან, სა­ი­და­ნაც მეტ­რო­თი მეტ­რო­სად­გურ „სა­რა­ჯიშ­ვი­ლამ­დე“ იმ­გზავ­რა, ხოლო შემ­დეგ ასე­ვე ტაქ­სით სე­ნა­კის­კენ გა­ე­მარ­თა. ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ბ.ჯ. სამ­ტრე­დი­ის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­ა­ჩე­რეს, რის შემ­დგო­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, ბ.ჯ.-სთან ჩა­ტარ­და ფა­რუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა - „ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი“, სა­დაც მან და­ნა­შა­უ­ლის დე­ტა­ლებ­ზე ისა­უბ­რა.

და­კა­ვე­ბულს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით - პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"კესარია ბექა ჯაიანს შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ფოტოს სოცქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ... შემდეგ ჯაიანმა დანა იყიდა" - რა მოხდა მკვლელობის ღამეს: პროკურატურა დეტალებით

"კესარია ბექა ჯაიანს შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ფოტოს სოცქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ... შემდეგ ჯაიანმა დანა იყიდა" - რა მოხდა მკვლელობის ღამეს: პროკურატურა დეტალებით

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 37 წლის ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს ბრალდებულმა ბექა ჯაიანმა დანით სხეულის სხვადასხვა ადგილზე 28 ჭრილობა მიაყენა.

უწყების ცნობით, პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს პროკურატურამ კესარია აბრამიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

  • 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, თბილისში, ადამ მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში ბ.ჯ.-მ "ოპინელის" ფირმის გასაშლელი დანა შეიძინა და კესარია აბრამიძესთან შეხვედრა გადაწყვიტა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე დასთანხმდა მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ. ბრალდებული იმ მიზნით, რომ კესარია აბრამიძეს შეხვედროდა და განზრახვა სისრულეში მოეყვანა, ფოტოების გასაჯაროებას დასთანხმდა, რის შემდეგაც კესარია აბრამიძემ ფოტოსურათები სოციალურ ქსელში ატვირთა.

გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებული სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან ტაქსით დაახლოებით 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, შევიდა იქვე მდებარე „ნიკორას“ ფირმის მაღაზიაში, შეიძინა ალკოჰოლური სასმელი და დაახლოებით 19:27 საათზე კესარია აბრამიძის ბინაში მივიდა. ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ჯერ ხელი დაარტყა კესარია აბრამიძეს, ხოლო შემდეგ იმავე დღეს შეძენილი დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად კესარია აბრამიძე ადგილზე გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით, ჩქარი ნაბიჯით დატოვა, ავთანდილის ქუჩიდან ვეფხისტყაოსნის ქუჩის გავლით გავიდა მირიან მეფის და შემდეგ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ამავე ქუჩაზე მდებარე ნათესავის ბინაში მივიდა, გამოიცვალა მხოლოდ სისხლიანი მაისური და ბინა დატოვა, რის შემდგომაც ჯერ ტაქსით წავიდა დიდუბის მეტროსთან, საიდანაც მეტროთი მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ იმგზავრა, ხოლო შემდეგ ასევე ტაქსით სენაკისკენ გაემართა. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებმა ბ.ჯ. სამტრედიისკენ მიმავალ გზაზე, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეაჩერეს, რის შემდგომაც ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ბ.ჯ.-სთან ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება - „ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერი“, სადაც მან დანაშაულის დეტალებზე ისაუბრა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე: