პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს BBC კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით?
რას წერს BBC კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით?

BBC კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს. სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრანსგენ­დე­რი ქალი ანტი-ლგბტ კა­ნო­ნის მი­ღე­ბი­დან ერთი დღის შემ­დეგ მოკ­ლეს. გთა­ვა­ზობთ BBC-ის სტა­ტი­ის თარ­გმანს.

  • "სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი სა­კუ­თარ სახ­ლში მოკ­ლეს, ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის მიერ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ანტი-ლგბტ კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ღე­ბი­დან ერთი დღის შემ­დეგ.

ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 37 წლის კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე თბი­ლის­ში, თა­ვის ბი­ნა­ში და­ნით მოკ­ლეს. და­ა­კა­ვეს 26 წლის მა­მა­კა­ცი, რომ­ლის ქმე­დე­ბა­მაც პა­ტა­რა სამ­ხრეთ­კავ­კა­სი­ურ ქვე­ყა­ნა­ში შოკი გა­მო­იწ­ვია. ქარ­თუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მას მსხვერ­პლი იც­ნობ­და.

უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა ჯგუ­ფებ­მა მკვლე­ლო­ბა ახალ ანტი-ლგბტ კა­ნონს და­უ­კავ­ში­რეს, ამ­ტკი­ცე­ბენ რა, რომ მთავ­რო­ბის მიერ ამ კა­ნო­ნის პრო­პა­გან­დამ ტრანსფო­ბი­უ­რი სი­ძულ­ვი­ლი გა­აძ­ლი­ე­რა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ახალ კა­ნონს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და, გა­ნა­ცხა­და, რომ ამ "სა­ში­ნელ­მა მკვლე­ლო­ბამ" გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი სი­ძულ­ვი­ლით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის შე­სა­ხებ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკვეთ­რად ზღუ­დავს ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს. კა­ნონპ­რო­ექ­ტი მარ­ტი­ვად გა­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში, მი­უ­ხე­და­ვად უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ჯგუ­ფე­ბის კრი­ტი­კი­სა.

  • ის იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ღიად ტრანსგენ­დე­რი სა­ჯა­რო ფი­გუ­რა ქვე­ყა­ნა­ში, წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ტრანსგენ­დერე­ბის კონ­კურ­სებ­ზე და ჰყავ­და 500 000-ზე მეტი მიმ­დე­ვა­რი სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში.

"ჰო­მო­ფო­ბია, ბი­ფო­ბია და ტრანსფო­ბია გახ­და მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი დის­კურ­სი­სა და იდე­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრა­ლუ­რი ნა­წი­ლი, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­ხი­ლოთ ამ სა­ერ­თო მძი­მე კონ­ტექ­სტის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბით" - აცხა­დე­ბენ ად­გი­ლობ­რივ უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­თა ჯგუფ "სო­ცი­ა­ლურ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ცენ­ტრში", - წერს BBC.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

რას წერს BBC კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით?

რას წერს BBC კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით?

BBC კესარია აბრამიძის მკვლელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ტრანსგენდერი ქალი ანტი-ლგბტ კანონის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ მოკლეს. გთავაზობთ BBC-ის სტატიის თარგმანს.

  • "საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრანსგენდერი ქალი საკუთარ სახლში მოკლეს, ქვეყნის პარლამენტის მიერ მნიშვნელოვანი ანტი-ლგბტ კანონპროექტის მიღებიდან ერთი დღის შემდეგ.

ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით, 37 წლის კესარია აბრამიძე თბილისში, თავის ბინაში დანით მოკლეს. დააკავეს 26 წლის მამაკაცი, რომლის ქმედებამაც პატარა სამხრეთკავკასიურ ქვეყანაში შოკი გამოიწვია. ქართული მედიის ცნობით, მას მსხვერპლი იცნობდა.

უფლებადამცველმა ჯგუფებმა მკვლელობა ახალ ანტი-ლგბტ კანონს დაუკავშირეს, ამტკიცებენ რა, რომ მთავრობის მიერ ამ კანონის პროპაგანდამ ტრანსფობიური სიძულვილი გააძლიერა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ახალ კანონს ეწინააღმდეგებოდა, განაცხადა, რომ ამ "საშინელმა მკვლელობამ" გააჩინა კითხვები სიძულვილით ჩადენილი დანაშაულისა და დისკრიმინაციის შესახებ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მთავრობის მიერ მიღებული კანონმდებლობა მკვეთრად ზღუდავს ლგბტ ადამიანების უფლებებს. კანონპროექტი მარტივად გავიდა პარლამენტში, მიუხედავად უფლებადამცველი ჯგუფების კრიტიკისა.

  • ის იყო ერთ-ერთი პირველი ღიად ტრანსგენდერი საჯარო ფიგურა ქვეყანაში, წარმოადგენდა საქართველოს საერთაშორისო ტრანსგენდერების კონკურსებზე და ჰყავდა 500 000-ზე მეტი მიმდევარი სოციალურ მედიაში.

"ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია გახდა მთავრობის ოფიციალური დისკურსისა და იდეოლოგიის ცენტრალური ნაწილი, კესარია აბრამიძის მკვლელობა არ შეიძლება განვიხილოთ ამ საერთო მძიმე კონტექსტისგან განცალკევებით" - აცხადებენ ადგილობრივ უფლებადამცველთა ჯგუფ "სოციალურ სამართლიანობის ცენტრში", - წერს BBC.

წყარო