„რაც უფრო მეტი კორპუსია ქალაქში, ბუნებრივია, უფრო მეტი ავტომობილია. ქალაქი უნდა გაიშალოს“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“, მოძრაობა „ჩემი ქალაქი მკლავს" დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ განაცხადა.
"მიუხედავად თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკისა, რომ შემცირდეს ავტომობილების და საპარკინგე სივრცეების რაოდენობა, მანქანების რაოდენობა იზრდება და მგონი ბოლო ერთ წელიწადში თუ წელიწად-ნახევარში დედაქალაქს 70 000 ავტომობილი დაემატა.
ამის გამომწვევი ბევრი მიზეზია, რომელთაგან მთავარი მასიური განაშენიანებაა. თბილისი მჭიდროდ არის განაშენიანებული. ცენტრში შენდება მაღალსართულიანი შენობები და..... განაგრძეთ კითხვა