ავტორი:

"ისრაელმა პეიჯერების აფეთქებით ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ეს ომის გამოცხადება იყო" - ჰასან ნასრალა ისრაელს ემუქრება

"ისრაელმა პეიჯერების აფეთქებით ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა, ეს ომის გამოცხადება იყო" - ჰასან ნასრალა ისრაელს ემუქრება

“ჰეზბოლას” ლიდერის, ჰასან ნასრალას განცხადებით, პეიჯერებისა და რაციების გამოყენებით თავდასხმების განხორციელებით ისრაელმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა.

“ჰეზბოლას” ლიდერის მტკიცებით, ისრაელის ეს ქმედება ომის გამოცხადება იყო.

  • ჰასან ნასრალამ აღიარა, რომ "ჰეზბოლამ“ უპრეცედენტო დარტყმა განიცადა, მაგრამ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას და დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დააკისრებს.

ისრაელს ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ ის დგას აფეთქებების უკან, რომლის შედეგადაც, ლიბანის ხელისუფლების თქმით, 37 ადამიანი დაიღუპა და 3000 დაიჭრა.

  • ასევე აღსანიშნავია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას“ კუთვნილ 100-ზე მეტი სარაკეტო გამშვებს და სხვა "ტერორისტულ ობიექტებს", მათ შორის იარაღის შესანახ ობიექტს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, გამშვებები მზად იყვნენ ისრაელის წინააღმდეგ გასროლის განსახორციელებლად.

ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა, რომ ისრაელმა ხუთშაბათს საღამოს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მინიმუმ 52 დარტყმა განახორციელა.