ავტორი:

"ივანიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება" - სააკაშვილი

"ივანიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება" - სააკაშვილი

ივანიშვილი სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება, რაც მას არ გამოუვა - აფხაზეთის დაბრუნების გეგმა გვაქვს. აღებული გვაქვს ცალმხრივი ვალდებულება, 2010 წელს, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, ვაპირებთ ამის მშვიდობიანი გზებით კეთებას,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

  • სააკაშვილის თქმით, საქართველო დღეს ამერიკას ცივ ომს უცხადებს.

"ამერიკას პრაქტიკულად ცივ ომს ვუცხადებთ. ამერიკას ვემუქრებით ურთიერთობების გადახედვით, ისეთ კატასტროფაში ვყოფთ თავს... ხატია დეკანოიძეა დარბაზში და კარგად იცის, რა ძალისხმევა დასჭირდა ამერიკასთან ურთიერთობის დაწყობას, ამ დახმარების მოპოვებას, საქართველოს პოზიციების განმტკიცებას. ამერიკის პრეზიდენტი ყოველ კვირას საქართველოს ახსენებდა როგორც მისაბაძ მაგალითს, როგორც დემოკრატიის შუქურას. სად წავიდა ეს ყველაფერი? თვითგამოცხადებულმა ჭორვილელმა დიქტატორმა საქართველოს სახელი საბოლოოდ ამოსვარა ტალახში. გეგმა გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების (ცხინვალზე აღარ ვამბობ, ის ბევრად უფრო მარტივია).

აფხაზეთის დაბრუნების გეგმა არის ძალიან მარტივი: უნდა ავაშენოთ ლაზიკის პორტი, სადაც სასტუმროებია აშენებული, რომელიც გააპარტახეს. ლაზიკის პორტში აფხაზეთიდან ჩამოვიყვანეთ ადამიანები, სოხუმელები იყვნენ, იქიდან დადიოდნენ სამსახურში. ლაზიკა იქნება მიზიდულობის ცენტრი, მოხდება სოხუმის ბათუმიზაცია და ევროკავშირის პასპორტებით შევალთ აფხაზებთან. აღებული გვაქვს ცალმხრივი ვალდებულება, ჩემ მიერ, 2010 წელს, რომ საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ვაპირებთ ამის მშვიდობიანი გზებით კეთებას. ვაპირებთ, რომ არეულობები არ დავუშვათ. ივანიშვილი ემზადება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებისთვის, რაც მას არ გამოუვა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.