პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე, არ ვიცი რა შეიცვალა" - გაუგებრობა მოლაპარაკებებში: რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?
"ჩვენ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე, არ ვიცი რა შეიცვალა" - გაუგებრობა მოლაპარაკებებში: რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?

ჩვენ ამ ხელ­მო­წე­რის­თვის ვი­ყა­ვით მზად გუ­შინ, როცა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე დავ­ტო­ვე. არ ვიცი რა შე­იც­ვა­ლა - ამის შე­სა­ხებ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ, პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გუნდთან პა­რი­ტეტ­ზე შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და რა შე­იც­ვა­ლა ამა­ზე არ ფლობს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

"სამი დღის წინ გა­მოვ­ხა­ტე სურ­ვი­ლი, რომ მზად ვი­ყა­ვი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და მის გუნდთან დაგ­ვე­წყო კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, ერთი მიზ­ნის გამო, რომ და­ვა­მარ­ცხოთ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, გა­ვის­ტუმ­როთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან, რომ სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან სწრა­ფად და­ვა­ყე­ნოთ ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე.

იცით, რომ ბოლო 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამას გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­ზი­დენ­ტი. 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და ინ­ტენ­სი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბით. გუ­შინ ჩვენ პრინ­ცი­პუ­ლად მი­ვაღ­წი­ეთ შე­თან­ხმე­ბას. ამის შე­სა­ხებ გუ­შინ სა­ღა­მოს გი­თხა­რით. დღე­საც გი­თხა­რით, რომ ჩვე­ნი ჯგუ­ფი და კო­ა­ლი­ცია მზა­დაა ხელ­მო­სა­წე­რად იმის­თვის, რომ ეს მოხ­დეს, ვე­ლო­დე­ბო­დით პრე­ზი­დენ­ტის მიერ და­ნიშ­ნულ სა­ათს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვნა­ხე გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის გან­ცხა­დე­ბა. კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ, რომ ჩვენ იმ პრინ­ცი­პებ­ზე, რაც გუ­შინ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ და ეს პრინ­ცი­პე­ბია, ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ყე­ნე­ბა ევ­რო­პულ გზა­ზე, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გას­ტუმ­რე­ბა, ძლი­ე­რი კო­ა­ლი­ცი­ის შექ­მნა, ამა­ზე და ყვე­ლა სხვა პი­რო­ბებ­ზე, მზად ვარ. არც ეგაა ტრა­გე­დია, თუმ­ცა ვფიქ­რობ, რომ მო­მენ­ტუ­მი იქ­ნე­ბა გაშ­ვე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, რომ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა იმა­ზე მაღ­ლა დად­გო­მა, თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს, ვიდ­რე ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბია და ა.შ. მე პი­რა­დად შევ­ძე­ლი, ბად­რი­მაც... და­წყე­ბუ­ლი ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან კო­ა­ლი­ცი­ის გა­ფორ­მე­ბით, კო­ა­ლი­ცი­ა­შია ანა დო­ლი­ძე, ლე­ვან ცუც­ქი­რი­ძე, ისი­ნი არი­ან კო­ა­ლი­ცი­ა­ში პარტნი­ო­რე­ბი, მე მათ პა­ტივს ვცემ.

მე რად­გან აქ ვლა­პა­რა­კობ და მოვ­დი­ო­დი ხელ­მო­სა­წე­რად, ეს ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვსა­უბ­რობთ კო­ა­ლი­ცი­ის სა­ხე­ლით. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ბევ­რი დო­კუ­მენ­ტი გა­მი­ფორ­მე­ბია, ბოლო მო­მენ­ტამ­დე არის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა, მაგ­რამ ეს მთავ­რდე­ბა, რო­გორც კი ხელი ეწე­რე­ბა. ჩვენ ამ ხელ­მო­წე­რის­თვის ვი­ყა­ვით მზად გუ­შინ, როცა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე დავ­ტო­ვე. არ ვიცი რა შე­იც­ვა­ლა. მე პა­ტივს ვცემ კო­ა­ლი­ცი­ის იმ წევ­რებს, რომ­ლე­ბიც ჩვენ­თან არი­ან ზო­მის, წო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ვის უფრო მეტი ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბა ჰყავს. ჩვენ გა­მო­ვე­დით ერ­თი­ა­ნი პო­ზი­ცი­ით. პა­რი­ტე­ტი ჩვენს შო­რის, "ლელო“-სა და გა­ხა­რი­ას პარ­ტია შო­რის არის, ამა­ზე ჩვენ შევ­თან­ხმდით, მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლია. ჩვენ სა­ხე­ლიც კი შევ­ცვა­ლეთ ეს აღა­რაა "ლელო“ არის "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო“ და ის სამი სუ­ბი­ექ­ტიც, რომ­ლე­ბიც შე­მო­ვიდ­ნენ კო­ა­ლი­ცი­ა­ში, ისი­ნიც უნდა ყო­ფი­ლიყ­ვნენ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლე­ბი“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლოს­თან“ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა ამ ეტაპ­ზე ვერ მო­ხერ­ხდა.

რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მათ პარ­ტი­ა­სა და "ლე­ლოს“ შო­რის და­წყე­ბუ­ლი დის­კუ­სია აჩენს პო­ზი­ტი­ურ მო­ლო­დი­ნებს, მომ­დევ­ნო მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში თა­ნაშ­რომ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

"ჩვენ გვერ­დზე გა­დავ­დეთ ჩვე­ნი პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი დავ­თმეთ, სა­ნაც­ვლოდ მე­ო­რე მხა­რემ ითხო­ვა ვადა შიდა კო­ა­ლი­ცი­უ­რი შე­თან­ხმე­ბის­თვის. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც ჩანს, მე­ო­რე მხა­რემ შიდა კონ­სენ­სუსს ვერ მი­აღ­წია", - ნათ­ქვა­მია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ჩვენ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე, არ ვიცი რა შეიცვალა" - გაუგებრობა მოლაპარაკებებში: რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?

"ჩვენ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე, არ ვიცი რა შეიცვალა" - გაუგებრობა მოლაპარაკებებში: რას აცხადებს მამუკა ხაზარაძე?

ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას გუნდთან პარიტეტზე შეთანხმებულები იყვნენ და რა შეიცვალა ამაზე არ ფლობს ინფორმაციას.

"სამი დღის წინ გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი გიორგი გახარიასა და მის გუნდთან დაგვეწყო კონსულტაციები, ერთი მიზნის გამო, რომ დავამარცხოთ "ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროკავშირის გზაზე.

იცით, რომ ბოლო 2-3 დღის განმავლობაში ამას გამოეხმაურა პრეზიდენტი. 2-3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკება, პრეზიდენტის ჩართულობით. გუშინ ჩვენ პრინციპულად მივაღწიეთ შეთანხმებას. ამის შესახებ გუშინ საღამოს გითხარით. დღესაც გითხარით, რომ ჩვენი ჯგუფი და კოალიცია მზადაა ხელმოსაწერად იმისთვის, რომ ეს მოხდეს, ველოდებოდით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. მოგვიანებით ვნახე გახარიას პარტიის განცხადება. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ იმ პრინციპებზე, რაც გუშინ მოვილაპარაკეთ და ეს პრინციპებია, ჩვენი ქვეყნის დაყენება ევროპულ გზაზე, "ქართული ოცნების“ გასტუმრება, ძლიერი კოალიციის შექმნა, ამაზე და ყველა სხვა პირობებზე, მზად ვარ. არც ეგაა ტრაგედია, თუმცა ვფიქრობ, რომ მომენტუმი იქნება გაშვებული. ვფიქრობ, რომ ქვეყანას სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, თითოეულ ჩვენგანს, ვიდრე ტექნიკური საკითხებია და ა.შ. მე პირადად შევძელი, ბადრიმაც... დაწყებული ალეკო ელისაშვილთან კოალიციის გაფორმებით, კოალიციაშია ანა დოლიძე, ლევან ცუცქირიძე, ისინი არიან კოალიციაში პარტნიორები, მე მათ პატივს ვცემ.

მე რადგან აქ ვლაპარაკობ და მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კოალიციის სახელით. საბოლოო ჯამში, ბევრი დოკუმენტი გამიფორმებია, ბოლო მომენტამდე არის ვნებათაღელვა, მაგრამ ეს მთავრდება, როგორც კი ხელი ეწერება. ჩვენ ამ ხელმოწერისთვის ვიყავით მზად გუშინ, როცა პრეზიდენტის სასახლე დავტოვე. არ ვიცი რა შეიცვალა. მე პატივს ვცემ კოალიციის იმ წევრებს, რომლებიც ჩვენთან არიან ზომის, წონის მიუხედავად, ვის უფრო მეტი ხალხის რაოდენობა ჰყავს. ჩვენ გამოვედით ერთიანი პოზიციით. პარიტეტი ჩვენს შორის, "ლელო“-სა და გახარიას პარტია შორის არის, ამაზე ჩვენ შევთანხმდით, მოლაპარაკებულია. ჩვენ სახელიც კი შევცვალეთ ეს აღარაა "ლელო“ არის "ძლიერი საქართველო“ და ის სამი სუბიექტიც, რომლებიც შემოვიდნენ კოალიციაში, ისინიც უნდა ყოფილიყვნენ გათვალისწინებულები“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ინფორმაციით, "ძლიერ საქართველოსთან“ შეთანხმების მიღწევა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ პარტიასა და "ლელოს“ შორის დაწყებული დისკუსია აჩენს პოზიტიურ მოლოდინებს, მომდევნო მოწვევის პარლამენტში თანაშრომლობასთან დაკავშირებით.

"ჩვენ გვერდზე გადავდეთ ჩვენი პარტიული ინტერესები და ყველაფერი დავთმეთ, სანაცვლოდ მეორე მხარემ ითხოვა ვადა შიდა კოალიციური შეთანხმებისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსენსუსს ვერ მიაღწია", - ნათქვამია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაში.

იხილეთ ასევე: