მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს - FBI
ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს - FBI

"ირა­ნელ­მა ჰა­კე­რებ­მა, აშშ-ის არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­რე­ვის მიზ­ნით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის“ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბი­დან მო­პა­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია "დე­მოკ­რა­ტე­ბის“ მა­შინ­დელ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­თან, ჯო ბა­ი­დენ­თან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებს ელექტრო­ნუ­ლი წე­რი­ლე­ბის სა­ხით გა­უგ­ზავ­ნეს", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო ბი­უ­რომ (FBI) და სხვა ამე­რი­კულ­მა უწყე­ბებ­მა გა­ნა­ცხა­დეს.

  • FBI-მ 12 აგ­ვის­ტოს და­ა­დას­ტუ­რა, რომ იძი­ებ­და დო­ნალდ ტრამ­პის სა­არ­ჩევ­ნო შტა­ბის სა­ჩი­ვარს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ირან­მა გა­ტე­ხა და გა­ავ­რცე­ლა სენ­სი­ტი­უ­რი სა­არ­ჩევ­ნო დო­კუ­მენ­ტე­ბი. 19 აგ­ვის­ტოს კი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ კი­ბერ­შე­ტე­ვის უკან ირა­ნი იდგა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­მარ­ტე­ბით, არ არ­სე­ბობს რა­ი­მე ნი­შა­ნი, რომ ბა­ი­დე­ნის სა­არ­ჩევ­ნო გუნდში რო­მე­ლი­მე მიმ­ღებ­მა ელექტრო­ნულ წე­რი­ლებს უპა­სუ­ხა ან ის, რომ წე­რი­ლე­ბის მიმ­ღე­ბებ­მა მათი წარ­მო­მავ­ლო­ბა იცოდ­ნენ.

ირა­ნი უარ­ყოფს აშშ-ის საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვას. გა­ე­რო-ში ირა­ნის მუდ­მივ­მა წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბე­ბი უსა­ფუძ­ვლო და სრუ­ლი­ად და­უშ­ვე­ბე­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს - FBI

ირანელმა ჰაკერებმა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული დოკუმენტები ჯო ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს - FBI

"ირანელმა ჰაკერებმა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით, ყოფილი პრეზიდენტისა და "რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია "დემოკრატების“ მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ პირებს ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს", - ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) და სხვა ამერიკულმა უწყებებმა განაცხადეს.

  • FBI-მ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ იძიებდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა გატეხა და გაავრცელა სენსიტიური საარჩევნო დოკუმენტები. 19 აგვისტოს კი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კიბერშეტევის უკან ირანი იდგა.

ოფიციალური პირების განმარტებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ბაიდენის საარჩევნო გუნდში რომელიმე მიმღებმა ელექტრონულ წერილებს უპასუხა ან ის, რომ წერილების მიმღებებმა მათი წარმომავლობა იცოდნენ.

ირანი უარყოფს აშშ-ის საქმეებში ჩარევას. გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გუშინ განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და სრულიად დაუშვებელია.