ავტორი:

"ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!" - პრეზიდენტი

"ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!" - პრეზიდენტი

"საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პრეზიდენტის წერს, რომ სიძულვილი მტერს მანიპულაციის საშუალებას აძლევს.

"საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას … სიძულვილში ჩაფლული, სიძულვილი, რომელიც მტერს აძლევს ყველა მანიპულაციის საშუალებას, რომელიც გვასუსტებს და გვაცალკაცებს. ამ მშვენიერი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი ჩვენ გაადამიანურებას და გაქრისტიანებას მაინც გამოადგეს … ტყუილად არ ჩაიაროს ამ ტრაგედიამ!", - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, თბილისში ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.