კესარია აბრამიძის მეზობელი ამბობს, რომ თავადაც ემუქრებიან და ამის შესახებ პოლიციაც ჩააყენა საქმის კურსში. გოგონამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოში ქალები დაუცველები არიან და კესარია აბრამიძეც ამის შესახებ ხშირად წერდა სოციალურ ქსელში.
"აპრილში წერდა, რომ მას ემუქრებოდნენ. მისი შეყვარებული იყო. ერთად იყვნენ და მასზე ძალადობდა. იყო ფიზიკური ძალადობაც. ის მუდამ საუბრობდა, რომ საქართველოში ქალი დაუცველია და ვადასტურებ ამას. მეც მაქვს ამის გამოცდილება. ამ ეტაპზე მეც მემუქრებიან მკვლელობით. მეც ვარ მუქარის ქვეშ, ამის შესახებ პოლიცია გავაფრთხილე და ამ ადამიანს მხოლოდ გაფრთხილება მისცეს“ - რას ჰყვება კესარია აბრამიძის მეზობელი.
კესარია აბრამიძე თბილისში, საცხოვრებელ სახლში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წაიკითხეთ ასევე: