ავტორი:

"მეზობლები ამბობენ, რომ ყვირილის ხმა გაიგეს... სავარაუდოდ, მკვლელმა საძილე არტერია გადაუჭრა" - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები და ფოტოები დანაშაულის ადგილიდან

"მეზობლები ამბობენ, რომ ყვირილის ხმა გაიგეს... სავარაუდოდ, მკვლელმა საძილე არტერია გადაუჭრა" - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები და ფოტოები დანაშაულის ადგილიდან
  • ფოტოები: ინტერპრესნიუსი

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. კესარიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

  • AMBEBI.GE-ის ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულია 37 წლის სენაკელი მამაკაცი ბ.ჯ., რომელსაც სამართალდამცავები ყველგან ეძებენ. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ფოტო გახდა, რომელიც რამდენიმე საათის წინ კესარიამ სოციალურ ქსელში, "სთორიზე" გამოაქვეყნა. ძებნილი ბ.ჯ. სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.

წყარო გვიყვება, რომ მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი აივანზე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.

"ამის შემდეგ სახლი დატოვა. მეზობლები თავიდან სახლში შესვლას ვერ ბედავდნენ, თუმცა ერთ-ერთი მაინც შევიდა და კესარია აბრამიძე სისხლის გუბეში დაინახა. სავარაუდოდ, მკვლელმა საძილე არტერია გადაუჭრა" - გვიყვება წყარო.

მოკლულის ახლობელი გვიდასტურებს, რომ კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში დივანთან იპოვეს. მას ყელის არეში ჰქონდა მიყენებული ჭრილობა.

ცოტა ხნის წინ კესარია აბრამიძის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

წაიკითხეთ ასევე: