თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს და ამ წუთებშიც მის საცხოვრებელ სახლში პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლეს. კესარიას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.
ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.კესარია აბრამიძე ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ ის ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო და ამის გამო, საქართველოს დატოვება მოუწია. მოგვიანებით, სტატუსი წაშალა...
მკვლელობის ადგილზე იმყოფება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი თეიმურაზ კუპატაძე. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა:
"პოლიცია მუშაობს, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. აუცილებლად დაისჯება დამნაშავე. ვიცით ვის ვეძებთ" - ამბობს თეიმურაზ კუპატაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წაიკითხეთ ასევე: