მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი დავა ალენ დელონის შვილებს შორის: რატომ უჩივლეს ძმებმა ანუშკას, რომელმაც მამისგან სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო -  "აქ ფული არაფერ შუაშია"
დიდი დავა ალენ დელონის შვილებს შორის: რატომ უჩივლეს ძმებმა ანუშკას, რომელმაც მამისგან სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო -  "აქ ფული არაფერ შუაშია"

ლე­გენ­და­რუ­ლი ფრან­გი მსა­ხი­ო­ბის, ალენ დე­ლო­ნის 33 წლის ქა­ლიშ­ვილ­მა, ანუშ­კამ, მა­მის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გო, რო­მე­ლიც ზუს­ტად ერთი თვის წინ გარ­და­იც­ვა­ლა. ქალ­მა მა­მას­თან ცხოვ­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და მათი ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

Instagram-ზე ანუშ­კამ აღი­ა­რა, რომ მა­მის და­კარ­გვას ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. მსა­ხი­ო­ბი მის­თვის მხო­ლოდ მამა კი არა, ახლო მე­გო­ბა­რიც იყო. კი­ნო­ვარ­სკვლა­ვის ქა­ლიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­მას პოს­ტი მი­უ­ძღვნა და გულ­წრფე­ლად მი­მარ­თა მას.

"ერთი თვე შენ გა­რე­შე, და ეს ჩემ­ში შფოთ­ვას იწ­ვევს. ერთი თვე ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნის გა­რე­შე, ჩვე­ნი ხე­ლის ჩა­კი­დე­ბის გა­რე­შე, და ასე გაგ­რძელ­დე­ბა... უკვე ერთი თვეა, რაც შენს შვი­ლიშ­ვილს ენატ­რე­ბი. მე­კი­თხე­ბა: "დედა, გე­ნატ­რე­ბა ბა­ბუა? ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. დედა, შე­ხე­დე მის ფო­ტოს". უკვე ერთი თვეა, ყო­ველ­დღე, შუ­ა­დღი­სას ვფიქ­რობ, რომ მინ­და და­გირ­ე­კო, რო­გორც ყო­ველ­დღე ადრე... მაგ­რამ ეს ადრე იყო...“ - წერს ქა­ლიშ­ვი­ლი.

„მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­მე­ნატ­რე­ბი... შენ ხარ პირ­ვე­ლი კაცი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი მას­წავ­ლა. და ის, ვინც კვლა­ვაც მას­წავ­ლის. ის, ვინც დიდ­ხანს იცო­ცხლებს. რა ლა­მა­ზად თქვეს 18 აგ­ვის­ტოს: "დე­ლო­ნი არ მომ­კვდა­რა. ის მა­რა­დი­უ­ლი გახ­და“, - წერს ანუშ­კა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ალენ დე­ლო­ნი 2024 წლის 18 აგ­ვის­ტოს გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის დროს ის 88 წლის იყო. მსა­ხი­ო­ბი საფ­რან­გეთ­ში, დუ­შეს მის მემ­კვიდ­რე­ო­ბით აკ­ლდა­მა­ში დაკ­რძა­ლეს. გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ცე­რე­მო­ნია 24 აგ­ვის­ტოს გა­ი­მარ­თა. ალენ დე­ლო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­და, მას ორი ვაჟი დარ­ჩა - ენ­ტო­ნი და ალენ ფა­ბი­ე­ნი.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე დე­ლონ­მა ან­დერ­ძი შე­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც Le Figaro-ს ცნო­ბით, დე­ლო­ნის შვი­ლებ­მა უკვე მი­ი­ღეს. დო­კუ­მენ­ტი ასე­ვე გა­და­ე­ცა მსა­ხი­ო­ბის ად­ვო­კატ­სა და ქო­ნე­ბის მმარ­თველს. მსა­ხი­ობ­მა ოთხ გვერ­დზე დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რა, თუ რო­გორ უნდა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო მისი ქო­ნე­ბა ვა­ჟებს, ენ­ტო­ნი­სა და ალენ-ფა­ბი­ენ­სა და ქა­ლიშ­ვილ ანუშ­კას შო­რის.

ყვე­ლა­ზე დიდი მემ­კვიდ­რე­ო­ბა 33 წლის ანუშ­კას დარ­ჩა - 50%, ხოლო ვა­ჟე­ბი და­ნარ­ჩენ 50%-ს გა­ი­ყო­ფენ და თი­თო­ე­ულს 25% შეხ­ვდე­ბა.

ცნო­ბი­ლია, რომ ვარ­სკვლა­ვის შვი­ლე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არ იყ­ვნენ. რო­დე­საც მსა­ხი­ო­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლი იყო, უფ­როს­მა ვაჟ­მა ენ­ტო­ნიმ ანუშ­კას სა­სა­მარ­თლო­ში უჩივ­ლა. ენ­ტო­ნიმ გა­ნა­ცხა­და, რომ სარ­ჩე­ლის მი­ზე­ზი ფული არ ყო­ფი­ლა, არა­მედ ად­გი­ლი, სა­დაც დე­ლო­ნი თა­ვის ბოლო დღე­ებს გა­ა­ტა­რებ­და.

„მინ­და სი­მარ­თლე ვთქვა. მინ­და ავ­ხსნა, რა­ტომ ვე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბით ერ­თმა­ნეთს. მემ­კვიდ­რე­ო­ბა უკვე გარ­კვე­უ­ლია, ფუ­ლის მხრივ პრობ­ლე­მა არ გვაქვს. ჩემი და მა­მის მემ­კვიდ­რე­ო­ბის 50%-ს მი­ი­ღებს, ხოლო მე და ალენ-ფა­ბი­ე­ნი თითო 25%-ს. კონ­ფლიქ­ტი ან ომი მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე არ არ­სე­ბობს. გა­უ­გებ­რო­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ მე და ჩემ ძმას, გვსურს, რომ მან ბოლო დღე­ე­ბი საფ­რან­გეთ­ში გა­ა­ტა­როს, ხოლო ჩემს დას სურს, შვე­ი­ცა­რი­ა­ში წა­იყ­ვა­ნოს“, – აღ­ნიშ­ნა მა­შინ ენ­ტო­ნიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დიდი დავა ალენ დელონის შვილებს შორის: რატომ უჩივლეს ძმებმა ანუშკას, რომელმაც მამისგან სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო -  "აქ ფული არაფერ შუაშია"

დიდი დავა ალენ დელონის შვილებს შორის: რატომ უჩივლეს ძმებმა ანუშკას, რომელმაც მამისგან სოლიდური მემკვიდრეობა მიიღო -  "აქ ფული არაფერ შუაშია"

ლეგენდარული ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის 33 წლის ქალიშვილმა, ანუშკამ, მამის ხსოვნას პატივი მიაგო, რომელიც ზუსტად ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ქალმა მამასთან ცხოვრებაზე ისაუბრა და მათი ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნა.

Instagram-ზე ანუშკამ აღიარა, რომ მამის დაკარგვას ძალიან განიცდის. მსახიობი მისთვის მხოლოდ მამა კი არა, ახლო მეგობარიც იყო. კინოვარსკვლავის ქალიშვილმა სოციალურ ქსელში მამას პოსტი მიუძღვნა და გულწრფელად მიმართა მას.

"ერთი თვე შენ გარეშე, და ეს ჩემში შფოთვას იწვევს. ერთი თვე ჩვენი ერთად ყოფნის გარეშე, ჩვენი ხელის ჩაკიდების გარეშე, და ასე გაგრძელდება... უკვე ერთი თვეა, რაც შენს შვილიშვილს ენატრები. მეკითხება: "დედა, გენატრება ბაბუა? ყველაფერი კარგად იქნება. დედა, შეხედე მის ფოტოს". უკვე ერთი თვეა, ყოველდღე, შუადღისას ვფიქრობ, რომ მინდა დაგირეკო, როგორც ყოველდღე ადრე... მაგრამ ეს ადრე იყო...“ - წერს ქალიშვილი.

„მთელი ცხოვრება მომენატრები... შენ ხარ პირველი კაცი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც ყველაფერი მასწავლა. და ის, ვინც კვლავაც მასწავლის. ის, ვინც დიდხანს იცოცხლებს. რა ლამაზად თქვეს 18 აგვისტოს: "დელონი არ მომკვდარა. ის მარადიული გახდა“, - წერს ანუშკა.

შეგახსენებთ, რომ ალენ დელონი 2024 წლის 18 აგვისტოს გარდაიცვალა. გარდაცვალების დროს ის 88 წლის იყო. მსახიობი საფრანგეთში, დუშეს მის მემკვიდრეობით აკლდამაში დაკრძალეს. გამოსამშვიდობებელი ცერემონია 24 აგვისტოს გაიმართა. ალენ დელონის ქალიშვილის გარდა, მას ორი ვაჟი დარჩა - ენტონი და ალენ ფაბიენი.

გარდაცვალებამდე დელონმა ანდერძი შეადგინა, რომელიც Le Figaro-ს ცნობით, დელონის შვილებმა უკვე მიიღეს. დოკუმენტი ასევე გადაეცა მსახიობის ადვოკატსა და ქონების მმართველს. მსახიობმა ოთხ გვერდზე დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა განაწილებულიყო მისი ქონება ვაჟებს, ენტონისა და ალენ-ფაბიენსა და ქალიშვილ ანუშკას შორის.

ყველაზე დიდი მემკვიდრეობა 33 წლის ანუშკას დარჩა - 50%, ხოლო ვაჟები დანარჩენ 50%-ს გაიყოფენ და თითოეულს 25% შეხვდება.

ცნობილია, რომ ვარსკვლავის შვილები ერთმანეთთან კარგ ურთიერთობაში არ იყვნენ. როდესაც მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო, უფროსმა ვაჟმა ენტონიმ ანუშკას სასამართლოში უჩივლა. ენტონიმ განაცხადა, რომ სარჩელის მიზეზი ფული არ ყოფილა, არამედ ადგილი, სადაც დელონი თავის ბოლო დღეებს გაატარებდა.

„მინდა სიმართლე ვთქვა. მინდა ავხსნა, რატომ ვეწინააღმდეგებით ერთმანეთს. მემკვიდრეობა უკვე გარკვეულია, ფულის მხრივ პრობლემა არ გვაქვს. ჩემი და მამის მემკვიდრეობის 50%-ს მიიღებს, ხოლო მე და ალენ-ფაბიენი თითო 25%-ს. კონფლიქტი ან ომი მემკვიდრეობაზე არ არსებობს. გაუგებრობის მიზეზი ის არის, რომ მე და ჩემ ძმას, გვსურს, რომ მან ბოლო დღეები საფრანგეთში გაატაროს, ხოლო ჩემს დას სურს, შვეიცარიაში წაიყვანოს“, – აღნიშნა მაშინ ენტონიმ.