ავტორი:

"კურსკის ოლქში რუსების კონტრშეტევა შეჩერებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე?

"კურსკის ოლქში რუსების კონტრშეტევა შეჩერებულია" - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მხარე?

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში რუსების კონტრშეტევა შეაჩერეს. ამის შესახებ კურსკის ოლქში უკრაინული სამხედრო კომენდატურის წარმომადგენელმა, ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ გამოცემა AFP-სთან საუბარში განაცხადა.

“ისინი [რუსები] ფლანგებიდან შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი გააჩერეს. სიტუაცია სტაბილიზებულია და დღეს ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს”, - განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებმა “მცირე წარმატებას” მიაწიეს.

“რუსები ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში შევიდნენ. მათ მეორე დასახლებული პუნქტისთვის დაიწყეს ბრძოლა, მაგრამ ამით ყველაფერი დამთავრდა”, - განაცხადა დმიტრაშკოვსკიმ.