მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პეიჯერების შემდეგ, ლიბანში რაციები ააფეთქეს - მორიგი თავდასხმა და უახლესი ცნობები დაშავებულებზე
პეიჯერების შემდეგ, ლიბანში რაციები ააფეთქეს - მორიგი თავდასხმა და უახლესი ცნობები დაშავებულებზე

სამი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ათო­ბით და­შავ­და მას შემ­დეგ, რაც ლი­ბა­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის "ჰეზ­ბო­ლას" მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი რა­ცი­ე­ბი აა­ფეთ­ქეს - ინ­ფორ­მა­ცი­ას Reuters-ი ავ­რცე­ლებს.

დღე­ვან­დე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბი მოხ­და ქვეყ­ნის სამ­ხრე­თით და დე­და­ქა­ლაქ ბე­ი­რუ­თის სამ­ხრეთ გა­რე­უ­ბან­ში - გუ­შინ­დე­ლი აფეთ­ქე­ბე­ბის ოთხი მსხვერ­პლის, მათ შო­რის ახალ­გაზ­რდა ბი­ჭი­სა და ჰეზ­ბო­ლას პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის შვი­ლის დაკ­რძალ­ვა­ზე. ლი­ბა­ნის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ და­შა­ვე­ბუ­ლია 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხრეთ ქა­ლაქ ტი­როს­ში ხე­ლის რა­დიო აფეთ­ქდა ერთ-ერთ სახ­ლში, რა­მაც ხან­ძა­რი გა­მო­იწ­ვია.

ქა­ლაქ ბა­ალ­ბეკ­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად 15 ადა­მი­ა­ნი და­იჭ­რა. წი­თე­ლი ჯვრის თქმით, სულ მცი­რე 30 სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნაა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ის­რა­ე­ლის სა­ვა­რა­უ­დო ოპე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ლი­ბან­ში "ჰეზ­ბო­ლას" რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი წევ­რის პე­ი­ჯე­რე­ბი აფეთ­ქდა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, პორ­ტა­ტუ­ლი პე­ი­ჯე­რე­ბის გა­ტე­ხა და მათი აფეთ­ქე­ბა ის­რა­ელ­მა მო­ა­ხერ­ხა. ლი­ბა­ნის ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ და­ი­ღუ­პა სულ მცი­რე 12 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ორი ბავ­შვი. და­შა­ვე­ბუ­ლია და­ახ­ლო­ე­ბით 2800.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

პეიჯერების შემდეგ, ლიბანში რაციები ააფეთქეს - მორიგი თავდასხმა და უახლესი ცნობები დაშავებულებზე

პეიჯერების შემდეგ, ლიბანში რაციები ააფეთქეს - მორიგი თავდასხმა და უახლესი ცნობები დაშავებულებზე

სამი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა მას შემდეგ, რაც ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფების "ჰეზბოლას" მიერ გამოყენებული რაციები ააფეთქეს - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დღევანდელი აფეთქებები მოხდა ქვეყნის სამხრეთით და დედაქალაქ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში - გუშინდელი აფეთქებების ოთხი მსხვერპლის, მათ შორის ახალგაზრდა ბიჭისა და ჰეზბოლას პარლამენტის წევრის შვილის დაკრძალვაზე. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ქალაქ ტიროსში ხელის რადიო აფეთქდა ერთ-ერთ სახლში, რამაც ხანძარი გამოიწვია.

ქალაქ ბაალბეკში აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიჭრა. წითელი ჯვრის თქმით, სულ მცირე 30 სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის სავარაუდო ოპერაციის ფარგლებში, ლიბანში "ჰეზბოლას" რამდენიმე ასეული წევრის პეიჯერები აფეთქდა. გავრცელებული ინფორმაციით, პორტატული პეიჯერების გატეხა და მათი აფეთქება ისრაელმა მოახერხა. ლიბანის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაიღუპა სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავებულია დაახლოებით 2800.