სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყვნენ კეზერაშვილის თანამზრახველები საქართველოდან - ორ პირზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება: "ქოლ-ცენტრების" საქმის ახალი დეტალები
ვინ იყვნენ კეზერაშვილის თანამზრახველები საქართველოდან - ორ პირზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება: "ქოლ-ცენტრების" საქმის ახალი დეტალები

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე 5 პი­რის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­ი­წყო. ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე , პრო­კუ­რო­მა ბექა კვი­ცი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, „მორ­გან ლი­მი­ტე­დის“ სა­ხე­ლით მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ევ­რო­პე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, ჯამ­ში ერთ მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი თან­ხა ჩა­რი­ცხა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის შვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე.

  • რო­გორც უწყე­ბა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მე­წი­ლე­ებს და ფაქ­ტობ­რივ მფლო­ბე­ლებს სხვა პი­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ელ­დარ ბი­ნი­აშ­ვი­ლი და და­ვით თო­დუა წარ­მო­ად­გენ­დნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აგ­რძე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბას ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც მიმ­დი­ნა­რე წლის 6 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გან­ვა­ცხა­დეთ, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლურ და­ნა­შა­ულ­ზე გა­მო­ძი­ე­ბას, ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის მიერ ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნი­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ევ­როს და­უფ­ლე­ბა­სა და შემ­დგომ­ში გა­თეთ­რე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნი­სა და პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის მიზ­ნით.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ საქ­მე ეხე­ბა შპს "მორ­გან ლი­მი­ტე­დის“ ბა­ზა­ზე შექ­მნილ ორ­გა­ნი­ზე­ბულ-და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფს, რომ­ლის წევ­რე­ბიც 2019-2021 წლებ­ში თაღ­ლი­თუ­რად და­ე­უფლნენ გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, სლო­ვე­ნი­ი­სა და სლო­ვა­კე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კუთ­ვნილ და­ახ­ლო­ე­ბით 3 170 000 ევ­როს, რის შემ­დე­გაც აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს, მათ შო­რის „მორ­გან ლი­მი­ტე­დის“ სა­ხე­ლით მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის ერთ-ერ­თმა ხელ­მძღვა­ნელ­მა, ევ­რო­პე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, ჯამ­ში ერთ მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი თან­ხა ჩა­რი­ცხა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის და კე­ზე­რაშ­ვი­ლის დის შვი­ლის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დგინ­დე­ბა, რომ თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრის არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ მე­წი­ლე­ებს და ფაქ­ტობ­რივ მფლო­ბე­ლებს სხვა პი­რებ­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი - ელ­დარ ბი­ნი­აშ­ვი­ლი და და­ვით თო­დუა წარ­მო­ად­გენ­დნენ.

  • ხსე­ნე­ბუ­ლი პი­რე­ბი უშუ­ა­ლოდ უძღვე­ბოდ­ნენ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბას, ანა­წი­ლებ­დნენ ფუნ­ქცი­ებს ჯგუ­ფის სხვა წევ­რებს შო­რის და იღებ­დნენ ყვე­ლა იმ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ პი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი და­ტო­ვე­ბუ­ლი აქვთ, მათ მი­მართ და­უს­წრებ­ლად და­ი­წყო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და მათი და­კა­ვე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნის მიზ­ნით და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა.

გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ასე­ვე იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის 3 წევ­რი - უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და გერ­მა­ნულ-ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს, თაღ­ლი­თო­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტებ­ზე და­ვა­კა­ვეთ.

დად­გე­ნი­ლია, რომ სა­მი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ უძღვე­ბო­და და აკონ­ტრო­ლებ­და მათ დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფი პი­რე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბას, მათ შო­რის ანა­წი­ლებ­დნენ რო­ლებს და უქ­მნიდ­ნენ მათ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბებს და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თვის­თვის. თა­ვის მხრივ სპე­ცი­ა­ლუ­რად შერ­ჩე­უ­ლი უცხო ენის მცოდ­ნე პი­რე­ბი, სხვა­დას­ხვა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ებს და მო­ტყუ­ე­ბით იყო­ლი­ებ­დნენ თით­ქოს­და მომ­გე­ბი­ა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­გან მი­ღე­ბულ აქ­ტი­ვებს კი რი­ცხავ­დნენ კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ელექტრო­ნულ სა­ფუ­ლე­ებ­ზე. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა მხრი­დან და­ბან­დე­ბუ­ლი თან­ხი­სა და მო­გე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნის შემ­თხვე­ვა­ში, წყვეტ­დნენ მათ­თან ყო­ველ­გვარ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ხუ­თი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის მო­თხოვ­ნით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9 დან 12 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა და­წყე­ბუ­ლია ასე­ვე 7 პი­რის, მათ შო­რის 1 იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­მართ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბოლო წლებ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი თაღ­ლი­თო­ბის და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ბრალ­დე­ბით სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა ე.წ. ქოლ-ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი ჯამ­ში 94 ფი­ზი­კუ­რი და 7 იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის მი­მართ და­ი­წყო. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბი­ლია ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ასე­უ­ლო­ბით მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­თა ზი­ა­ნის სა­ერ­თო ოდე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა - 30 მი­ლი­ონ ლარს. ასე­ვე, ყა­და­ღა და­ე­დო სა­ვა­რა­უ­დოდ და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი გზით მო­პო­ვე­ბულ აქ­ტი­ვებს, რო­მელ­თა ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მი­ლი­ონ ლარს აღე­მა­ტე­ბა.

და­სას­რულს მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მივ­მარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყო­ნებ­ლივ მოგ­ვა­წო­დონ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია თაღ­ლი­თუ­რი ქოლ-ცენ­ტრე­ბის შე­საძ­ლო ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ, რო­გორც ცხე­ლი ხა­ზის - 2 405 222, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის Facebook-ის, ვებ-გვერ­დის ან მათ­თვის ხელ­საყ­რე­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კო­მუ­ნი­კა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბით, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით უფრო მე­ტად ეფექ­ტი­ა­ნი გახ­დეს და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი პი­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა და მათ მი­მართ სა­თა­ნა­დო სა­მარ­თლებ­რი­ვი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბა“,- აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ვინ იყვნენ კეზერაშვილის თანამზრახველები საქართველოდან - ორ პირზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება: "ქოლ-ცენტრების" საქმის ახალი დეტალები

ვინ იყვნენ კეზერაშვილის თანამზრახველები საქართველოდან - ორ პირზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება: "ქოლ-ცენტრების" საქმის ახალი დეტალები

საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე , პროკურომა ბექა კვიციანმა განაცხადა.

პროკურატურის ინფორმაციით, „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

  • როგორც უწყებაში განმარტავენ, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის არაოფიციალურ მეწილეებს და ფაქტობრივ მფლობელებს სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა წარმოადგენდნენ.

"საქართველოს პროკურატურა აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების თაობაზე.

როგორც მიმდინარე წლის 6 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განვაცხადეთ, საქართველოს პროკურატურა ევროპელი კოლეგების ჩართულობით აქტიურად აგრძელებს ტრანსნაციონალურ დანაშაულზე გამოძიებას, ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მიერ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ევროს დაუფლებასა და შემდგომში გათეთრებაში ჩართული პირების გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქმე ეხება შპს ,,მორგან ლიმიტედის“ ბაზაზე შექმნილ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრებიც 2019-2021 წლებში თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, სლოვენიისა და სლოვაკეთის რესპუბლიკების მოქალაქეების კუთვნილ დაახლოებით 3 170 000 ევროს, რის შემდეგაც აღნიშნული თანხების ლეგალიზება განახორციელეს, მათ შორის „მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში, ჯამში ერთ მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ თაღლითური ქოლ-ცენტრის არაოფიციალურ მეწილეებს და ფაქტობრივ მფლობელებს სხვა პირებთან ერთად საქართველოს მოქალაქეები - ელდარ ბინიაშვილი და დავით თოდუა წარმოადგენდნენ.

  • ხსენებული პირები უშუალოდ უძღვებოდნენ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობას, ანაწილებდნენ ფუნქციებს ჯგუფის სხვა წევრებს შორის და იღებდნენ ყველა იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც აუცილებელი იყო დანაშაულებრივი ჯგუფის ყოველდღიური საქმიანობისთვის. ვინაიდან აღნიშნულ პირებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დატოვებული აქვთ, მათ მიმართ დაუსწრებლად დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა და მათი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით დაუყონებლივ გამოცხადდება საერთაშორისო ძებნა.

გამოძიების მიერ ასევე იდენტიფიცირებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი - უსაფრთხოებისა და გერმანულ-ინგლისურენოვანი მიმართულების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც დღეს, თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე დავაკავეთ.

დადგენილია, რომ სამივე დაკავებული უშუალოდ უძღვებოდა და აკონტროლებდა მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირების დანაშაულებრივ საქმიანობას, მათ შორის ანაწილებდნენ როლებს და უქმნიდნენ მათ სათანადო პირობებს დანაშაულებრივი საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის. თავის მხრივ სპეციალურად შერჩეული უცხო ენის მცოდნე პირები, სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით, უკავშირდებოდნენ ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს და მოტყუებით იყოლიებდნენ თითქოსდა მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებაზე, დაზარალებულებისგან მიღებულ აქტივებს კი რიცხავდნენ კრიმინალური ორგანიზაციის კონტროლირებად ელექტრონულ საფულეებზე. დაზარალებულთა მხრიდან დაბანდებული თანხისა და მოგების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, წყვეტდნენ მათთან ყოველგვარ კომუნიკაციას.

პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ასევე 7 პირის, მათ შორის 1 იურიდიული პირის მიმართ.

საქართველოს პროკურატურამ ბოლო წლებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობაში ჩართული ჯამში 94 ფიზიკური და 7 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო. დაზარალებულად ცნობილია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მოქალაქე, რომელთა ზიანის საერთო ოდენობა აღემატება - 30 მილიონ ლარს. ასევე, ყადაღა დაედო სავარაუდოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ აქტივებს, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ლარს აღემატება.

დასასრულს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო საზოგადოებას, არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ მოგვაწოდონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია თაღლითური ქოლ-ცენტრების შესაძლო ფუნქციონირების შესახებ, როგორც ცხელი ხაზის - 2 405 222, ასევე საქართველოს პროკურატურის Facebook-ის, ვებ-გვერდის ან მათთვის ხელსაყრელი ნებისმიერი საკომუნიკაციო საშუალებით, რათა საზოგადოების ჩართულობით უფრო მეტად ეფექტიანი გახდეს დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული პირების გამოვლენა და მათ მიმართ სათანადო სამართლებრივი ზომების გატარება“,- აცხადებენ პროკურატურაში.