პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმის თეატრის 139-ე სეზონი და მიმდინარე სიახლეები
სოხუმის თეატრის 139-ე სეზონი და მიმდინარე სიახლეები

სო­ხუ­მის კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი 139-ე სე­ზონს 2 ოქ­ტომ­ბერს გახ­სნის. ამ ეტაპ­ზე რე­პერ­ტუ­არ­ში 5 სპექ­ტაკ­ლია: „იქ, ჩვენ­თან“ (რეჟ: მე­რაბ ყოლ­ბა­ია), „სტუ­მა­რი“ (რეჟ: და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე) „მარ­ტორ­ქე­ბი“ (რეჟ: ზუ­რაბ გე­წა­ძე), „ია­კი­ში და პუპ­ჩე (რეჟ: და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე) და „ვა­ჟიშ­ვი­ლი“ (რეჟ: მე­რაბ ყოლ­ბა­ია). სო­ხუ­მის თე­ატ­რი მა­ყუ­რე­ბელს თბი­ლის­ში, დ. უზ­ნა­ზის ქ. N68 - ში მას­პინ­ძლობს.

და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე (სო­ხუ­მის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლი):

- 2025 წელს სო­ხუ­მის თე­ატრს და­არ­სე­ბი­დან 140 წელი უს­რულ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, 30 წელ­ზე მე­ტია მშობ­ლი­ურ კუ­თხეს მო­წყვე­ტი­ლია, თუმ­ცა, დევ­ნი­ლო­ბა­ში მყოფ თე­ატრს შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია. დღემ­დე ჩვენს თე­ატ­რში არა­ერ­თი სპექ­ტაკ­ლის პრე­მი­ე­რა შედ­გა და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და.

139-ე სე­ზონ­ზე რე­პერ­ტუ­არ­ში არ­სე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბის გარ­და, გვექ­ნე­ბა პრე­მი­ე­რე­ბიც. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში რე­ჟი­სო­რი­სა და მწერ­ლის, რა­დი­ო­თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რის ზუ­რაბ კან­დე­ლა­კის პი­ე­სის „მო­სას­მე­ნი თა­მა­ში მა­ყუ­რებ­ლის­თვის“ პრე­მი­ე­რა შეგ­დე­ბა, რო­მელ­შიც მსა­ხი­ო­ბე­ბი ლილი ხუ­რი­თი და გივი ჩუ­გუ­აშ­ვი­ლი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. რო­გორც რე­ჟი­სორ­მა, მან თა­ვის პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი სო­ხუმ­ში, სო­ხუ­მის თე­ატ­რში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა და ახ­ლაც მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ბა­ტონ ზუ­რაბს ჩვენს თე­ატ­რში ვმას­პინ­ძლობთ.

მიმ­დი­ნა­რე აფი­შის, სი­ახ­ლე­ებ­სა და სხვა დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის ნახ­ვა შე­გიძ­ლი­ათ აქ:

თე­ატ­რის Facebook გვერ­დზე

ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია TKT.GE - ზე

სო­ხუ­მის თე­ატ­რის სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რია: ambebi.ge • ამ­ბე­ბი.ge

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

სოხუმის თეატრის 139-ე სეზონი და მიმდინარე სიახლეები

სოხუმის თეატრის 139-ე სეზონი და მიმდინარე სიახლეები

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი 139-ე სეზონს 2 ოქტომბერს გახსნის. ამ ეტაპზე რეპერტუარში 5 სპექტაკლია: „იქ, ჩვენთან“ (რეჟ: მერაბ ყოლბაია), „სტუმარი“ (რეჟ: დავით საყვარელიძე) „მარტორქები“ (რეჟ: ზურაბ გეწაძე), „იაკიში და პუპჩე (რეჟ: დავით საყვარელიძე) და „ვაჟიშვილი“ (რეჟ: მერაბ ყოლბაია). სოხუმის თეატრი მაყურებელს თბილისში, დ. უზნაზის ქ. N68 - ში მასპინძლობს.

დავით საყვარელიძე (სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი):

- 2025 წელს სოხუმის თეატრს დაარსებიდან 140 წელი უსრულდება. სამწუხაროდ, 30 წელზე მეტია მშობლიურ კუთხეს მოწყვეტილია, თუმცა, დევნილობაში მყოფ თეატრს შემოქმედებითი ცხოვრება არ შეუწყვეტია. დღემდე ჩვენს თეატრში არაერთი სპექტაკლის პრემიერა შედგა და რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა.

139-ე სეზონზე რეპერტუარში არსებული სპექტაკლების გარდა, გვექნება პრემიერებიც. უახლოეს მომავალში რეჟისორისა და მწერლის, რადიოთეატრის მთავარი რეჟისორის ზურაბ კანდელაკის პიესის „მოსასმენი თამაში მაყურებლისთვის“ პრემიერა შეგდება, რომელშიც მსახიობები ლილი ხურითი და გივი ჩუგუაშვილი მონაწილეობენ. როგორც რეჟისორმა, მან თავის პირველი სპექტაკლები სოხუმში, სოხუმის თეატრში განახორციელა და ახლაც მოხარულები ვართ, რომ ბატონ ზურაბს ჩვენს თეატრში ვმასპინძლობთ.

მიმდინარე აფიშის, სიახლეებსა და სხვა დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ აქ:

თეატრის Facebook გვერდზე

ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.GE - ზე

სოხუმის თეატრის საინფორმაციო მხარდამჭერია: ambebi.ge • ამბები.ge

R