მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ" - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე
"წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ" - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე

"ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ქორ­წი­ნო დრა­მა, მგო­ნი, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში არა­ვის მო­უ­წყვია - წარ­მა­ტე­ბულ და ბედ­ნი­ერ პო­ლი­ტი­კურ ქორ­წი­ნე­ბას ვუ­სურ­ვებ", - ამის შე­სა­ხებ “გირ­ჩის” ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, იაგო ხვი­ჩი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” და კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, “აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ჭანკლო­ბის პრო­ცესს ჰგავს, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტით ერთ ან ორ დღეს იღე­ბენ მო­სა­ფიქ­რებ­ლად.”

“ასე­თი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ქორ­წი­ნო დრა­მა, მგო­ნი, ქარ­თულ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში არა­ვის მო­უ­წყვია. მე ეს მა­გო­ნებს მა­ჭანკლო­ბის პრო­ცესს, რო­დე­საც ქალ­ბა­ტო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა არ­გუ­მენ­ტით ერთ ან ორ დღეს იღე­ბენ მო­სა­ფიქ­რებ­ლად, იმი­ტომ, რომ ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ამა­ზე სა­უბ­რობ­დე, ამ­დე­ნი ინ­სტი­ტუ­ცია იყოს ჩა­რე­უ­ლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ბედ­ნი­ე­რად დამ­თავ­რდეს და შენ კი­დევ ერთი დღე მო­ი­თხო­ვო მა­შინ, რო­დე­საც ხალ­ხი ნიშ­ნო­ბის ბე­ჭედს ელო­დე­ბა შენს თი­თებ­ზე, ჩემი აზ­რით, ეს არა­ფერ­ში წე­რია და თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით ქარ­თვე­ლი ამომ­რჩევ­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფაა. იმე­დი მაქვს, საშ­ვე­ლი და­ად­გე­ბათ ბო­ლოს და ბო­ლოს და Happy end-ით და­ას­რუ­ლე­ბენ ამ სა­ქორ­წი­ლო-პო­ლი­ტი­კურ კამ­პა­ნი­ას.

რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ხში­რად არის ასე­თი შემ­თხვე­ვა, როცა წარ­სულ წყე­ნებს ივი­წყებ და არა­ფერს იხ­სე­ნებ. შე­იძ­ლე­ბა, შემ­დეგ კონ­ფლიქ­ტი­სას წა­მო­ა­ძა­ხო, მაგ­რამ ჩვენს წყვი­ლებს მე ამას არ ვურ­ჩევ­დი. მო­დით, ძვე­ლი ამ­ბა­ვი იყოს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. წარ­მა­ტე­ბულ და ბედ­ნი­ერ პო­ლი­ტი­კურ ქორ­წი­ნე­ბას ვუ­სურ­ვებ”, - აღ­ნიშ­ნა ხვი­ჩი­ამ.

  • რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის როლს ამ პრო­ცეს­ში, ხვი­ჩი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ მას სხვი­სი და­ვა­ლე­ბა არ დას­ჭირ­დე­ბა და იგი თვი­თონ და­ა­ვა­ლებს სა­კუ­თარ თავს ასეთ სა­შურ საქ­მეს.

"ჩემი აზ­რით, პრე­ზი­დენ­ტი ხვდე­ბა, რომ ასე­თი გა­რი­გე­ბი­დან მა­ჭან­კალ­საც ბლო­მად შეხ­ვდე­ბა ფული. შე­სა­ბა­მი­სად, სხვი­სი და­ვა­ლე­ბაც არ არის სა­ჭი­რო. თვი­თონ და­ა­ვა­ლებს სა­კუ­თარ თავს ასეთ სა­შურ საქ­მეს“, - გა­ნა­ცხა­და იაგო ხვი­ჩი­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ კო­ა­ლი­ცია "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე­სა და პარ­ტია "გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რეს, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. მათ გუ­შინ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რაც გა­მარ­თეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტის მიწ­ვე­ვით ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მი­ვიდ­ნენ. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბის გამო პა­უ­ზა აი­ღეს. გა­ხა­რი­ას თქმით კი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ერთი დღე ითხო­ვა. ამას­თან, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას თქმით, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებ­ზეა სა­უ­ბა­რი და არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, არ­ჩევ­ნებ­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა” ერ­თდრო­უ­ლად და­მარ­ცხდეს, მზად არის ყვე­ლა­ფე­რი აი­ტა­ნოს. მი­სი­ვე თქმით, სა­ხელ­მწი­ფოს თუ დას­ჭირ­და, "ქარ­თულ ქარ­ტი­ა­საც“ მო­ა­წერს ხელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ" - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე

"წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ" - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიას შესაძლო გაერთიანებაზე

"ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, მგონი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია - წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ", - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, “აღნიშნული მაჭანკლობის პროცესს ჰგავს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად.”

“ასეთი პოლიტიკური საქორწინო დრამა, მგონი, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არავის მოუწყვია. მე ეს მაგონებს მაჭანკლობის პროცესს, როდესაც ქალბატონები სხვადასხვა არგუმენტით ერთ ან ორ დღეს იღებენ მოსაფიქრებლად, იმიტომ, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ამაზე საუბრობდე, ამდენი ინსტიტუცია იყოს ჩარეული, რომ ყველაფერი ბედნიერად დამთავრდეს და შენ კიდევ ერთი დღე მოითხოვო მაშინ, როდესაც ხალხი ნიშნობის ბეჭედს ელოდება შენს თითებზე, ჩემი აზრით, ეს არაფერში წერია და თავისი შინაარსით ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა. იმედი მაქვს, საშველი დაადგებათ ბოლოს და ბოლოს და Happy end-ით დაასრულებენ ამ საქორწილო-პოლიტიკურ კამპანიას.

რომანტიკულ ურთიერთობებში ხშირად არის ასეთი შემთხვევა, როცა წარსულ წყენებს ივიწყებ და არაფერს იხსენებ. შეიძლება, შემდეგ კონფლიქტისას წამოაძახო, მაგრამ ჩვენს წყვილებს მე ამას არ ვურჩევდი. მოდით, ძველი ამბავი იყოს დამთავრებული. წარმატებულ და ბედნიერ პოლიტიკურ ქორწინებას ვუსურვებ”, - აღნიშნა ხვიჩიამ.

  • რაც შეეხება პრეზიდენტის როლს ამ პროცესში, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მას სხვისი დავალება არ დასჭირდება და იგი თვითონ დაავალებს საკუთარ თავს ასეთ საშურ საქმეს.

"ჩემი აზრით, პრეზიდენტი ხვდება, რომ ასეთი გარიგებიდან მაჭანკალსაც ბლომად შეხვდება ფული. შესაბამისად, სხვისი დავალებაც არ არის საჭირო. თვითონ დაავალებს საკუთარ თავს ასეთ საშურ საქმეს“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია "გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარეს, გიორგი გახარიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათ გუშინ პირისპირ შეხვედრაც გამართეს. მოგვიანებით, ისინი პრეზიდენტის მიწვევით ორბელიანების სასახლეში მივიდნენ. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ტექნიკური საკითხების გამო პაუზა აიღეს. გახარიას თქმით კი, მამუკა ხაზარაძემ ერთი დღე ითხოვა. ამასთან, გიორგი გახარიას თქმით, როდესაც სახელმწიფო ინტერესებზეა საუბარი და არის შესაძლებლობა, არჩევნებში “ქართული ოცნება“ და "ნაციონალური მოძრაობა” ერთდროულად დამარცხდეს, მზად არის ყველაფერი აიტანოს. მისივე თქმით, სახელმწიფოს თუ დასჭირდა, "ქართულ ქარტიასაც“ მოაწერს ხელს.