სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს" - ბექა ოდიშარია
"ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს" - ბექა ოდიშარია

"ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ძალ­და­ტა­ნე­ბუ­ლი ხა­ნუ­მა, მა­ჭან­კა­ლი, რო­მე­ლიც ამ უნი­ჭო დრა­მა­ტურ­გი­ა­ში დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რის როლს ას­რუ­ლებს - თით­ქოს მე­დი­ა­ტო­რობს. გა­ხა­რი­ას, ხა­ზა­რა­ძის და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­რე­შეც ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ბექა ოდი­შა­რი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან პარ­ტია “გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის” და კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” შე­საძ­ლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, მსგავ­სი “ეკ­ლექ­ტუ­რი, უაზ­რო და უპ­რინ­ცი­პო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.”

"სამ­წუ­ხა­რო სა­ნა­ხა­ვია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის ძალ­და­ტა­ნე­ბუ­ლი ხა­ნუ­მო­ბა ამ უნი­ჭო დრა­მა­ტურ­გი­ა­ში, მა­შინ რო­დე­საც გა­თა­მა­შე­ბუ­ლია, თით­ქოს ფიქ­რო­ბენ. გა­ხა­რი­ას, ხა­ზა­რა­ძის და ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გა­რე­შეც ყვე­ლა­ფე­რი გა­და­წყვე­ტი­ლია. ისი­ნი ძა­ლი­ან მალე, რო­გორც ამას ჩვენ თვე­ე­ბის წინ ვა­ა­ნონ­სებ­დით, გა­უ­ერ­თი­ან­დე­ბი­ან ერ­თმა­ნეთს, თუმ­ცა წა­არ­თმე­ვენ იმ ცოტა ხმებ­საც. რად­გან ასე­თი ეკ­ლექ­ტუ­რი, უაზ­რო და უპ­რინ­ცი­პო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია. რო­დე­საც ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს დე­დას აგი­ნებს და 5-10 წუ­თის წინ ერ­თმა­ნეთს უკი­დუ­რეს შე­უ­რა­ცხყო­ფებს აყე­ნე­ბენ, შემ­დგომ­ში მათი ერ­თო­ბის პა­ტა­რა ბავ­შვსაც არ სჯე­რა. გა­ერ­თი­ან­დნენ, კი ბა­ტო­ნო. ისე­დაც ეს ორი ძა­ლი­ან მძი­მე ქვა იყო პო­ლი­ტი­კურ ბა­დე­ში და ქვას რომ ქვა და­ე­მა­ტე­ბა, რა ფსკერ­ზეც აღ­მოჩ­ნდე­ბი­ან, ამას ძა­ლი­ან მალე, 26 ოქ­ტომ­ბერს ვნა­ხავთ”, - გა­ნა­ცხა­და ოდი­შა­რი­ამ.

  • ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას ოდი­შა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში არც გა­ხა­რი­ას და არც ხა­ზა­რა­ძეს არ აინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის არც პო­ზი­ცია და არც მო­წო­დე­ბა.

"პრე­ზი­დენ­ტის როლი არის გა­ცხა­დე­ბუ­ლად კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვა, თუმ­ცა მე მე­ცო­დე­ბა ის, რად­გან ამ რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას არა­ვინ ეკი­თხე­ბა, მას ეს და­ვა­ლე­ბა აქვს. მე ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ, რომ ჩემი ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი გარე ძა­ლე­ბის ასე­თი მა­რი­ო­ნე­ტია. ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არის ძალ­და­ტა­ნე­ბუ­ლი ხა­ნუ­მა, მა­ჭან­კა­ლი, რო­მე­ლიც ამ უნი­ჭო დრა­მა­ტურ­გი­ა­ში დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რის როლს ას­რუ­ლებს, თით­ქოს მე­დი­ა­ტო­რობს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, რომ გა­ხა­რი­ა­საც და ხა­ზა­რა­ძე­საც ღრმად არ აინ­ტე­რე­სებს სა­ქარ­თვე­ლოს მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის არც პო­ზი­ცია და არც მო­წო­დე­ბა. თუმ­ცა ისი­ნი არი­ან ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმის შე­სა­ხებ, რომ მათ­მა პატ­რო­ნებ­მა მათი ერ­თო­ბა მათ გა­რე­შე გა­და­წყვი­ტეს. უბ­რა­ლოდ, ამის გა­მო­ცხა­დე­ბა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს და­ა­ვა­ლეს“,- აღ­ნიშ­ნა ოდი­შა­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს" - ბექა ოდიშარია

"ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს" - ბექა ოდიშარია

"ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს - თითქოს მედიატორობს. გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

  • მისი თქმით, მსგავსი “ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია.”

"სამწუხარო სანახავია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძალდატანებული ხანუმობა ამ უნიჭო დრამატურგიაში, მაშინ როდესაც გათამაშებულია, თითქოს ფიქრობენ. გახარიას, ხაზარაძის და ზურაბიშვილის გარეშეც ყველაფერი გადაწყვეტილია. ისინი ძალიან მალე, როგორც ამას ჩვენ თვეების წინ ვაანონსებდით, გაუერთიანდებიან ერთმანეთს, თუმცა წაართმევენ იმ ცოტა ხმებსაც. რადგან ასეთი ეკლექტური, უაზრო და უპრინციპო გაერთიანება ქართველებისთვის მიუღებელია. როდესაც ხალხი ერთმანეთს დედას აგინებს და 5-10 წუთის წინ ერთმანეთს უკიდურეს შეურაცხყოფებს აყენებენ, შემდგომში მათი ერთობის პატარა ბავშვსაც არ სჯერა. გაერთიანდნენ, კი ბატონო. ისედაც ეს ორი ძალიან მძიმე ქვა იყო პოლიტიკურ ბადეში და ქვას რომ ქვა დაემატება, რა ფსკერზეც აღმოჩნდებიან, ამას ძალიან მალე, 26 ოქტომბერს ვნახავთ”, - განაცხადა ოდიშარიამ.

  • ამავე თემაზე საუბრისას ოდიშარიამ აღნიშნა, რომ სინამდვილეში არც გახარიას და არც ხაზარაძეს არ აინტერესებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება.

"პრეზიდენტის როლი არის გაცხადებულად კონსტიტუციის დარღვევა, თუმცა მე მეცოდება ის, რადგან ამ როლის შესრულებას არავინ ეკითხება, მას ეს დავალება აქვს. მე ძალიან ვწუხვარ და შეურაცხყოფილი ვარ, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გარე ძალების ასეთი მარიონეტია. ზურაბიშვილი არის ძალდატანებული ხანუმა, მაჭანკალი, რომელიც ამ უნიჭო დრამატურგიაში დამდგმელი რეჟისორის როლს ასრულებს, თითქოს მედიატორობს. სინამდვილეში, ხომ წარმოგიდგენიათ, რომ გახარიასაც და ხაზარაძესაც ღრმად არ აინტერესებს საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის არც პოზიცია და არც მოწოდება. თუმცა ისინი არიან ინფორმირებული იმის შესახებ, რომ მათმა პატრონებმა მათი ერთობა მათ გარეშე გადაწყვიტეს. უბრალოდ, ამის გამოცხადება სალომე ზურაბიშვილს დაავალეს“,- აღნიშნა ოდიშარიამ.