ავტორი:

LEGO-ს სათამაშოებს ყველაზე დაბალ ფასად "ვიშლისთში" შეიძენთ - კომპანიების დამეგობრება მომხმარებლისთვის ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა

LEGO-ს სათამაშოებს ყველაზე დაბალ ფასად "ვიშლისთში" შეიძენთ - კომპანიების დამეგობრება მომხმარებლისთვის ყველაზე მომგებიანი აღმოჩნდა

„ვიშლისთი“ უკვე 8 წელია მშობლებისა და ბავშვების საყვარელ ადგილად იქცა, სადაც სათამაშოებისა და პატარებისთვის საჭირო სხვა ნივთების ფართო არჩევანია. ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტი - ეს „ვიშლისთის“ მთავარი ნიშაა, რის გამოც კომპანიას ბაზარზე ლიდერის პოზიცია უჭირავს.

„ვიშლისთი“ აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, მათ შორის LEGO-სთან („ლეგო“), რომლის ოფიციალური პარტნიორიც 1 წლის წინ გახდა. პარტნიორობამ „ვიშლისთს“ შესაძლებლობა მისცა, ბრენდის თითქმის ყველა პროდუქტი გაეხადა საქაართველოში ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის მისაღებ ფასად შეეთავაზებინა. შესაბამისად შეიცვალა ადგილორბივ ბაზარზე დამკვიდრებული ხედვა, რომ LEGO-ს პროდუქცია ძვირადღირებულია.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ახლა „ვიშლისთი“ არის მაღაზია, რომელიც მომხმარებელს საქართველოში ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს:

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია LEGO-ზე ოცნება, ბავშვის ოცნებად არ დარჩეს და ყველა მშობელმა შეძლოს მისი შვილის სურვილის ასრულება ხელმისაწვდომ ფასად. როდესაც ჩემს გოგონას „ლეგოს ასაკი“ ჰქონდა, ჩემთვისაც კი ორიგინალი LEGO ოცნების სფერო იყო. დღესაც კი ბევრი მშობელი გაკვირვებულია ჩვენი ფასებით და გვეკითხება - „ეს ნამდვილად ორიგინალი Lego-ა“? დიახ, ეს ნამდვილად ორიგინალი LEGO-ა, უკვე „ვიშლისთურ ფასად,“ - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი სალომე ქუთათელაძე.

LEGO-ს სათამაშოები, შთაგონებისა და კრეატიულობის წყაროა. ლეგოს კუბიკები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სათამაშო. თითოეულ ნაწილს თავისი უნიკალური ისტორია აქვს, რომელიც ახალი აღმოჩენებით სავსე ზღაპრულ მოგზაურობას ჰგავს. LEGO შესაძლებლობას გვაძლევს ბავშვებმა საკუთარი ხელებით ააშენონ დიდი კონსტრუქციები.

„LEGO-ს შეძენის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ ორიგინალ პროდუქციასთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბევრი ცნობილი მაღაზია ყიდის არაორიგინალ სათამაშოებს. უმეტესად მსგავსი პროდუქცია შეიცავს ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომელიც საზიანოა პატარებისთვის, ასევე არაორიგინალი კონსტრუქტორები ვერ გაძლევს ისეთ სიმყარეს და აწყობის სიმარტივეს, როგორც LEGO. ბრენდი სათამაშოებს აწარმოებს ევროკავშირის სტანდარტებით და უსაფრთხოა ბავშვებისთვის“, - განმარტეს „ვიშლისთში“.

აღსანიშნავია, რომ „ვიშლისთში“ LEGO-ს მოყვარულებს განსაკუთრებული შეთავაზებები და სიურპრიზები დახვდებათ. სიახლეების გასაგებად თვალი ადევნეთ კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდს.

R