ავტორი:

როგორ განათავსა მოსადმა ტაივანურ პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერება - აფეთქებების უჩვეულო სქემა: რას აცხადებენ ლიბანში, სადაც 3000 - მდე პეიჯერი ერთდროულად აფეთქდა (ფოტოები)

როგორ განათავსა მოსადმა ტაივანურ პეიჯერებში ასაფეთქებელი ნივთიერება - აფეთქებების უჩვეულო სქემა: რას აცხადებენ ლიბანში, სადაც 3000 - მდე პეიჯერი ერთდროულად აფეთქდა (ფოტოები)

"ისრაელის სადაზვერვო სამსახურმა "მოსადმა“ ტაივანში წარმოებულ 5 000 პეიჯერში, რომელიც "ჰეზბოლამ“ აფეთქებამდე რამდენიმე თვით ადრე შეუკვეთა, ასაფეთქებელი ნივთიერება ჩადო", - ამის შესახებ ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.

  • წყაროს ცნობით, "ჰეზბოლამ“ ტაივანური Gold Apollo-ს მიერ დამზადებული 5 000 პეიჯერი შეუკვეთა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე წლის დასაწყისში შეიტანეს.

ლიბანელი მაღალჩინოსნის თქმით, რომლის ვინაობასაც Reuters-ი არ ასაჯაროებს, ისრაელის ჯაშუშურმა სამსახურმა მოწყობილობები "წარმოების დონეზე" შეცვალა.

"მოსადმა მოწყობილობაში ჩაუშვა დაფა ასაფეთქებელი მასალით, რომელიც იღებს კოდს. ძალიან რთულია მისი აღმოჩენა ნებისმიერი საშუალებით. თუნდაც ნებისმიერი მოწყობილობით ან სკანერით“, - აღნიშნა წყარომ სააგენტოსთან საუბარში.

მისი თქმით, პეიჯერებიდან 3 000 აფეთქდა, როდესაც მათ კოდირებული შეტყობინება გაუგზავნეს, რის შედეგადაც ასაფეთქებელი ნივთიერება ერთდროულად გააქტიურდა.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ჰეზბოლას” ათასობით მებრძოლს პირადი პეიჯერები ერთდროულად აუფეთქდა. ლიბანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აფეთქებები მოხდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში და რამდენიმე სხვა რაიონში. შემთხვევის შედეგად, "ჰეზბოლას" ასობით წევრი დაშავდა.

დაღუპულია 9 ადამიანი. პარალელურად, ირანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაშავებულთა შორისაა ლიბანში ირანის ელჩი მოჯტაბა ამანი.

“ჰეზბოლა” მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში პეიჯერების აფეთქებაში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებით იმუქრება.

ნახეთ ასევე: