მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე - "მაშინ არ ეცალა, სხვა მიზნები ჰქონდა და ხელი შეეშლებოდა..."
რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე - "მაშინ არ ეცალა, სხვა მიზნები ჰქონდა და ხელი შეეშლებოდა..."
  • ინ­ტერ­ვიუ Ambebi.ge-ს არ­ქი­ვი­დან:

მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­მა MMA-ის მებ­რძო­ლის სა­ჩემ­პი­ო­ნო ქა­მა­რი 14 სექ­ტემ­ბერს ჩა­ი­ბა­რა. ლას ვე­გას­ში UFC 306-ზე სა­ჩემ­პი­ო­ნო ბრძო­ლა­ში ქარ­თველ­მა მებ­რძოლ­მა მოქ­მე­დი ჩემ­პი­ო­ნი შონ ო'მალი და­ა­მარ­ცხა და სუ­პერმ­სუ­ბუ­ქი წო­ნით კა­ტე­გო­რი­ის ჩემ­პი­ო­ნი გახ­და.

  • ქარ­თვე­ლი ჩემ­პი­ო­ნის მამა, ამი­რან დვა­ლიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ შვი­ლი ჯერ კი­დევ ბავ­შვო­ბი­დან შრო­მობ­და წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად, ახლა კი დროა, რომ ქამ­რის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ოჯა­ხის შექ­მნა­ზეც იფიქ­როს:

- მე­რა­ბის ჩხუ­ბის ყუ­რე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, მაგ­რამ რა ვქნა აბა, სხვა გზა არ მაქვს, თქვენც და მთელ სა­ქარ­თვე­ლო­საც გა­მოგ­ვაც­დე­ვი­ნოს მსგავ­სი სი­ხა­რუ­ლი. ჩემი მე­უღ­ლე არ უყუ­რებს შვი­ლის ჩხუბს, სულ ემო­ცი­ებ­შია, როცა დას­რულ­დე­ბა, შემ­დეგ უყუ­რებს ხოლ­მე. ჩემი შვი­ლი ყო­ველ­თვის მებ­რძო­ლი იყო, სულ ვარ­ჯი­შობ­და, რა­ღა­ცებს იგო­ნებ­და, თავ­და­უ­ზო­გა­ვად შრო­მობ­და.

- მე­რა­ბის გარ­და სხვა შვი­ლე­ბიც თუ გყავთ, ისი­ნი რას საქ­მი­ა­ნო­ბენ?

- სამი დედ­მა­მიშ­ვი­ლი არი­ან. ერთი ამე­რი­კა­შია, მუ­შა­ობს იქ, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვია. მე­ო­რე აქ მუ­შა­ობს, დაც­ვა­ში.

- რა ხდე­ბა მე­რა­ბის მო­რი­გი ბრძო­ლის დროს, რო­გორ ემ­ზა­დე­ბით ხოლ­მე სა­ნა­ხა­ვად?

- ყვე­ლა ვიკ­რი­ბე­ბით მე­ზობ­ლე­ბი, დიდი ქე­ი­ფი გვაქვს ხოლ­მე.

- რამ­დე­ნად ხში­რად ახერ­ხებს თქვე­ნი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას?

- როცა შე­უძ­ლია, სულ ჩა­მო­დის და აუ­ცი­ლებ­ლად, თა­ვის სო­ფელ­ში. ახლა ძა­ლი­ან კარგ ხა­სი­ათ­ზეა, თვის ბო­ლოს ალ­ბათ, ჩა­მო­ვა და მოგ­ვი­ნა­ხუ­ლებს.

- მე­რაბ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ქარ­თველ გო­გო­ნა­ზე ვა­პი­რებ­დი და­ქორ­წი­ნე­ბას, თუმ­ცა არ შედ­გაო. ალ­ბათ, რო­გორც ხში­რად ქარ­თვე­ლი მშობ­ლე­ბი, თქვენც ეუბ­ნე­ბით შვილს, რომ "ცოლი მო­იყ­ვა­ნოს..."

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ მა­შინ არ ეცა­ლა მე­რაბს. ხელი შე­ეშ­ლე­ბო­და, სხვა მი­ზა­ნი ჰქონ­და. ქა­მა­რი უნდა მი­ე­ღო. ახლა უკვე ეკუთ­ვნის ქალი (იცი­ნის...)

- ქარ­თვე­ლი რძა­ლი გინ­დათ, თუ მთა­ვა­რია მე­რაბს უყ­ვარ­დეს?

- კარ­გი იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი თუ იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ვი­საც შე­იყ­ვა­რებს, ის იქ­ნე­ბა კარ­გი, მაგ­რამ ქარ­თველ­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი.

- ბა­ტო­ნო ამი­რან, მე­რა­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ხში­რად აქ­ვეყ­ნებს მხი­ა­რულ ვი­დე­ო­ებს. ყო­ველ­თვის ასე­თი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და?

- კი, კი, ყო­ველ­თვის რა­ღა­ცებს იგო­ნებს.

- რო­გორ უნდა გა­ზარ­დო წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლი?

- ხელი არ უნდა შე­უ­შა­ლო და პი­რი­ქით, ხელი უნდა შე­უ­წყო თა­ვის არ­ჩე­ვან­ში, შვილ­ზეც არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად იაქ­ტი­უ­რებს და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა. მე­რა­ბი ყო­ველ­თვის შრო­მობ­და, რომ წე­რენ ხოლ­მე, ფი­ზი­კუ­რად შრო­მობ­დაო, ჩვენ­თვის შრო­მა სა­თა­კი­ლო არა­სო­დეს ყო­ფი­ლა.

მე­ო­თხე კლას­ში იყო მე­რა­ბი, რო­დე­საც თბი­ლის­ში გა­და­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად. ნა­ქი­რა­ვებ­ში ვცხოვ­რობ­დით სამ შვილ­თან ერ­თად. ბი­ჭე­ბი უკვე დი­დე­ბი იყ­ვნენ. ზა­ფხულ­ში მე­რა­ბი ბე­ბი­ას­თან ჩა­დი­ო­და სო­ფელ­ში და ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და. ახლა მე ვცხოვ­რობ სო­ფელ­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, შვი­ლე­ბი წა­სუ­ლე­ბი არი­ან.

- რა ოც­ნე­ბა აგიხ­დი­ნათ უმ­ცროს­მა შვილ­მა, რისი ახ­დე­ნაც თქვენ ვერ შე­ძე­ლით ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე?

- ჩემი ოც­ნე­ბა თა­ვად მე­რა­ბია და ახლა ქა­მა­რიც შე­ი­ძი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა მა­ტე­რი­ა­ლურ სა­ჩუქ­რებს, მე და მე­უღ­ლე ისე არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვართ, ყო­ველ­თვის ვშრო­მობ­დით, მდიდ­რე­ბი არ ვყო­ფილ­ვართ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს ჩვე­ნით მი­ვაღ­წი­ეთ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე - "მაშინ არ ეცალა, სხვა მიზნები ჰქონდა და ხელი შეეშლებოდა..."

რას ამბობს მერაბ დვალიშვილის მამა შვილის ჩაშლილ ქორწილზე, ჩემპიონის უცნობ ძმებსა და საჩემპიონო ბრძოლის ემოციებზე - "მაშინ არ ეცალა, სხვა მიზნები ჰქონდა და ხელი შეეშლებოდა..."
  • ინტერვიუ Ambebi.ge-ს არქივიდან:

მერაბ დვალიშვილმა MMA-ის მებრძოლის საჩემპიონო ქამარი 14 სექტემბერს ჩაიბარა. ლას ვეგასში UFC 306-ზე საჩემპიონო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა მოქმედი ჩემპიონი შონ ო'მალი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონით კატეგორიის ჩემპიონი გახდა.

  • ქართველი ჩემპიონის მამა, ამირან დვალიშვილი ამბობს, რომ შვილი ჯერ კიდევ ბავშვობიდან შრომობდა წარმატების მისაღწევად, ახლა კი დროა, რომ ქამრის მოპოვების შემდეგ, ოჯახის შექმნაზეც იფიქროს:

- მერაბის ჩხუბის ყურება ძალიან ძნელი იყო, მაგრამ რა ვქნა აბა, სხვა გზა არ მაქვს, თქვენც და მთელ საქართველოსაც გამოგვაცდევინოს მსგავსი სიხარული. ჩემი მეუღლე არ უყურებს შვილის ჩხუბს, სულ ემოციებშია, როცა დასრულდება, შემდეგ უყურებს ხოლმე. ჩემი შვილი ყოველთვის მებრძოლი იყო, სულ ვარჯიშობდა, რაღაცებს იგონებდა, თავდაუზოგავად შრომობდა.

- მერაბის გარდა სხვა შვილებიც თუ გყავთ, ისინი რას საქმიანობენ?

- სამი დედმამიშვილი არიან. ერთი ამერიკაშია, მუშაობს იქ, ყოფილი სამხედრო მფრინავია. მეორე აქ მუშაობს, დაცვაში.

- რა ხდება მერაბის მორიგი ბრძოლის დროს, როგორ ემზადებით ხოლმე სანახავად?

- ყველა ვიკრიბებით მეზობლები, დიდი ქეიფი გვაქვს ხოლმე.

- რამდენად ხშირად ახერხებს თქვენი შვილი საქართველოში ჩამოსვლას?

- როცა შეუძლია, სულ ჩამოდის და აუცილებლად, თავის სოფელში. ახლა ძალიან კარგ ხასიათზეა, თვის ბოლოს ალბათ, ჩამოვა და მოგვინახულებს.

- მერაბმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველ გოგონაზე ვაპირებდი დაქორწინებას, თუმცა არ შედგაო. ალბათ, როგორც ხშირად ქართველი მშობლები, თქვენც ეუბნებით შვილს, რომ "ცოლი მოიყვანოს..."

- რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ არ ეცალა მერაბს. ხელი შეეშლებოდა, სხვა მიზანი ჰქონდა. ქამარი უნდა მიეღო. ახლა უკვე ეკუთვნის ქალი (იცინის...)

- ქართველი რძალი გინდათ, თუ მთავარია მერაბს უყვარდეს?

- კარგი იქნება ქართველი თუ იქნება, მაგრამ ვისაც შეიყვარებს, ის იქნება კარგი, მაგრამ ქართველზეა ორიენტირებული.

- ბატონო ამირან, მერაბი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მხიარულ ვიდეოებს. ყოველთვის ასეთი ხასიათი ჰქონდა?

- კი, კი, ყოველთვის რაღაცებს იგონებს.

- როგორ უნდა გაზარდო წარმატებული შვილი?

- ხელი არ უნდა შეუშალო და პირიქით, ხელი უნდა შეუწყო თავის არჩევანში, შვილზეც არის დამოკიდებული, რამდენად იაქტიურებს და მიზანდასახული იქნება. მერაბი ყოველთვის შრომობდა, რომ წერენ ხოლმე, ფიზიკურად შრომობდაო, ჩვენთვის შრომა სათაკილო არასოდეს ყოფილა.

მეოთხე კლასში იყო მერაბი, როდესაც თბილისში გადავედით საცხოვრებლად. ნაქირავებში ვცხოვრობდით სამ შვილთან ერთად. ბიჭები უკვე დიდები იყვნენ. ზაფხულში მერაბი ბებიასთან ჩადიოდა სოფელში და ყოველთვის ეხმარებოდა. ახლა მე ვცხოვრობ სოფელში მეუღლესთან ერთად, შვილები წასულები არიან.

- რა ოცნება აგიხდინათ უმცროსმა შვილმა, რისი ახდენაც თქვენ ვერ შეძელით ცხოვრების მანძილზე?

- ჩემი ოცნება თავად მერაბია და ახლა ქამარიც შეიძინა. რაც შეეხება მატერიალურ საჩუქრებს, მე და მეუღლე ისე არასოდეს ვყოფილვართ, ყოველთვის ვშრომობდით, მდიდრები არ ვყოფილვართ, მაგრამ ყველაფერს ჩვენით მივაღწიეთ.

წაიკითხეთ ასევე: