საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შევთანხმდით ერთ რამეზე..." - რა თქვეს მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრის შემდეგ?
"შევთანხმდით ერთ რამეზე..." - რა თქვეს მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრის შემდეგ?

შევ­თან­ხმდით ერთ რა­მე­ზე, რათა გა­ვა­კე­თოთ სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ვუშ­ვათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან , - ამის შე­სა­ხებ "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ­მა მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში "სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" დამ­ფუძ­ნე­ბელ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან შევ­ხედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

"მად­ლო­ბა ქალ­ბა­ტონ პრე­ზი­დენტს, მად­ლო­ბა გი­ორ­გის (გა­ხა­რი­ას), ვი­სა­უბ­რეთ ბევრ სა­კი­თხზე, წარ­სულ­ზე, მაგ­რამ რაც მთა­ვა­რია, მო­მა­ვალ­ზე. ქვე­ყა­ნა არის გზა­გა­სა­ყარ­ზე, ჩვენს ქვე­ყა­ნას ემუქ­რე­ბა დიდი სა­შიშ­რო­ე­ბა, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შევ­თან­ხმდით ერთ რა­მე­ზე, რათა გა­ვა­კე­თოთ სრუ­ლი მო­ბი­ლი­ზა­ცია და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­ვუშ­ვათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

  • ამას­თან, ხა­ზა­რა­ძის თქმით, "მო­ლა­პა­რა­კე­ბა არ დაგ­ვიმ­თავ­რე­ბია, არის ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, ავი­ღეთ პა­უ­ზა და პირ­ვე­ლებს თქვენ შე­გა­ტყო­ბი­ნებთ, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ვი­ღებთ".

გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­ზი­დენტს ინი­ცი­ა­ტი­ვის­თვის.

„რა თქმა უნდა, მად­ლო­ბა ხა­ზა­რა­ძეს, რომ რო­გორც იქნა, ეს სა­უ­ბა­რი შედ­გა. არ მინ­და ბევრ დე­ტალ­ზე ვი­სა­უბ­რო. შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ჩვე­ნი მხა­რი­დან ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლია, პო­ზი­ცია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია. აქ არა­ფე­რი სა­ი­დუმ­ლო არ არის, ხა­ზა­რა­ძემ ითხო­ვა დრო, რო­გორც ჩანს, მას შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი აქვს პო­ზი­ცი­ე­ბი, ეს არის, რის გა­მოც გა­და­ი­დო, ჩემი მხრი­დან არა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორ­ბე­ლი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­ში მის­ვლამ­დე, გა­ხა­რია-ხა­ზა­რა­ძემ პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს. "ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა" და "გა­ხა­რია-სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ლი­დე­რე­ბი პრე­ზი­დენ­ტთან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად გა­ერ­თი­ა­ნე­ბის სა­კი­თხზე მსჯე­ლობ­დნენ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა პარ­ტია „გა­ხა­რია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ და კო­ა­ლი­ცია „ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო” სა­დილ­ზე გუ­შინ სა­ღა­მოს მი­ი­პა­ტი­ჟა. პრე­ზი­დენ­ტთან სა­დი­ლი 15:00 სა­ათ­ზე იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი, თუმ­ცა გა­ხა­რი­ას თხოვ­ნით, დღეს, 18:00 სა­ა­თამ­დე გა­და­ი­დო.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

ავტორი:

"შევთანხმდით ერთ რამეზე..." - რა თქვეს მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრის შემდეგ?

"შევთანხმდით ერთ რამეზე..." - რა თქვეს მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრის შემდეგ?

შევთანხმდით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან , - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ორბელიანების სასახლეში "საქართველოსთვის" დამფუძნებელ გიორგი გახარიასთან შევხედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს, მადლობა გიორგის (გახარიას), ვისაუბრეთ ბევრ საკითხზე, წარსულზე, მაგრამ რაც მთავარია, მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენს ქვეყანას ემუქრება დიდი საშიშროება, აქედან გამომდინარე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რათა გავაკეთოთ სრული მობილიზაცია და ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" გავუშვათ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

  • ამასთან, ხაზარაძის თქმით, "მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, ავიღეთ პაუზა და პირველებს თქვენ შეგატყობინებთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ".

გიორგი გახარიამ შეხვედრის შემდეგ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.

„რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია. აქ არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, ეს არის, რის გამოც გადაიდო, ჩემი მხრიდან არა“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

წაიკითხეთ ასევე: