ავტორი:

ამაღამ მსოფლიო უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდება - რა ლეგენდები არსებობს სექტემბრის "სისხლიანი მთვარის" შესახებ

ამაღამ მსოფლიო უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდება - რა ლეგენდები არსებობს სექტემბრის "სისხლიანი მთვარის" შესახებ

სამშაბათს მსოფლიო უიშვიათესი ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდება. მთვარე დედამიწასთან ჩვეულებრივზე ოდნავ ახლოს იქნება და უფრო დიდი და კაშკაშა გამოჩნდება - ამ ფენომენს სუპერმთვარეს უწოდებენ, მაგრამ როდესაც ამ მოვლენას მთვარის სრული დაბნელებაც ემთხვევა, მთვარე მოწითალო, სპილენძისფერს იღებს, რასაც "სისხლიან მთვარეს" ეძახიან.

ლეგენდების და მითების მიხედვით შემოდგომის სავსე მთვარე ასოცირდება მოსავალთან და ამიტომ ამ დროის სავსე მთვარეს მოსავლის მთვარე ეწოდება.

სუპერმთვარის მსგავსად, სისხლიანი მთვარე წელიწადში რამდენჯერმე ჩნდება, მაგრამ იშვიათია, რომ ორივე ერთდროულად მოხდეს.

  • ეს მოვლენა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე 17 სექტემბერს, დაახლოებით 20:41 საათზე დაიწყება და 18 სექტემბრის 12:47 საათისთვის დასრულდება.

ინდივიდუალურად, მოსავლის მთვარე, სუპერმთვარე და სისხლიანი მთვარე არ არის განსაკუთრებით იშვიათი ან უჩვეულო მოვლენა. ისინი ყოველწლიურად ხდება. მაგრამ იშვიათია სამივე ფენომენის გამოჩენა ერთ სავსემთვარეობაში. შემდეგი მსგავსი მოვლენა 2033 წლის სექტემბერს იქნება, ამის შემდეგ აღარ განმეორდება 2042 წლამდე.

წყარო